კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა ნათესავი ქალი ბრმა დედამთილის გვერდით გააუპატიურა

35 წლის მანუჩარ ლ-ძე წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი.  ორი სასჯელი მას ქურდობის, ერთი კი ავტროსატრანსპორტო საშუალების გატაცებისთვის ჰქონდა მოხდილი, თუმცა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული,  ციხეს ვერც  მეოთხედ გადაურჩა – ამჯერად ის  გისოსებს მიღმა  უფრო მძიმე ბრალდებით  მოხვდა.
სახისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით მანუჩარ ლ-ძე საავადმყოფოში  საკუთარი ფეხით მივიდა. მან განაცხადა, რომ   მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ქუჩაში მიმავალმა, ღამით ვერ შენიშნა რკინის წვეტიანი ნაჭერი და შემთხვევით მასზე დაეცა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. დაზარალებულ  მანუჩარ ლ-ძის განმარტებით,  ზუსტად  არც ის ადგილი   ახსოვდა,  სადაც დაეცა და არც ის, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხვდა ის შემთხვევის ადგილიდან  ჯერ სახლში, შემდეგ კი საავადმყოფოში.  სამედიცინო ექსპერტიზამდე,  ჭრილოებების   გარეგნული დათვალიერებითაც კი ნათელი იყო, რომ ყოფილ პატიმარს სახესა და თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნის დარტყმით უნდა მიეღო, მაგრამ ეს არ იყო თვითდაზიანება. მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის  საეჭვო  გახდა დაზიანებების წარმომავლობა,  საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცველებიც.  ახალგაზრდა მამაკაცი ჯიუტად ამტკიცებდა  იმ  ვერსიას, რომლითაც მან დასახმარებლად ექიმებს მიმართა.            
ამ ფაქტიდან 24 საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებას მიმართა კიდევ ერთმა დაზარალებულმა –  ახალგაზრდა ქვრივმა ქალბატონმა, რომელმაც პოლიციაში მიიტანა ძველისძველი ხანჯალი და განაცხადა, რომ  სწორედ  მან მიაყენა დაზიანებები თავის ნათესავსა და  ძმისშვილის ნათლიას, მანუჩარ ლ-ძეს.  26 წლის შორენა მ-შვილის ჩვენების მიხედვით, მანუჩარ ლ-ძე  ბოლო ერთი თვის განმვლობაში ქალზე სექსუალურ ძალადობას საკმაოდ ხშირად მიმართავდა, ანუ შორენა მ-შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.  სამართალდამცველებმა დაკითხეს მანუჩარ ლ-ძე, რომელმაც უარყო  დაზარალებულთან კავშირი და განმარტა, რომ, გარდა შორენა მ-შვილთან ნათესაური კავშირისა, ის მისი გარდაცვლილი ქმრის თანაკლასელიც იყო და ასეთი ურთიერთობა არ ექნებოდა. უფრო მეტიც, მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ქალი თვითონ იყო დაინტერესებული მასთან ინტიმური სიახლოვით და, ამას რომ ვერ მიაღწია, ასეთ ხმებს იმიტომ უვრცელებდა. მანუჩარ ლ-ძისა და შორენა მ-შვილის საერთო ნაცნობისა და მათი მეზობლების დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფელში ორივე გამოირჩეოდა საეჭვო რეპუტაციითა და უცნაურობებით:  მანუჩარ ლ-ძე გაუთავებელი შეხლა-შემოხლითა და ანგარიშსწორებებით იყო ცნობილი; იმავეს ამბობდნენ შორენა მ-შვილზეც, რომელიც, სოფელში დედამთილთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ძმასთანაც, რომელიც სოფელში გავრცელებული ხმების გამო, დას ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ  ელაპარაკებოდა.
გამოძიების მასალების მიხედვით,  ქალს ცემისა და  სექსუალური ძალადობის კვალი მთელ ტანზე აღენიშნებოდა, რაც  დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზით.  გამოძიებამ შორენა  მ-შვილი დაზარალებულად ცნო. მას სახესა და ტანზე სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ჰქონდა.  გამოძიებამ დაკითხა შორენა მ-შვილის ბიძაშვილი ქალი, რომელმაც დაადასტურა, რომ ინციდენტის თვითმხილველი გახდა.  როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  შორენა მ-შვილს ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ახალგაზრდა  ქალმა, რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა გასაზრდელი, ვაჭრობა დაიწყო და სოფელში, კარდაკარ დაჰქონდა ლილოს ბაზრობაზე შეძენილი ტანსაცმელი. დაზარალებულის განცხადებით, მანუჩარ ლ-ძემ  ის პირველად საკუთარ სახლში გააუპატიურა, მეორედ კი – ქალის სახლში, დედამთილის თანდასწრებით. „ჩემი დედამთილი დიაბეტით არის ავად და მხედველობა დაკარგა. მან ყველაფერი გაიგო, მაგრამ ლოგინად ჩავარდილს ჩემთვის როგორ უნდა ეშველა“, – განაცხადა შორენა მ-შვილმა სამართალდამცველებთან.
გამოძიებას ჩვენება მისცა შორენა მ-შვილის ნათესავმაც, რომელმაც პირველივე დღიდან იცოდა, თუ რა მოხდა შორენასა და მანუჩარს  შორის. როგორც სამართალდამცველებთან განაცხადა, მან ბიძაშვილს ურჩია, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა, მაგრამ ქალი ამ ამბის გახმაურებას მოერიდა.  ამას ერთი თვის განმავლობაში მოჰყვა გაუპატიურების მესამე შემთხვევაც,  რომლის თვითმხილველი მაკა ბ-ძეც გახდა: „იმ დღეს შორენასთან შემთხვევით მივედი. ახალი შეღამებული იყო. შორენა მარტო იყო თავის ოთახში და ტიროდა, ტანსაცმელი კი სულ შემოხეული ჰქონდა. როცა ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მითხრა, მთვრალი მანუჩარი მომადგა, ჯერ  მცემა და მერე გამაუპატიურაო. მეორე ოთახიდან შორენას დედამთილმა დამიძახა: შვილო, შენ მაინც წაიყვანე შორენა მილიციაში, ეს როდემდე უნდა გაგრძელდესო. მეც ვურჩიე, რომ მომხდარზე პოლიცია ჩაეყენებინა საქმის კურსში. შორენამ ჯერ იუარა, მერე კი დამთანხმდა. მე მხოლოდ მეორე დღეს შევძელი შორენას წაყვანა  პოლიციაში. მანამდე კი გავიგეთ, რომ მანუჩარის დედა მთელ სოფელს უყვებოდა: მთვრალი მანუჩარი ნაკვეთში  სარზე წამოეგოო.” 
დაზარალებულ  შორენა მ-შვილის განცხადებით, ინციდენტის დღეს მთვრალი მანუჩარი მას სახლში მიადგა. „ბავშვი მეზობელთან იყო, სახლში მხოლოდ მე და ჩემი ავადმყოფი დედამთილი ვიყავით. მანუჩარმა მთხოვა სექსუალური კავშირის დამყარება. როცა გავუძალიანდი, ტანსაცმელი შემომახია და ცემა დამიწყო, მერე კი ძალა იხმარა. ისეთი მთვრალი იყო, ცოტა ხანში იქვე, ჩემს ტახტზე მიწვა და მიეძინა.  გამწარებულმა ხალიჩიდან ხანჯალი ჩამოვხსენი, ჯერ სახეზე დავუსვი ჩაძინებულ მანუჩარს, შემდეგ კი თავში ჩავარტყი მთელი ძალით. თავგადაჩეხილი მანუჩარი გამწარებული წამოხტა და გაიქცა, თუმცა წასვლისას დამემუქრა, ჩემი ხელით გამოგჭრი ყელსო”. შორენა მ-შვილის ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა მანუჩარ ლ-ძე დააკავეს.  ის დიდხანს უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც გამოძიებას მის წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული, იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. მან ისიც განმარტა, თუ რატომ  გახდა მისი მსხვერპლი მაინცდამაინც  ნათესავი ქალი: თავიდან თვითონ მეპრანჭებოდა, ერთხელ ისიც კი მითხრა, თუ ცოლობას  მთხოვ, გამოგყვებიო. ჯერ თვითონ მაგულიანებდა, მერე კი უარი მითხრა და ეს ვერ  შევარჩინეო, – განაცხადა დანაშაულში ეჭვმიტანილმა.   დანაშაულის იარაღზე, ძველისძველ ხანჯალზე დარჩენილი ლაქა, როგორც  ექსპერტიზით დადგინდა, მანუჩარ ლ-ძის სისხლის კვალი იყო. სასამართლომ მანუჩარ  ლ-ძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3