კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისწერა განაწყენებულმა სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრუმენს

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო და მისი წყობიდან გამოიყვანა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა, საბჭოთა ბელადიც კარგავდა ხოლმე მოთმინებას და უკიდურეს აგრესიას ამჟღავნებდა. ისტორიკოსი კოლესნიკოვი წერს: „იოსებ სტალინის მითითებით, მოლოტოვის უწყებაში, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შექმნილი იყო სპეციალური განყოფილება, სადაც მსოფლიო პრესაში სტალინზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს თარგმნიდნენ რუსულ ენაზე და ბელადს უგზავნიდნენ. როცა მათ სტალინი ეცნობოდა, ის მინისტრ მოლოტოვს პირადად აძლევდა მითითებებს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოეხდინა მის უწყებას ამა თუ იმ პუბლიკაციაზე.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის მცირეხნიანი „დათბობის“ პერიოდი დასრულდა, დასავლეთის პრესამ ანტისტალინური კამპანია გააჩაღა, მისი დისკრედიტაციის მიზნით. ამ პუბლიკაციებში ბელადი წარმოდგენილი იყო, როგორც გვამებზე მოსიარულე საშინელი ურჩხული, რომელიც მსოფლიოს დაპყრობასა და ადამიანების დამონებას ცდილობდა. ყოველი ასეთი პუბლიკაცია მთავრდებოდა სტალინის განადგურებისა და დაჩაგრული ადამიანების გათავისუფლების მითითებით... სტალინს, რა თქმა უნდა, კარგად ესმოდა პროპაგანდისტული ენა და მაინცდამაინც მწვავე რეაქცია არ ჰქონდა მსგავს ინსინუაციებზე. თუმცა, ზოგიერთი პუბლიკაცია უკიდურესად აღიზიანებდა და ძალიან მწვავე რეაქციასაც ამჟღავნებდა.
ერთხელ, ერთმა ძალიან ცნობილმა ნახევრად პორნომიმართულების ამერიკულმა ჟურნალმა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატია გამოაქვეყნა სტალინზე. პუბლიკაციაში საბჭოთა ბელადი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანად იყო წარმოდგენილი, რომელიც საკუთარი ნაკლის დასაფარად მთელ ხალხებს ანადგურებდა და ასე იკმაყოფილებდა ვნებებს... სტატიას ფერადი კარიკატურაც ერთვოდა თან. ამ კარიკატურაზე სტალინი ტყავის სადომაზოხისტურ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელსაც კავკასიური ჩოხის ფორმა ჰქონდა. თავზე ფაფახი ეხურა. ხელში უზარმაზარი მათრახი ეკავა. მამალ ცხენს მიაჭენებდა შიშველი ადამიანების გვამებზე და სისხლიანი სახით, კბილებდაკრეჭილი უტყლაშუნებდა მათ მათრახს... პუბლიკაცია მთავრდებოდა ფსიქოლოგიის პროფესორის კომენტარით, რომელსაც სტალინი ფსიქოსექსოპათოლოგად ჰყავდა მოხსენიებული და რეკომენდაციას იძლეოდა, საბჭოთა ბელადი სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ კლინიკაში იზოლაციაში გამოემწყვდიათ და პროფესორ-ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ ჰყოლოდათ. ჟურნალისტი, ვინც ეს სტატია დაწერა, გვარად ბერბიკი იყო. კარიკატურის ავტორი – კარიკატურისტი ბორნი; ხოლო ფსიქოლოგიის პროფესორი კი – გვარად ჰანცი. ცნობილი ამერიკული ჟურნალი იმ პერიოდში უკვე ვრცელდებოდა ევროპაში, მათ შორის, საბჭოთა ბლოკის ქვეყნებშიც, ადგილობრივ ენებზე. ამ პროექტის ავტორთა მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ის იყო, რომ სტალინის დისკრედიტაცია, უპირველესად, ამ ქვეყნებში მოეხდინათ და ადამიანებისთვის ჩაენერგათ, თუ რა უზნეო, ფსიქოპატი და ნაკლოვანი გახლდათ სტალინი. ჟურნალის ეს ნომერი ამ გამოცემის ისტორიაში ყველაზე დიდი ტირაჟით გაიყიდა და სამჯერ დაბეჭდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ გაბედა ამ პუბლიკაციის სტალინისთვის ჩვენება. მართალია, სტატია უკვე გადათარგმნილი იყო, მაგრამ მისი ასლი მინისტრ მოლოტოვის სეიფში იდო. ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი (მოლოტოვი) ვერ ბედავდა მის სტალინთან მიტანას... მოგვიანებით, მოლოტოვი იხსენებდა: „როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამ საზიზღრობის დაბეჭდვიდან სამი წლის შემდეგ ამ ჟურნალის რუსული ვარიანტი, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები რუსული „თეთრი ემიგრაციისთვის“ იყო განკუთვნილი, სტალინს მიუტანეს. რუსული ნომერი საფრანგეთში მომუშავე საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტურამ მოიპოვა და მოსკოვში გადმოგზავნა. ბერიამ კი ის სტალინს მიუტანა...
ჩემს კაბინეტში ვიჯექი და სწორედ ამ პუბლიკაციაზე ვფიქრობდი, როდესაც პირადად სტალინმა დამირეკა და მშვიდი ხმით კრემლში გამომიძახა. მე ეჭვიც არ შემპარვია, რომ სტალინი ყველაფრის საქმის კურსში იყო და მასთან გავემართე. ნახევარი საათის შემდეგ, როცა მის კაბინეტში შევედი, ბერიაც იქ იმყოფებოდა. ის უხმოდ იჯდა სკამზე და მწველი მზერით მათვალიერებდა. სტალინს დაჯდომა არ შემოუთავაზებია. კოპებშეკრულმა შემათვალიერა და მითხრა:
– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ჟურნალებს თუ კითხულობ?
მე ყველაფერს მივხვდი და მთელ სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა. თუმცა, თავი მოვთოკე და რაც შემეძლო, მშვიდად მივუგე:
– დიახ, ამხანაგო სტალინ, ვკითხულობ.
სტალინიც მიხვდა, რომ მივხვდი ჩემი გამოძახების მიზეზს. კოპებშეკრულმა ისეთი მზერა მესროლა, თვალი ვერ გავუსწორე. მან კი ჟურნალი წინ დამიგდო და მითხრა:
– ალბათ, უკვე გაეცანი ამ საზიზღრობას?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – მივუგე მე.
– რატომ არ მომახსენე?
– ვერ გავბედე თქვენთვის ამ საზიზღრობის ჩვენება, – სიმართლე ვუთხარი სტალინს.
– რა ღონისძიება ჩაატარე ამის საწინააღმდეგოდ? – მკითხა სტალინმა, რითაც ჩიხში მომამწყვდია და იმ მომენტში გავიფიქრე, რომ ჩემი არამც თუ კარიერა, სიცოცხლეც კი დასრულებული იყო. მეგონა, სტალინი საშინელ რისხვას დამატეხდა და ბერიას ჩემს დაპატიმრებას დაავალებდა. მან კი მშვიდად მითხრა:
– მე მესმის შენი. გამოუვალ მდგომარეობაში იყავი, მაგრამ ჩემთვის მაინც არ უნდა დაგემალა. ახლა კი ასე მოვიქცეთ, – სტალინმა პირადი წერილი გადმომცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელზე და დაამატა, – ეს წერილი პირადად ჰარი ტრუმენისთვისაა განკუთვნილი. შენ ახლა შენს უწყებაში დაბრუნდი. ამერიკის ელჩი ყურით მიათრიე იქ და ეს წერილი გადაეცი. თან, უთხარი, რომ წერილი ხვალვე ტრუმენის მაგიდაზე იდოს. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ, – ვუპასუხე იმით გახარებულმა, ასე იოლად რომ გადავურჩი მის რისხვას და ვკითხე:
– მეტი არაფერი?
სტალინმა ბერიას შეხედა და თქვა:
– შენ მხოლოდ ეს გევალება. დანარჩენს კი კომპეტენტური ორგანოები მიხედავენ...
მე სასწრაფოდ შევასრულე სტალინის ბრძანება და ტრუმენისადმი განკუთვნილი დალუქული კონვერტი ამერიკის ელჩს გადავეცი. თუმცა, დღემდე არ ვიცი, შიგ რა ეწერა, რადგან წერილის გახსნის უფლება არ მქონდა...“
წერილის შინაარსი არც ამერიკულ მხარეს გაუსაჯაროებია და ის, ალბათ, დღემდე ამერიკის სპეცარქივებში ინახება. თუმცა, ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში, სადაც ცილისმწამებლური ჟურნალის რედაქცია მდებარეობდა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში განთავსებული მისი ფილიალები პირწმინდად დაიწვა და დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეს. ევროპის სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში კი ამ ჟურნალის გამოცემა აიკრძალა. სპეცსამსახურებმა კი თითქმის სრულად მოახერხეს იმ ნომრის მოსახლეობიდან ამოღება და განადგურება პროსაბჭოთა ქვეყნებში. ჟურნალისტი ბერბიკი, კარიკატურისტი ბორნი და ფსიქოლოგიის პროფესორი ჰანცი კი, მოულოდნელად გაქრნენ... მხოლოდ სტალინის გარდაცვალებიდან დიდი ხნის მერე გაირკვა, რომ სამივენი ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალნენ, რაც საბჭოთა დაზვერვის ძალისხმევის შედეგი იყო. ნიშანდობლივია ის, რომ ამის შემდეგ არც იმ ჟურნალს და არც მსოფლიოს სხვა გამოცემას ბელადის სიცოცხლეში მსგავსი სისაძაგლე აღარ დაუბეჭდავს“.

скачать dle 11.3