კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

8 მარტს ტელესახეებსა და ჟურნალისტ ქალებს შორის შეჯიბრება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით, 8 მარტს ტრადიციული შეჯიბრება ჩატარდა ტელესახეებსა და ჟურნალისტ ქალებს შორის.
შეჯიბრების პირველი ნაწილი მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა გაიარეს. ყველაზე სწრაფად საგამოცდო მოედანი დაფარა ტელეკომპანია „იმედის” „დღის შოუს” წამყვანმა – ეკო ფანგანმა, რომელიც ისევე როგორც სხვა მონაწილეები, ჩართულია სამინისტროს კამპანიაში: „მე ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს”.
მეორე ნაწილში კი მონაწილეები ერთმანეთს სამოყვარულო წყვილთა რბოლაში შეეჯიბრნენ.  შედეგები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი – მანიკა ასათიანი; მეორე ადგილი – მაია ბიჭიკაშვილი; მესამე ადგილი – ნინო ხაჟომია.
გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა სარვამარტო შეჯიბრებების ტრადიციულმა პარტნიორმა, კომპანია „ვისოლმა”. ქალბატონებს კომპანიისგან პრიზად საწვავი გადაეცათ. პრიზები დააწესეს პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ” და ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა „პრაიმ ესთეტიკსმა”. გამარჯვებული სამეული „პორშეს კლუბმა” სპორტული „პორშეთი” ავტოდრომის დიდ ტრასაზე გაასეირნა.

скачать dle 11.3