კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯაშიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჯაშა.
სოფელ მუხათში გვხვდება აგრეთვე ქალის მეტსახელი – ჯაშია.
1698-1712 წლების ვენახის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.
1873 წლის კამერული აღწერით მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.
საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.
ძულიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ძულია.
1873 წლის აღწერით, ბორბალოში მოიხსენიებიან მათე და გიორგი ძულიაშვილები.
საქართველოში 695 ძულიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 199, თბილისში – 142, თელავში – 56. არიან სხვაგანაც.
გერმანოზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – გერმანოზი, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ღვიძლ ძმას ნიშნავს.
„გერმანოზ გერმანოზიშვილ-ბარათაშვილი შვილებთან ერთად ყიდულობს სავენახე ადგილს მცხოვრეთში“, – ასე წერია ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში.
ღოუბანში მცხოვრები ნინია გერმანოზიშვილი 1818 წელს ნათლავს ვაჟს.
მარაბდაში მცხოვრებმა ზაალ გერმანოზიშვილმა სოფელ კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 1826 წელს მღვდელ აბრამ ხუროშვილს მოანათვლინა ქალიშვილი, რომელსაც სახელად პულღერია დაარქვა.
საქართველოში 143 გერმანოზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 92, გორში – 30, თერჯოლაში – 7. არიან სხვაგანაც.
აბრამიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – აბრამი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა.
1886 წელს ივანე გაბრიელის ძე აბრამიძე თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მანაკიდან სხვაგან გადასახლებულა, რასაც მოწმობს ერთ-ერთი ისტორიული საბუთი.
საქართველოში 1 185 აბრამიძე ცხოვრობს: ვანში – 476, თბილისში – 261, ქუთაისში – 120. არიან სხვაგანაც.
დალაქიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – დალაქი.
სოლომონ და დავით მეფეებს შორის 1789 წელს სამდურავი ჩამოვარდა. მიზეზი ის გახდა, რომ სოლომონმა კლდიდან გადმოაგდო და მოკლა ბუჭუა მასხარაშვილი, მეფე დავითის საყვარელი ყმა. „აღვიდა დავით ახალციხეს და შემოიკრიბა ლევანი და, ჩამოსულისა იმერეთს, მიერთვნენ მიერნიცა. ამჟამს ვაკელმან დალაქიშვილმან დასცა ბუკსა ამბოხისასა და აღადგინა შფოთი დიდ იმერეთს, რომელ არა დალაქიშვილსა ეპყრა მხარე მეფის დავითისა, სძლო მეფესა სოლომონს და დაიპყრა იმერეთი 1790 წელსა“.
თავად მაიორ ლუარსაბ ორბელიანის მამულში, სოფელ კოდაში, მოიხსენიება გლახა დალაქიშვილი.
1874 წელს დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ივანე დალაქიშვილი და ალექსა დალაქიშვილი.
რაჭაში მცხოვრები დალაქიშვილები კი აზნაურები იყვნენ.
საქართველოში 2 904 დალაქიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 929, თეთრი წყაროში – 341, მცხეთაში – 322. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3