კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აპირებს პოპულარული ამერიკული მულტფილმის საკუთარ სტუდიაში გახმოვანებას დავით ჩანგოშვილი და რატომ დაინტერესდა მისით „ბიბისი“

დავით ჩანგოშვილი, იგივე ჩანგო, რომელიც „ელდრაინის“ დრამერია, „ილო ბეროშვილის შოუში“ დათო ფორჩხიძესთან უკრავს და შეიძლება ითქვას, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი და ხმის რეჟისორია. ასევე, წარმატებულია მისი სტუდია EYE STUDIO, სადაც არა მხოლოდ ქართველი ცნობილი მომღერლები წერენ სიმღერებს, არამედ უცხოელებიც. ცოტა ხნის წინ კი, ამ სტუდიით „ბიბისიც“ დაინტერესდა.
დათო ჩანგოშვილი: წლების წინ, მე და ჩემმა მეგობარმა მიშა ჭელიძემ დავაარსეთ „ელდრაინი“ და ვართ მისი უცვლელი წევრები. 15 წელია, დრამერი ვარ. თავიდან ქვაბებს ვიყენებდი ინსტრუმენტად და ნახევარზე მეტი დავღუნე, გავაფუჭე. თან, ხომ არ ვიცოდი, რომელი ქვაბი იყო ძვირფასი. რაც ხელში მომხვდებოდა, იმაზე ვუკრავდი. მერე ჩემი მეგობარი კობა მანჯგალაძე ჩამოვიდა ისრაელიდან და მითხრა: მე გიტარაზე დავუკრავ, შენ – ბარაბანზეო და ასე დაიწყო უფრო სერიოზულად. საბოლოოდ, ქვაბებიდან ბარაბანზე გადავედი. ნელ-ნელა ჩემი ინსტრუმენტიც ვიყიდე. შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებშიც ვუკრავდი. ჩემი მეუღლეც, გვანცა მათიაშვილი, მუსიკოსია, ცნობილი ჩელისტი. ნიკა მემანიშვილთან უკრავს ორკესტრში და წამყვანი ჩელისტია. ასევე, „მგზავრების“ ჩელისტიც არის. „სინათლის წელიწადში“ ვუკრავდით ორივე. ერთმანეთი შეგვიყვარდა და შევქმენით ოჯახი. ახლა უკვე ორი შვილი გვყავს.
– „ელდრაინი“ მცირე დროში გახდა საკმაოდ წარმატებული და პოპულარული.
–  2010 წელს დავაარსეთ, მაგის მერე გამოვედით „ოფენ ეარზე“ და გავიმარჯვეთ. შემდეგ იყო „ევროვიზია“, რომელიც ტრამპლინია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ძალიან ბევრი მომღერლისთვის. დღემდე „ელდრაინსა“ და სოფო ნიჟარაძეს საუკეთესო ადგილი აქვს აღებული ამ კონკურსზე. სწორედ იმ წელს „ემტივიდან“ დაგვირეკეს: ქართულ ჯგუფს ვეძებთ და გვინდა 45-წუთიანი პროგრამით გამოხვიდეთ პირდაპირ ეთერშიო. კონცერტს ენრიკე იგლესიასი ხურავდა. „ემტივის“ ყველა არხზე გადიოდა და ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა. შემდეგ სოფო გათხოვდა, ფეხმძიმედ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ პაუზა აგვეღო. თუმცა, არ დავშლილვართ და ისევ აქტიურად ვმუშაობთ უკვე მეორე ალბომზე ჩემს სტუდია EYE STUDIO-ში, რომელიც უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი.
– როდის დააარსე სტუდია?
– დაახლოებით 5 წლის წინ – ჯერ პატარა, 4 წლის წინ კი, მასშტაბური სტუდია გავაკეთე. კალიფორნიაში წელიწადში ერთხელ ტარდება „ნამ შოუ“, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ვარსკლავები, მომღერლები, ხმის ინჟინრები, პროდიუსერები, ასევე, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. იქ არიან ტექნიკოსები, რომლებიც იგონებენ მუსიკალურ დანადგარებს და ისინიც, ვინც ამას იყენებს. ტარდება მასტერკლასები. მათზე მოხვედრა ძალიან რთულია. სერიოზული მიწერ-მოწერები, საბუთების წარდგენა დამჭირდა და საბოლოოდ, დამპატიჟეს. იმდენი ვარსკვლავია შენ ირგვლივ: სტივ უანდერმა გაიარა, იქვე „მეტალიკის“ ფოტოსესიაა, გვერდით ფინქი მღერის. დღეში სამჯერ დავდიოდი კონცერტებზე. ყველაზე რთული ის იყო, რომ: ხედავ, ფინქის კონცერტია, გაიხედავ ოზი ოზბორნი მღერის, იქით – ჯაზმენები, ჩიკორია უკრავს და სერიოზული დილემის წინაშე დგახარ – რა გინდა გააკეთო, სად მიხვიდე, ვის მოუსმინო. გარდა ამისა, მინდოდა მასტერკლასები ამეღო, დრამის მამებთან მესაუბრა, ასევე, ხმის ინჟინრებთან. სია გავაკეთე, 10 საათზე იქ ვიყავი, მასტერინგი მქონდა ხმის ოპერატორთან, ზე-ტიპთან, რომელმაც ახლახან ბიონსეს ალბომი დაამთავრა და გიყვება ყველაფერს... განსაკუთრებით დამამახსოვრდა „მეტალიკის“ ბასისტთან შეხვედრა. ის ყველაზე ლეგენდარული ჯგუფის ბასისტია და გიყვება თავის საქმეზე, ცხოვრებაზე, გამოცდილებაზე, როგორ დადის ტურნედან ტურნეზე. ისიც მითხრა: ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ფრენაში, თვითმფრინავში ვატარებ, რაც ძალიან რთულია და შენც ასეთი ტიპი უნდა იყო, რომ გაიგოო. იქ არიან ხმის ინჟინრები, რომლებიც გიყვებიან: როგორ იწყებდნენ, როგორ მუშაობდნენ „იუთუს“ და ძალიან ბევრი დიდი ჯგუფის ალბომებზე. ყველაზე მაგარი ის არის, რომ იქვეა მინისტუდიები. შეგიძლია, შენი დემო მისცე და მოგასმენინონ, თავიანთ დანადგარებზე როგორ ჟღერს. შეიძლება, გაგიჟდე, ცაში დაფრინავ. ბევრ ცნობილ დრამერს შევხვდი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი იდეა და გამოცდილება წამოვიღე. ამის მერე საქართველოში დავბრუნდი. ერთ დღესაც განათლების სამინისტროდან დამიკავშირდნენ. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც პროფესიული სასწავლებლისთვის ხმის ინჟინერიის, ხმის ოპერატორის სტანდარტს დაწერდა. მე ვიყავი პროექტის ხელმძღვანელი. იყო ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს დაწერდა და ასევე, ჯგუფში გვყავდა 10 წევრი – ხმის ინჟინერი, ოპერატორი, ოღონდ არა მხოლოდ სტუდიური გამოცდილებით. რადგან მე არ ვწერდი მხოლოდ სტუდიურ სტანდარტს, ეს იყო ხმის ოპერატორის სტანდარტი როგორც კინოში, ასევე თეატრში, კონცერტზე და ასე შემდეგ. ისინი ამოწმებდნენ ეს ყველაფერი სტუდიაში როგორ მუშაობდა, როგორ კეთდებოდა. დღეს არსებობს სახელმძღვანელო, სადაც ეს ყველაფერი შეტანილია და ვისაც აინტერესებს, ამ წიგნის საშუალებით ისწავლის. ზაფხულში ისევ წავედი ამერიკაში, სადაც გავიცანი ერთი ამერიკელი ვიქტორი, რომელიც კავკასიაზე, საქართველოზეა შეყვარებული. მას აქვს ძალიან დიდი სტუდია. დაინტერესდა ჩემით და გაუჩნდა სურვილი, ერთად გავაკეთოთ დიდი სტუდია. მე არ მჭირდება იქ დარჩენა და არალეგალურად მუშაობა. ამიტომ, ახლა ვცდილობ, სამუშაო ვიზა მივიღო, ჩავიდე და გავაკეთო სტუდია, აქაც ვიმუშაო და იქაც.
– ამერიკაში გქონდა საინტერესო შეხვედრები?
– ნიუ-იორკში ძალიან ბევრი კლუბია, სადაც შეგიძლია, მიხვიდე, დაუკრა ჯემსეიშენებზე. ერთ-ერთ საიტზე დავწერე, რომ საქართველოდან ვარ და თან, დავყარე ფოტოები. რომ ნახეს: „ევროვიზია“, „ემტივის“ ამხელა სცენაზე დამიკრავს, ტელევიზიები, შოუები, ძალიან ბევრგან დამპატიჟეს. მანჰეტენზე არის ყველაზე ცნობილი „მიუზიკ ბილდინგი“, 38 სართული სულ მუსიკაა. ერთ-ერთ ძალიან ცნობილ როკ-ჯგუფს, რომელიც ძალიან ბევრ ფესტივალზე, ტურნეებზე დადის, დრამერთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ დრამერს ეძებდნენ. მეც მონაცემები გავაგზავნე და დამიბარეს. რიგში ვიყავი 49-ე. საბოლოოდ, ამიყვანეს. ვუკრავდი ცოტა ხანს მათთან. მაგრამ, მათ სჭირდებოდათ ოფიციალური წევრი კონტრაქტით, ამერიკის ტურნეში მიდიოდნენ. მე ბოდიში მოვუხადე, სამუშაო ვიზა არ მაქვს-მეთქი. ახლაც მეკონტაქტებიან და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. მანჰეტენზე არის ძალიან ცნობილი და ყველაზე დიდი ბლუზის კლუბი: „ბიბი კინგის“ კლუბი. იქაც მქონდა მოსმენა, დავუკარი, შვიდი დრამერი იყო და მე ამირჩიეს. ამხელა სცენებზე დაგიკრავს და გვინდა, ჩვენთან ერთად იყოო. ასეთი შემოთავაზებები იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამერიკაში არსებობს ძალიან ცნობილი, პოპულარული ტელევიზია CBN და მათთან მქონდა მოლაპარაკება. აქვთ რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი, მათ შორის, საბავშვო მულტფილმებიც, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქვია „სუპერწიგნი“. ძალიან პოპულარულია, ბევრ ენაზეა თარგმნილი და თავად ახმოვანებენ სერიოზულ სტუდიებში. ამ პროექტის აღება ძალიან რთულია, რადგან უმაღლეს ხარისხს ითხოვენ, ბევრი მოთხოვნა აქვთ. ასეთ სტუდიას და უპირველეს ყოვლისა, ეძებდნენ ადამიანს საქართველოში, რომელსაც ენდობოდნენ და ამ საქმეს ჩააბარებდნენ – გაეხმოვანებინა მულტფილმი ქართულად, რადგან ის მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. თუმცა, ვერავინ იპოვეს და მე რომ ამერიკაში ვიყავი, ჩემ შესახებ უთხრეს – ნახეს ჩემი პროექტები; ჩუმად შეამოწმეს, რას ვაკეთებდი და მოეწონათ. შემდეგ იყო მეორე ეტაპი – სატელეფონო კონტაქტი, რომ ამერიკაში ვაპირებ სტუდიის გაკეთებას და აქ იდეით ჩამოვედი. რამდენიმე თვე გრძელდებოდა საუბრები. პრაქტიკულად, ყველაფერი შეთანხმებულია, უმნიშვნელო დეტალები და დარჩა მოსაგვარებელი. ცოტა ხნის წინ აზიური „ბიბისი“ იყო ჩამოსული. სიუჟეტს იღებდნენ, სტუდია სჭირდებოდათ და საბოლოოდ, ჩვენთან მოვიდნენ. გადასაღებადაც გამოიყენეს და მერე მე ვუბალანსებდი. საიტზეც უდევთ ვიდეორგოლი, სადაც ჩემზეც საუბრობენ.

скачать dle 11.3