კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ყველაფერში მშობლებს ვამტყუნებ
ზოგს ისეთი ბედი აქვს – ბავშვობიდან მოხუცებულობამდე ყველაფერში უმართლებს, მშობლებით დაწყებული, პირადი ცხოვრებით დამთავრებული. ზოგიერთს – პირიქით: არაფერში არ ემართება ხელი, არც მატერიალური თვალსაზრისით, არც სიყვარულში, არც მეგობრებში, არც კარიერაში. პირადად მე, ჩემი ცხოვრების განმავლობაში იაღბლიანობაც ხშირად მქონია და უიღბლობაც.
სიმართლე გითხრათ, ხშირად მიფიქრია, რა არის ქალის ცხოვრებაში უმთავრესი – მშობლები, ქონება, წრე, კარიერა, გარეგნობა თუ სიყვარული. ასაკიდან გამომდინარე, ხან ერთი მეგონა მთავარი, ხან მეორე და ხან მეათე; ცოტა რომ წამოვიზარდე, ვფიქრობდი, რომ სიყვარული იყო მთავარი; კიდევ უფრო რომ მომემატა ასაკი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გადაბმულია ერთმანეთზე და ერთ-ერთი რგოლის ამოგდებაც კი მთლიანად დაშლის ჯაჭვს, ამიტომ თითოეული მათგანი პატარ-პატარა დოზით მაინც არის აუცილებელი. ახლა კი, როცა უკვე 40 წელს მივუკაკუნე და უკან მოხედვისას ვერავის ვეღარ ვხედავ, გარდა ორი თინეიჯერი შვილისა (რომლებსაც აბსოლუტურად გაურკვეველი მომავალი აქვთ „ძვირფასი“ მამის წყალობით) და ოროთახიანი ბინისა (ლოჯიით), რომელშიც ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი შვილები, დედამთილი და ორი მაზლი (ერთი უცოლო, მეორე – ცოლთან გაყრილი) ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფერს ერთად ბედი და იღბალი ჰქვია, რაც მე არ დამყოლია. ერთი მითხარით, რისი იმედი უნდა მქონდეს? დედამთილი ავადმყოფი ქალია და თუ არ წევს, მთელი დღე სავარძელში ზის და ტელევიზორს უყურებს. სიარული უჭირს და სახლის საქმეებში დახმარება კი არა, იქით სჭირდება დამხმარე და მომვლელი. ცოლგანაშვები მაზლი უმუშევარია და ამხალა კაცი მთელი დღე სახლის წინ დგას ბირჟაზე, ახლა ოჯახში მხოლოდ მე და ჩემი უცოლო მაზლი ვმუშაობთ. მართალია, ძალიან გვეხმარება, მაგრამ ბავშვებს მაინც ბევრი რამ აკლიათ. არადა, ამ ჩემმა მაზლმაც რა ქნას. გარდა იმისა, რომ დედას პატრონობს (რომელსაც ათასი რამ სჭირდება), გადასახადებსაც იხდის, ძმასაც არჩენს, ხშირად ძმისშვილებსაც უგზავნის ფულს და ჩემს შვილებსაც ბევრ რამეს უკეთებს, მაგრამ ერთი კაცი განა რამდენს უნდა გაწვდეს! ბოლოს და ბოლოს, თვითონაც ახალგაზრდა კაცია, სხვა თუ არაფერი, თვეში ერთხელ მაინც ხომ უნდა წავიდეს ქალებში; ან, იქნებ სულაც შეყვარებული ჰყავს?! მოელედ, ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი გადამკიდე და განსაკუთრებით მეცოდება, რადგან ჩვენს ოჯახში ყველაზე კარგი ადამიანი ისაა და, უფლება არ აქვს, თავის ცხოვრებას მიხედოს. რაც შეეხება ჩემს ნაძირალა ქმარს, სახლიდან წავიდა ვიღაც ქუჩის ქალის გამო და რადგან არც იმ პუტანკას დედამ შეუშვა სახლში ძვირფასი „ქალ-სიძე“, იძულებულები იყვნენ, ნაქირავებში ეცხოვრათ. მაგრამ, როგორც გავიგე, ბინის პატრონმა სახლიდან გამოყარა, რადგან, გარდა იმისა, რომ ქირას ვეღარ უხდიდნენ, თურმე სახლშივე ხარშავდნენ წამალს და ერთად კაიფობდნენ. იქიდან გამოყრის შემდეგ ვერავის რომ შეეკედლნენ, ამ იდიოტმა ჩემმა ქმარმა სახლში დარეკა და თავის უცოლო ძმას უთხრა, მეც ხომ მეკუთვნის წილი მაგ ბინიდან, ჰოდა, ლოჯია დამიცალეთ, მე და ჩემი შეყვარებული მანდ გადმოვდივართ საცხოვრებლადო. არ გამიგონია, მაგრამ წარმომიდგენია, რა პასუხი გასცა ძმამ, რადგან იმის შემდეგ აღარც დაურეკავს და აღარც გამოჩენილა. თუმცა მაინც სულ დაძაბული ვარ, რადგან ასეთი ბედ-იღბალი მარგუნა განგებამ – ასეთი არარაობა შემახვედრა და სწორედ ამის გამოა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორი მომავალი ექნებათ ჩემს შვილებს. ამ ყველაფერში კი ჩემს მშობლებს ვამტყუნებ, მაშინვე რომ არ წამიყვანეს ამ ნაძირალისგან, როგორც კი მისი არაკაცობა შეიტყვეს.
თათია, 40 წლის.

скачать dle 11.3