კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო გია ჯაჯანიძის თვითმკვლელობის მცდელობა მისი შვილებისთვის სახალისო და როგორი მამა არ უნდოდათ, რომ ჰყოლოდათ მათ

შეიძლება, გია ჯაჯანიძე არაორდინარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შვილები სრულიად ნორმალური ჰყავს. გოგონებს – ნინოს და ნათიას, მამის ზოგჯერ სკანდალური იმიჯი სულაც არ აკომპლექსებთ, რადგან ზუსტად იციან, როგორია გია სინამდვილეში. ნინო და ნათია ჯაჯანიძეები სიამოვნებით გაატარებდნენ ცოტა მეტ დროს პოპულარულ მამასთან, მაგრამ...
– როდის გააცნობიერეთ, რომ სხვებისგან განსხვავებული მამა გყავდათ?
ნინო ჯაჯანიძე: არ მიმაჩნია, რომ „განსხვავებულია“. ბავშვობიდან მამა ისეთი მახსოვს, როგორიც დღემდეა. ალბათ, სხვისთვის „განსხვავებული“ ეკრანზე ჩანს. ეს მისი პროფესიიდან გამომდინარეა ასე. სახლში კი ისეთია, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო...
ნათია ჯაჯანიძე: ძალიან ლამაზი კაბა ვნახე და მამას ვთხოვე, მიყიდე-მეთქი. არაო, მითხრა, მე უფრო უკეთესს გიყიდიო. თურმე, ჩემი კაბებიდან ერთ-ერთი ამოურჩევია, შეუღებია, ღილები დაუკერებია, გაუფორმებია სხვადასხვა აქსესუარით და დიდხანს მეგონა, რომ ახალი კაბა მქონდა.
– თქვენს მეხსიერებაში პირველად როდის შემოვიდა გია ჯაჯანიძე, როგორც მამა?
ნინო: ჩემს მეხსიერებაში მშობლები ერთად შემოვიდნენ. არასდროს მიგრძნია, რომ  რაღაც პერიოდის შემდეგ, დედა და მამა ერთად არ იყვნენ. ეს მათი კარგი ურთიერთობის დამსახურებაა, რომელიც დღემდე გრძელდება.
– მშობლებს არ ირჩევენ. თქვენში რა დოზით არის ჯაჯანიძე და როდისმე თუ გქონიათ სურვილი, სხვანაირი მამა გყოლოდათ?
– ნამდვილად, მშობლებს არ ირჩევენ. სხვანაირი, როგორი?.. ღიპიან და ულვაშიან მამაზე არასოდეს მიფიქრია. მისი ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ვნახულობ, ვფიქრობ, გამიმართლა, რომ მისი შვილი ვარ. სულ მინდოდა, ჩვენ შორის ფიზიკური მსგავსება ყოფილიყო. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი: იქამდე გავაჩენ შვილებს, სანამ ერთი მაინც არ დაგემსგავსება-მეთქი. ჩემში მის ხასიათს უფრო ვხედავ. თუმცა, როგორც მას შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, ამას მე ვერ ვახერხებ და გული მწყდება.
ნათია: ჩემში ჯაჯანიძე დიდი დოზითაა, ძალიან ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. სხვანაირი მამა ვერც კი წარმომიდგენია. ჩვეულებრივი მსმელი და მოქეიფე მამასთან შეგუება, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა (იცინის).
– ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება, რომელიც გიას უკავშირდება...
ნინო: ბავშვობის მოგონება ნათელია ყველა... უფრო, განსხვავებული მოგონება შემიძლია გავიხსენო. სკოლაში დავდიოდი, მამაჩემის მესამე მეუღლე - რეჟისორი მარინა ხონელიძე ფილმს იღებდა და იქ, ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობდი. ის პერიოდი იყო ჩემთვის გამორჩეული, გადასაღებ მოედანზე ყველა ერთად ვიყავით.
– რამდენიმე სიტყვით შეაფასეთ გია ჯაჯანიძე, როგორც მშობელი... როდისმე ყოფილა მშობელთა კრებაზე?  მოუცია აღმზრდელობითი ხასიათის შენიშვნა? ყოფილა მკაცრი? მიუთითებია, როგორები უნდა ყოფილიყავით?
– მკაცრი არა, იმიტომ რომ, ისეთი ხმის ტემბრი აქვს, დამატებით სიმკაცრე აღარ სჭირდებოდა. ერთხელ რამეს რომ მეტყოდა, უკვე გასაგები იყო ჩემთვის. მშობელთა კრებაზე არ ყოფილა, მაგრამ როცა ერთად ვიყავით, სწავლაში მეხმარებოდა. მაგალითად, გამრავლების ტაბულაში მავარჯიშებდა და თან, პასუხებს თვითონ მკარნახობდა. რჩევებს მაძლევდა გარკვეულ საკითხებზე და მეუბნებოდა, სკოლას სანამ დაამთავრებ, მე დამიჯერე და რომ გაიზრდები, თვითონ გადაწყვიტე, შენთვის როგორ აჯობებსო. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მიდგომა ჰქონდა. კი არ მოითხოვდა – მთხოვდა და ეს, ალბათ, ბავშვზე ფსიქოლოგიურად უფრო კარგად მოქმედებს. მეც მისი მეთოდებით გავზრდი შვილებს.
– შეგიძლიათ, დაახასიათოთ გია ჯაჯანიძე ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციიდან: დავუშვათ, არ არის მამათქვენი – რას წარმოადგენს, როგორი პიროვნებაა?
– ვიქნები ჩვეულებრივი ადამიანი და ვიტყვი, რომ გია ჯაჯანიძე არის ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს.
ნათია: ის არის ძალიან კეთილი, უანგარო, უბოროტო. მასში არ დევს მისხალი აგრესია, რაც დღეს ასე მძვინვარებს.
– ავხსნათ გია ჯაჯანიძის ფენომენი?
ნინო: საზოგადოებისთვის ცოტა რთულად აღსაქმელი ფენომენია. ვფიქრობ, მომავალში, ათეული წლების შემდეგ, კიდევ უფრო გაკვირვებულები დარჩებიან, როცა გაიგებენ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში არსებობდა გია ჯაჯანიძე, რომელსაც ასეთი სკანდალური გადაცემა მიჰყავდა.
– მე ვფიქრობ, რომ გია ჯაჯანიძე თავის ნამდვილ სახეს საჯაროდ არ აჩვენებს და რაც თვალსაჩინოა, ის ნიღაბია... შვილები რას იტყვით ამაზე?
– ამას ნიღაბს არა, უფრო სატელევიზიო, მედიისთვის მორგებულ იმიჯს დავარქმევდი – კაცი, რომელიც დღევანდელ მედიასივრცეში განსხვავებულ შოუს დგამს. არა მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ გია ჯაჯანიძე სახლში ან მეგობრებთან თავზე ხილით სავსე თასით დადის.
ნათია: ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ამა თუ იმ ნიღბის მორგება გიწევს, მაგრამ ეს ნიღაბი არაა ძალიან შორს შენი პიროვნებისგან. ყოველ შემთხვევაში მამასთან ასეა. მამა ისეთია, როგორსაც ხედავთ.
– უფრო კარგი ბაბუაა, ვიდრე მამა იყო? თუ – კი, რაში გამოიხატება ეს?
ნინო: ძალიან კარგი ბაბუაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენს შემთხვევაში, ხშირი ურთიერთობა გვქონდა. ახლა ძალიან დაკავებულია და ბავშვები მას გადაცემაში უფრო ნახულობენ, ვიდრე სახლში. 
– ყველაზე სასაცილო ჭორი, რაც მამაზე გსმენიათ...
– ჭორები მართლა არ გამიგია. ბეჭდურ მედიაში თუ წავიკითხავ ისეთ რამეს, რასაც თვითონ ამბობს და ვიცი, რომ ხუმრობს.
ნათია: ბევრი ჭორი მსმენია, ძირითადად, სახალისოა ჩემთვის. სერიოზულად ამის მიღება არც შეიძლება. მაგალითად, თითქოს კიდევ ერთხელ დაქორწინდა; ჩვენ გარდა, შვილები ჰყავს ან წამლები დალია და თვითმკვლელობა სცადა...
– ხაშურში გია ჯაჯანიძეს უწინასწარმეტყველეს, რომ მას აუცილებლად ეყოლება  შვილი, თანაც ვაჟიშვილი... რას იტყვით ამაზე?
ნინო: კარგი იქნებოდა მე და ჩემს დას უფროსი ძმა გვყოლოდა. შეიძლება, მომავალში გამოჩნდეს, გია ჯაჯანიძეს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. რაც შეეხება პატარა ძმას, ოჯახში პლატონ სამანიშვილივით, წნელის გამყოფს ნამდვილად არ გავუკეთებთ. 
ნათია: ამაზეც ბევრი ვიცინე. თუმცა, ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა ძმა.
– რაზე შეიძლება, უსაყვედურონ შვილებმა გია ჯაჯანიძეს?
ნინო: დროზე, რომელსაც ჩვენთან ერთად ვერ ატარებს.
– ზოგადად, ძალიან ხელგაშლილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს – თქვენთვის ხშირად მოაქვს საჩუქრები?
– სიურპრიზების გაკეთება ძალიან უყვარს. ჩვენთვისაც და შვილიშვილებისთვისაც. სიძეებსაც ხშირად უკეთებს საჩუქრებს. მოულოდნელი ადამიანია. მისი ერთი საათი მომწონდა ძალიან, რომელიც ვიცოდი, რომ თვითონაც განსაკუთრებით უყვარდა. არც მიფიქრია, ჩემთვის მოეცა. არ ვიცი, როგორ? მაგრამ, მიხვდა და ერთხელ მასთან რომ ვიყავი, უცებ უჯრიდან ამოიღო და მაჩუქა...
– რას შეცვლიდით მასთან ურთიერთობაში?
ნათია: ისევ იგივეს ვიტყვი – კარგი იქნებოდა, მეტი დრო ჰქონდეს, რომელსაც ჩვენთან ერთად გაატარებს.

скачать dle 11.3