კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტოვებს ზოგიერთი კაცი ცოლს, რომელიც ისევ უყვარს

ქალი მაინც ქალია და არცთუ იშვიათად, ბევრი ცოლი ცდილობს, ქმარი საკუთარ „თარგზე“ გამოჭრას. მოარგოს იმ სტერეოტიპს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. ეს საკმაოდ მტკივნეული და წამგებიანი პროცესია, რომელიც კარგად არასდროს მთავრდება. უფრო მეტიც – ბევრი კაცი საერთოდ ვერ უძლებს ასეთ წნეხს და გარბის. ქმრის აღზრდა საჭიროა, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ – როგორც იტყვიან, ჯოხი არ უნდა გადატეხოთ. რადგან, თუ კაცს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემთ და  დროდადრო საკუთარ თავთან განმარტოების  – ის წავა! თანაც, უკან მობრუნების პერსპექტივის გარეშე.

 მარიკა (38 წლის): დიახ, ვაღიარებ იმას, რომ ქმართან ჩემი ურთიერთობა თავადვე შევიყვანე ჩიხში. სიმართლეა ისიც, რომ ქალებს გვაქვს სურვილი, კაცი, რომელიც ქმარი ხდება, გადავაკეთოთ და ისეთად ვაქციოთ, როგორიც  გვინდა, რომ იყოს.
– და, ეს შეცდომაა?
– რა თქმა უნდა, შეცდომაა. თანაც, ძალიან დიდი შეცდომა. ოღონდ მე ამას გვიან მივხვდი, როცა უკვე ლამის გამოუსწორებელ შეცდომამდე მივედი. ზედმეტი მომივიდა და ახლა, ჩიხში შესული, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა  მოვიმოქმედო. მართლა არ ვიცი, რა გავაკეთო, რომ  ოჯახი გადარჩეს.
– ოჯახი დაგენგრათ?
– ჯერ არა, თუმცა რეალისტი ვარ და ვხედავ, რომ ამის ზღვარზე ვდგავართ და ეს ჩემი ბრალია. ათი წელია, გათხოვილი ვარ და ერთი თვის წინ ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, ამ ათი წლიდან, ცხრა წელი სრულ კოშმარში ვიცხოვრეო. პირდაპირ რომ მოგახლიან ასეთ სიტყვებს, რბილად რომ ვთქვათ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის...
– თქვენთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა?
– უსიამოვნო ნამდვილად აღმოჩნდა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სიურპრიზი იყო.  რაღაცას ვხვდებოდი – სულელი არ ვარ და ვატყობდი, ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს რომ აღარ იჩენდა. არც საუბარში მყვებოდა და ცდილობდა, თავისთვის ყოფილიყო. ამის საპასუხოდ, როგორ ვიქცეოდი მე?! – ძალიან ცუდად. იმის მაგივრად, რომ მიზეზით სერიოზულად დავინტერესებულიყავი, საყვედურებით ვავსებდი, ვეჩხუბებოდი და ვეკინკლავებოდი. ერთი წუთით არ ვასვენებდი და ყველაფერზე შენიშვნას ვაძლევდი. სახლში რომ ვარ მოსასვლელი და საღამოს ამაზე ვიწყებ ფიქრს, ხასიათი ეგრევე მიფუჭდებაო – ასეც მითხრა...
– ანუ, სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია...
– რეალურად, ასე გამოვიდა. მაგრამ, ვერ ვკიცხავ და ვერ ვამბობ, რომ მსხვერპლი ვარ. ცუდი ცოლი და ცუდი შეყვარებული აღმოვჩნდი. ვერც დავინახე ჩემს ქმარში მომხდარი ცვლილებები და კიდევ უარესი – ვერ დავინახე ამ ცვლილებებში ჩემი ბრალეულობა...
– მიგაჩნიათ, რომ დამნაშავე ხართ ქმარში მომხდარი ცვლილებების გამო?
– რა თქმა უნდა?! რა აზრი აქვს სირაქლემას პოზაში ყოფნას. ამით ჩემი პრობლემა უფრო დამძიმდება. ახლა ვფიქრობ... ბევრს ვფიქრობ და მახსენდება, როგორი იყო ჩემი ქმარი ცხრა წლის წინ. ძალიან მხიარული, აქტიური, ხალხის მოყვარული, კომუნიკაბელური და სიურპრიზებით სავსე. ქორწინებამდე დიდი ხნით ადრეც ვიცნობდი. ფანტასტიკურად ვუგებდით ერთმანეთს. თუმცა, ვუგებდით – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე გახარებული მივყვებოდი მის ნებას, რადგან ყველაფერი მომწონდა მასში. შეიძლება, ამიტომაც ვერ გავიგე, სინამდვილეში როგორ შევეწყობოდით ერთმანეთს. თუმცა, ამასაც არა აქვს მნიშვნელობა, რადგან თავადვე ვერ გამოვავლინე ისეთი ხასიათი, რომელიც კი არ დაგვაშორებდა, უფრო დაგვაახლოვებდა. არ ვიცი, რატომ გამოვიჩინე ასეთი იდიოტური პრინციპულობა. უმნიშვნელო წვრილმანზეც კი შენიშვნებს ვაძლევდი და ტვინს ვუბურღავდი. საბოლოოდ, შევიქმენი მბრძანებელი, მუდმივად უკმაყოფილო, ანჩხლი ქალის იმიჯი... არადა, ასეთი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ, ახლა ჩემს ქმარს ვეღარ გადავარწმუნებ.
– გინდათ, რომ ასე არ ფიქრობდეს?
– რა თქმა უნდა. ამაზეა დამოკიდებული ჩემი ოჯახის მომავალი. ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს. მითხრა, შენში ქალს ვეღარ ვხედავო. ეს კი დასასრულს ნიშნავს. რამე უნდა მოვიფიქრო და გავაკეთო. მიდის და აშკარად არ აპირებს, გადაწყვეტილება შეცვალოს. ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ისეთები მოვისმინე მისგან, ლამის გული გამისკდეს.
– ოჯახის დანგრევა გადაწყვიტა?
– ამას აღარც მალავს და მე ძალიან ვნერვიულობ. მითხრა, შენ გვერდით გატარებული ყოველი საათი ტანჯვაა ჩემთვისო. ბავშვების გამო ვიკავებ თავს წასვლაზე, რადგან ვიცი, თუ კარი გავიჯახუნე, უკან მომბრუნებელი არ ვარო. ვგრძნობ, ამას მთელი გულით ამბობს და არ ამეტებს. მეშინია, რომ ერთ დღეს აუცილებლად გააკეთებს ამას.
– იქნებ სცადოთ და რადიკალურად სხვანაირად მოიქცეთ.
– მინდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ჩემი ხასიათი საკმაოდ ძნელად შესაცვლელია. საკუთარ თავს ვებრძვი, თან შიშში ვარ, რომ ქმარი არ გამექცეს. ეს საფრთხე რეალურია.
– ამტყუნებთ მეუღლეს?
– არ ვამტყუნებ. როგორი მძიმეა ჩემთვის ასეთი აღიარება, ალბათ, ხვდებით?! მაგრამ, რომ გავჩუმდე ან თავი ვიმართლო, ვინ მოვატყუო. ამით ჩემს პრობლემას ხომ არ ეშველება? როგორც ჩანს, ჩემს ქმარს უკვე აშკარად ჩამოუყალიბდა ჩემზე წარმოდგენა, რისი შეცვლაც როგორმე უნდა შევძლო. თუმცა, როგორ გამომივა, არ ვიცი. რატომ ვერ მივხვდი, რომ ზედმეტი მომდიოდა? მე ვცდილობდი, ქმარი საკუთარ „თარგზე გამომეჭრა.” ვეჩხუბებოდი, ვებუზღუნებოდი... როცა მითხრა, ძალიან შეიცვალე და შენი საქციელით სახლში მოსვლა შემაძულეო, პირიქით, ჩხუბი დავუწყე. მაშინაც კი ვერ მივხვდი, რამხელა შეცდომას ვუშვებდი. ავიკელი საყვედურებით – შენ მე აღარ გიყვარვარ და იმიტომ გინდა, გამექცე-მეთქი. შემომხედა და ამოიოხრა – რა ცუდია, რომ ვერაფერი გაიგე. ისეთი ადამიანის მიტოვებაც შეიძლება, რომელიც გიყვარსო.
– ეს აღმოჩნდა საგანგაშო სიგნალი?
– იმ მომენტისთვის არა. ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე, როცა ქმარი ჩემგან ლამის უკანმოუხედავად გაიქცა. ახლაც ზღვარზეა – მინდა, ჩემკენ შემოვაბრუნო, მაგრამ ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევს. მაიგნორებს. ასე ცდილობს, თავი დაიცვას ჩემგან. არ სჯერა, რომ თავდაცვა აღარ სჭირდება. ვეღარ მენდობა და მესმის მისი...
– იქნებ თქვენ მხოლოდ გგონიათ, რომ მასთან ურთიერთობის მანერა შეცვალეთ და რეალურად, იგივეს აგრძელებთ?
– არა, არა... მე ყველანაირად ვცდილობ, ჩემი სისულელეები გამოვასწორო, მაგრამ მეშინია, რომ დავაგვიანე.

скачать dle 11.3