კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ისეთებიც არიან, ვისაც ჩვენი შერიგება არ გაუხარდა. წერენ, რატომ შერიგდითო

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებული გარეგნობის დამსახურებით მოექცნენ. ამ ულამაზესი წყვილის დაქორწინების ამბავმა ყველა ძალიან გაახარა. მალე მათ ცხოვრებაში პატარა დემეტრე გაჩნდა, თუმცა, მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რამაც მათ უამრავ გულშემატკივარს ძალიან დასწყვიტა გული. ცოტა ხნის წინ კი კვლავ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – ულამაზესი წყვილი მარიამი და ლაშა ისევ ერთად არიან და უკვე ერთი თვეა, დამოუკიდებლად ცხოვრობენ პატარა დემეტრესთან ერთად.

 მარიამ ხორგუაშვილი: მე და ლაშა ერთმანეთს რვა თვის წინ დავშორდით.  გარკვეული პრობლემების გამო, ვამჯობინეთ, ცოტა ხანს ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. შვიდი თვის შემდეგ ორივემ მოვინდომეთ ურთიერთობის აღდგენა და ერთი თვის წინ შევრიგდით. თან, პატარა დემეტრე გვყავს. ახლა ცალკე გადავედით და სამივე ერთად ვცხოვრობთ. შერიგების შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობთ, დრო ერთად გავატაროთ და ერთმანეთს სითბო და მზრუნველობა არ მოვაკლოთ. ყველგან ერთად დავდივართ. ცოტა ხნის წინ  მარტო ჩვენ წავედით გუდაურში – გვინდოდა, ყველასგან დაგვესვენა და ერთად ყოფნით დავმტკბარიყავით. იქ გატარებულმა დრომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში. ვცდილობთ, ის დრო ავინაზღაუროთ, რომელიც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ.  
– შვიდთვიანი განშორების შემდეგ რთული იყო ურთიერთობის თავიდან დაწყება?
– თავიდან დაწყება რთული არ იყო, რადგან იმ შვიდმა თვემ ორივე ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ერთმანეთთან კონტაქტი გვქონდა; ისე აქტიური არა, მაგრამ ლაშა ბავშვს თითქმის ყოველდღე ნახულობდა. ახლა, უბრალოდ, ვცდილობთ, დანაკლისი ავინაზღაუროთ და დემეტრეს კარგად მოვუაროთ. რაც მარტო გადმოვედით საცხოვრებლად, პატარას დამოუკიდებლად ვუვლით და ამასთან შეგუება ცოტა გვიჭირს, მაგრამ ლაშა ძალიან კარგად ართმევს თავს მამის მოვალეობას და ყველაფერში მეხმარება.
– როცა დაშორდით დემეტრე ახალი დაბადებული იყო. მძიმე პერიოდის გამოვლა მოგიწია...
– დემეტრე დაახლოებით ერთი თვის იყო, როცა მე და ლაშა დავშორდით. ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ლაშა შორიდან მაინც ცდილობდა, დამხმარებოდა და მეგობრის როლში ყოფილიყო ჩემ გვერდით. მთავარი, ვისი დახმარებითაც ეს პერიოდი შედარებით ადვილად გადავიტანე, დემეტრე იყო. ახალდაბადებული შვილი მყავდა და ჩემთვის უმთავრესი იყო, მისთვის არაფერი მომეკლო, სხვა რამეზე კი იმდენად აღარ ვფიქრობდი.
– დემეტრე მალე ერთი წლის გახდება. როგორ მოირგეთ მშობლების ამპლუა?
– დემეტრე ახლა ცხრა თვისაა. აქამდე მის მოვლაში დედა და ბებია მეხმარებოდნენ. რადგან მოდელი ვარ, გადაღებები ხშირად მაქვს და ბავშვის დატოვება მშობლებთან მიწევდა. მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს მაინც ერთად ვატარებდით. რომ დაიბადა, თავიდან მეგონა, რომ ცოტა შემეშინდებოდა. სამშობიაროში პირველად რომ მომიყვანეს, ძალიან ვფრთხილობდი. ჩემმა დამ გამაფრთხილა, თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ შეეცადე, რომ ყველაფერი აკონტროლოო. მისი რჩევები რობოტივით დავიმახსოვრე და დედის როლი მალევე მოვირგე, თან, საკმაოდ ადვილად, რაც მე თვითონაც ძალიან გამიკვირდა. პატარ-პატარა სირთულეები იყო, გადაღლილობაც, მაგრამ არაფრის შიში არ მქონია. ლაშას თავიდან ცოტა გაუჭირდა. ეშინოდა ბავშვის ხელში აყვანის და შორიდან უყურებდა. ახლა პირიქითაა –  სულ ხელში ჰყავს და უვლის, ასეირნებს, აჭმევს და ყველაფერს უკეთებს.
– როგორც კი დემეტრეს ფოტოები გავრცელდა, ყველამ აღიარა, რომ ულამაზესი ბავშვია. დედას ჰგავს თუ მამას?
– როგორც მეუბნებიან, ნაკვთებით უფრო მე მგავს, მაგრამ მიმიკებითა და გამომეტყველებით მე ლაშას ვამსგავსებ. ხასიათით არცერთს არ გვგავს. მე და ლაშა ჰიპერაქტიურები ვართ და, გვეგონა, რომ ჩვენი შვილი სასწაულად მოუსვენარი იქნებოდა, მაგრამ, პირიქით აღმოჩნდა. სანამ გავიგებდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ლაშამ ერთხელ ქობულეთში „ციცინათელაში“ წამიყვანა და იქ საშინელ „ამერიკულ მთებზე“ ვიჯექი. მერე რომ გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, ძალიან შემეშინდა; ვფიქრობდი, ჩემი შვილი ნამდვილად სპაიდერმენი გამოვა-მეთქი (იცინის). მაგრამ დემეტრე აბსოლუტურად არ ჰგავს გიჟ დედ-მამას, ძალიან მშვიდი ბავშვია.
– მოდელობაზე უარის თქმა მოგიწია თუ ახერხებ ყველაფრის შეთავსებას?
– როცა დემეტრე უფრო პატარა იყო, ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ და მოდელობისთვის თავი არ დამინებებია. ახლა უკვე ლაშა მიწყობს ხელს, რომ ის საქმე ვაკეთო, რომელიც ძალიან მიყვარს. აქამდე „იმიჯ ცენტრის“ მოდელი ვიყავი, მაგრამ წელს „ლუქ მოდელსთან” გავაფორმე კონტრაქტი. ძალიან მინდა, მოღვაწეობა უცხოეთში განვაგრძო. სააგენტოს ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ცქიტიშვილი მპირდება, რომ ხელს შემიწყობს და უახლოეს მომავალში ევროპის რომელიმე ქვეყანაში გამიშვებს.
– ლაშა რას ამბობს ამაზე?
– ცოტა ისეთი რეაქციები აქვს, თითქოს ეჭვიანობს. მაგრამ, მეუბნება, რომ დამეხმარება და ყველანაირად შემიწყობს ხელს. თუ საჭირო იქნება, თვითონაც წამოვა და, თუ ცოტა ხნით დამჭირდება წასვლა, მაშინ მარტოც წავალ. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვექნება.
– თვითონ ისევ ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობს?
– არა, იქიდან წამოვიდა და ახლა თბილისში ეძებს გუნდს, რომელშიც თამაშს განაგრძობს. „შუქურაში“ თამაშისას, ძირითადად, ოჯახისგან შორს უწევდა ყოფნა და ამასთან შეგუება ძალიან რთული იყო. გათხოვებიდან ძალიან მალე დავფეხმძიმდი და, ამ დროს ქმარი რომ მიდის, შენ კი სახლში მარტო რჩები, საშინელებაა. ოჯახის წევრები და მეგობრები გვერდით მყავდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ლაშას, ძირითადად, ტელეფონითა და სკაიპით ვეკონტაქტებოდი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებდა ფსიქიკაზე. თუმცა ეს პერიოდიც როგორღაც გამოვიარეთ. ამდენი ხნის განმავლობაში, ლაშას ბავშვთან ისეთი ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა სულ სახლში რომ ჰყავს, მისი დიდი ხნით დატოვება უჭირს. ამიტომაც შევთანხმდით, რომ თბილისში იპოვიდა გუნდს და კარიერას აქ განაგრძობდა. თვითონაც ძალიან უჭირს ჩვენი დატოვება, უნდა რომ ახლოს იყოს.  
– არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე, როცა ამხელა გამოხმაურებაა თქვენი გარეგნობის გამო?
– შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინ ცოტას ვეჭვიანობდით ერთმანეთზე. ცოტას ფეხმძიმობის პერიოდშიც ვეჭვიანობდი, მაგრამ ახლა უკვე იმდენად ვართ ერთმანეთში დარწმუნებულები, რომ ეჭვიანობითა და მსგავსი პატარ-პატარა სისულელეებით თავს აღარ ვიტენით. გავიზარდეთ, რაღაცეები უკეთ გავითავისეთ, ოჯახი გვაქვს და უკვე სისულელედ მიმაჩნია ეჭვიანობა.
– რამე შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოპულარულები გახდით?
– განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, თუმცა, ძალიან გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ ხალხი ჩვენ მიმართ სითბოს გამოხატავს. ქუჩაშიც რომ გვხვდებიან, ვგრძნობთ, რომ ჩვენი ერთად დანახვა უხარიათ და ძალიან თბილად გვექცევიან. რომ დავქორწინდით, ყველას ძალიან გაუხარდა. მერე, როცა ჩვენი დაშორების ამბავი გაიგეს, მივხვდი, ძალიან ეწყინათ და ახლა შერიგებას ისევ ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა. შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, ჩვენს ქორწინებას რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და მერე დავშორდით, ვამბობდი, გაგვთვალეს, თვალი გვეცა-მეთქი. ეს ყველაფერი ხალხის სალაპარაკო თემად რომ იქცა, ვფიქრობდი, რომ მათი ბრალი იყო ჩვენი დაშორება (იცინის). ახლა ვხედავ, უხარიათ, ისევ ერთად რომ ვართ. თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც ჩვენი შერიგება არ გაუხარდა: წერენ – რატომ შერიგდითო. ეს არც გამკვირვებია, რადგან, შეყვარებულები რომ ვიყავით, იმ პერიოდიდან მოყოლებული გვხვდებოდნენ ასეთი ადამიანები. თუმცა, ვერ ვხვდები, ოჯახის დანგრევა რატომ უხარიათ უფრო მეტად, ვიდრე შერიგება. ასეთი კომენტარები მე და ლაშას გულთან ახლოს არ მიგვაქვს. რას ვიზამთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს.

скачать dle 11.3