კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ურთიერთობა აქვს ნინი სოსელიას საყვარელი მამაკაცის შვილთან და რამ გაუადვილა მას ინტიმური სცენების თამაში

მსახიობი ნინი სოსელია მაყურებელმა პირველად სერიალ „მზარეულებში“ ნახა მიმტანი დარეს როლში, რომელიც საკმაოდ უხეში, ამბიციური და „სტერვა” გოგოა. სინამდვილეში ნინი საკუთარი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდება. ის თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და პროფესიასთან დაკავშირებით, წინ დიდი გეგმები აქვს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, უკვე მესამე წელია, ნინი ყველასთვის კარგად ცნობილ მსახიობ გიორგი კალანდარიშვილზეა შეყვარებული.

 ნინი სოსელია: თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვსწავლობ. სერიალი „მზარეულები“ პირველი დიდი სატელევიზიო პროექტია ჩემთვის. მანამდე პატარა როლები მქონდა შესრულებული, მაგრამ ასეთი არა.
– „მზარეულები“ რუსული სერიალის ანალოგია, რომელშიც მრავლადაა ინტიმური სცენები. როლზე რომ მიიღე შემოთავაზება, ცოტა ხომ არ შეგაშინა იმ აზრმა, რომ მსგავსი სცენების თამაში მოგიწევდა?
– ინტიმური სცენების შესრულება სასიამოვნო არაა და არ გამხარებია, ჩემს პერსონაჟსაც რომ ჰქონდა ასეთი, მაგრამ ჩემი პროფესია ამასაც მოიცავს. როცა მსახიობი ხარ, ეგუები აზრს, რომ პარტნიორისთვის კოცნა და მსგავს სცენებში თამაში მოგიწევს. გადაღებები რომ დაიწყო, თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი. ეს არც ახლაა სასიამოვნო, მაგრამ ესეც ჩემი პროფესიის ნაწილია.
– როგორია შენი პერსონაჟის დახასიათება?
– დარე პრინციპული, სექსუალური, პრეტენზიული, ცოტა „სწერვა” და უხეში გოგოა. მიაჩნია, რომ მიმტანად არ უნდა მუშაობდეს და ამბიციები აქვს. სინამდვილეში მე მასნაირი არ ვარ. ის თავხედია, მე – არა. შეიძლება, ცოტა ვარ (იცინის). მასავით არც უზრდელი ვარ, არც ვბილწსიტყვაობ და „სწერვაც” არ ვარ. დარე ერთი უხეში და თავხედი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უარყოფითი თვისება აქვს, აგრესიას მაინც არ იწვევს.
– გქონია შემთხვევა, როცა ისე ცდილობენ თავი შეგაყვარონ, როგორც ეს სერიალშია?
– რამდენჯერმე ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ის პერიოდი სულ ცუდად მახსენდება. ასეთ დროს თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ნინიც ჰყვარებიათ ვიღაცეებს, ისე, როგორც ჟანს უყვარს დარე, მაგრამ მე დარესავით არ მოვქცეულვარ. ის იყენებს ჟანის სიყვარულს და მე კი პირიქით, როგორც ვთქვი, უხერხულობის გრძნობა მიჩნდება. ნამდვილად არაა სასიამოვნო, როცა ის ადამიანი გიკეთებს რამეს, ვინც არ მოგწონს. თუმცა, უხეშად არას თქმა, ძალიან მიჭირს და ყველანაირად ვცდილობ, სხვანაირად მივახვედრო, რომ მის მიმართ მეც იგივე გრძნობა არ მაქვს.
– შენს შეყვარებულს, მსახიობ გიორგი კალანდარიშვილს ყველა კარგად იცნობს სხვადასხვა სერიალიდან. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– გიორგი მეგობრების წრეში გავიცანი და ყველაფერი იმ საღამოსვე დაიწყო. ერთმანეთი თავიდანვე მოგვეწონა და ჩვენმა ურთიერთობამ სისტემატური სახე მიიღო. ხაზგასმით არც გვითქვამს, როდის გავხდით შეყვარებულები. ყველაფერი თავისით მოხდა და მალე სამი წელი გახდება, რაც ერთად ვართ. ერთმანეთი 21 რიცხვში გავიცანით და მას შემდეგ, ყოველ 21 რიცხვში ვცდილობდით, ეს დღე გაგველამაზებინა, რაც განსაკუთრებით გიორგის გამოსდის კარგად. უცებ ხან ყვავილებით მომაკითხავდა, ხან ბუშტებით, ხან კი წითელი ღვინითა და სანთლებით რომანტიკული ვახშამიც მომიწყო. მაგრამ ახლა ისე გადის 21 რიცხვი, რომ აღარც გვახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ. თუმცა, გიორგის, ზოგადად, ძალიან უყვარს სიურპრიზების მოწყობა. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე ყველა ჩემი მეგობარი თავის მეგობრის სახლში შეკრიბა და იქაურობა ულამაზესი დეკორაციებით გააფორმა. რომ დაღამდა, იქ ჩემმა დაქალმა ამიყვანა და მეც ისე მოვიქეცი, თითქოს არაფერი ვიცოდი ამ სიურპრიზის შესახებ. არადა, ყველაფერი ვიცოდი და ეს უკვე გიორგიმაც იცის (იცინის).  
– პირველი დასამახსოვრებელი სიურპრიზი რა იყო მისგან?
– ერთხელ მკითხრა, რომელია შენი საყვარელი ყვავილიო. იასამანი-მეთქი და მეორე დღეს იმდენი იასამანი მომიტანა, სახლში აღარ მეტეოდა და მეზობლებს ვურიგებდი (იცინის).
– შენ არ უწყობ სიურპრიზებს?
– ჯერ ჩემი დაბადების დღეა და სამი დღის შემდეგ – მისი.  ერთხელ მისი საყვარელი საჭმელი ვიყიდე და ულამაზეს გარემოში რომანტიკული პიკნიკი მოვუწყვე მთაწმინდაზე. მაგრამ, სანამ ამოვიდოდა, ვიჩხუბეთ და ჩემი სიურპრიზიც ჩაიშალა. მე რაღაც არ გამომდის მსგავსი რამეების გაკეთება. არ არსებობს დავგეგმო და ხელი რამემ არ შემიშალოს. ეს კი გიორგის ძალიან სწყინს, რადგან გიჟდება ექსპრომტად მოწყობილ სიტუაციებზე. თუმცა, ერთხელ მეც შევძელი – მაშინაც მისი დაბადების დღე იყო. ნარიყალაზე, ულამაზეს კაფეში მივიყვანე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. სანთლებით რომანტიკული გარემო მოვუწყვე, მერე ტორტიც შემოვუტანე და ვუმღერე. ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა და გიორგი უბედნიერესი იყო. თუმცა, ასე ხშირად არ გამომდის, რის გამოც მსაყვედურობს.
– გიორგი დიდი ხანია, პოპულარულია და არც თაყვანისმცემლებს უჩივის. არ ეჭვიანობ მასზე?
– თავიდან საერთოდ არ ვეჭვიანობდი. როცა ადამიანისგან მაქსიმალურს გრძნობ და მასში დარწმუნებული ხარ, არ ეჭვიანობ. მერე, რაღაცეების გამო, ცოტა ეჭვიანი გავხდი (იცინის). მაგრამ, ახლა ისევ ძველ პოზიციას დავუბრუნდი და არ ვეჭვიანობ, რადგან მასში დარწმუნებული ვარ. ზოგადად, არ მიყვარს ეჭვიანობა.
– გიორგი რას ამბობს სერიალის სცენებზე?
– გიორგი საკმაოდ ეჭვიანია. სერიალის სცენები არ სიამოვნებს, მაგრამ თვითონაც მსახიობია, ყველაფერი ესმის და ამიტომ, არ ეჭვიანობს. თუმცა, არ გახარებია მასში მონაწილეობის მიღება რომ გადავწყვიტე. საერთოდ, არც უნდა, რომ მსახიობი ვიყო. მაგრამ იცის, რომ ეს პროფესია ძალიან მიყვარს და ამიტომ, არაფერს მეუბნება. ჩემს სერიალს დიდად არც უყურებს, თუმცა სერიალის მიღმაც აქვს ეჭვიანობის მომენტები. ერთხელ სპექტაკლზე სკოლის მოსწავლემ ყვავილები მაჩუქა. ფოტო გადავუღე, „ფეისბუქზე“ დავდე და დავწერე – „ჩემი პირველი ყვავილები სპექტაკლზე“... ცოტა ხანში მირეკავს, ვინ გაჩუქა ყვავილებიო. ვერ დავაჯერე, რომ ეს საჩუქარი ბავშვისგან იყო (იცინის). თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უხარია, როცა ჩემი როლის გამო მცნობენ. სწავლის პროცესშიც ძალიან მგულშემატკივრობს და მეხმარება.
– გიორგის შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– გიორგის შვილი – თორნიკე უკვე შვიდი წლისაა. ვიცნობ და ძალიან მიყვარს. ერთად დავდივართ კინოში, სასეირნოდ, გასართობად და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– შენ და გიორგის რა გეგმები გაქვთ, ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– ზოგადად, ვაპირებთ, მაგრამ ახლო მომავალში მაგაზე არ ვფიქრობთ. ჯერ მინდა, თეატრალური დავამთავრო და ცოტა ხნით უცხოეთში წავიდე სამსახიობო კურსების გასავლელად. ამ საკითხს გიორგი რთულად უყურებს. არ უნდა იმის გაგება, რომ წასვლა მინდა. ამასაც რომ წაიკითხავს, ძალიან გაბრაზდება, ეს რომ ვთქვი.
– როგორც მსახიობებს, საერთო გეგმები ხომ არ გაქვთ?
– არა, გიორგის ცოტა სხვა გეგმები აქვს. თუ შემოთავაზება ექნება რამე როლზე, დათანხმდება, მაგრამ ისე, უფრო ბიზნესის კუთხთით აპირებს განვითარებას. ცოტა ხნის წინ ბარი გახსნა და მასზეა აქცენტირებული.

скачать dle 11.3