კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩავიტაროთ გრიპისა და გაციების პროფილაქტიკური პროცედურები სახლის პირობებში


ახლა ის პერიოდია, როცა ერთიორად იმატებს გაციებისა და ინფექციათა გადადების რისკი. ამიტომ აუცილებელია, ქუჩიდან სახლში მისულმა, ერთგვარი პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. შინ მისვლისას ცხვირის ნესტოები გამოირეცხეთ მარილისა და ლიმონის წყალხსნარით: ნახევარი ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში; ან, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. პროცედურა არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან ეფექტურია.
ასევე, ძილის წინ მიირთვით ინფექციის საწინააღმდეგო ჩაი, რომელიც შემდეგი წესით უნდა მოამზადოთ:
*შავი მოცხარის, პიტნისა და ცაცხვის ფოთლების 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით პატარა ყლუპებით. შეგიძლიათ, 1 ჩაის კოვზი თაფლი მიაყოლოთ.
ხალხურ მედიცინაში ბევრი რეცეპტი არსებობს ამა თუ იმ დაავადებისგან სწრაფად განსაკურნავად. მაგალითად:
გრიპის დროს 2 სადილის კოვზ მაყვლის გამხმარ და დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული  წყალი. რომ  გაცივდება, გადაწურეთ და ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, პატარა ჭიქით, ჭამის დროს.
თუ სიცხემ აგიწიათ, 2 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, აადუღეთ, გააცივეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 6-ჯერ. ეს ნაყენი, ასევე, ძალიან ეფექტურია საშარდე გზების ანთების დროსაც.
ძლიერი ხველის დროს, 2 ცალი საშუალო ზომის შავი ბოლოკი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეურიეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და გააჩერეთ დაახლოებით 3 საათი. შემდეგ გაწურეთ და წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ, სადილის კოვზით.

სწორი კვება და მეხსიერების ვარჯიში ნებისმიერ ასაკში აუცილებელია
ახალგაზრდა ორგანიზმისთვის აუცილებელია თხილეული და სუბტროპიკული ხილი. 40-45 წლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები: სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და სხვა. ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას; სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.
დღეში თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს ისეთ დაავადებათა რისკისგან, როგორიცაა, მაგალითად, წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, ძუძუს კიბო. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ასევე აუცილებელია ძილის წინ საწოლი ოთახის განიავება.
თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ – იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს, შეისწავლით უცხო ენებს, – არასდროს შეგაწუხებთ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები. მეხსიერების გაუარესებას დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს. თუ მეხსიერების გაუარესება გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით, ინტოქსიკაციებითა და ასე შემდეგ, მაშინ, შესაბამისი გამოკვლევა და სწორი მკურნალობა გჭირდებათ. მაგრამ, თუ ის გამოწვეულია დაღლილობით, ქრონიკული სტრესით, მაშინ თავადაც შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი, კერძოდ, აუცილებელია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან ტვინის სისხლძარღვებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ჟანგბადი ესაჭიროება. დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში – ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შეამცირეთ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის სმა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეხსიერება პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ძილთან. ამიტომ, აუცილებელია გამოძინება,  ანუ, უნდა გეძინოთ დღე-ღამეში არაუმცირეს რვა საათისა და, ამასთან  მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ამისთვის, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობა და ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან უნდა დაამყაროთ, რომლებიც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებენ.
ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების გაუარესებას იწვევს დიეტები. ამ დროს საკვები რაციონიდან საერთოდ იღებენ გლუკოზას, არადა, ეს უკანასკნელი გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებაა. ხშირად მიირთვით თევზი, თხილი, მზესუმზირა, მცენარეული ცხიმები, ხორცი, ბანანი, ზღვის პროდუქტები, ფაფები, მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას.

ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაარკვიეთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა
თუ ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად სპორტის რომელიმე სახეობაში ვარჯიში არ შეიძლება. ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. სწორად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის მისაღები ვარჯიშის სახეობა, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
კუნთებს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით ვერ გაიმაგრებთ, საჭიროა ცილებით მდიდარი საკვების მიღებაც. ვინც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, მას პირადმა მწვრთნელმა უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური დიეტა. ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის შედეგებიც.
აერობიკის დროს ძირითადი დატვირთვა მსხვილ კუნთებსა და მყესებზე მოდის. 40-45 წლის შემდეგ, აერობიკით აქტიური გატაცება რეკომენდებული არ არის. ამ შემთხვევაში მსუბუქი ვარჯიშით უნდა შემოიფარგლოთ და დატვირთვა თანდათან გაზარდოთ. თუ აერობიკის ვარჯიშების შესრულებას წონაში დაკლების მიზნით იწყებთ, არაფერი მიირთვათ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში. სასურველ შედეგს კვირაში სამჯერადი ვარჯიშით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიაღწევთ. აერობიკას თავი უნდა აარიდოთ, თუ ხართ ორსულად, გაწუხებთ ოსტეოქონდროზი ან ოსტეოპოროზი.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შეიპინგი არ არის სასურველი. მართალია, ვარჯიშის დროს სიმსუქნე ქრება, მაგრამ, როგორც კი მოზარდი თავს დაანებებს შეიპინგს, ზუსტად იმ ადგილებში გასუქდება, რომლის გახდომაც უნდოდა. 50 წლის ასაკის შემდეგ კი შეიპინგი ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ვინც შეიპინგს მისდევს, მათთვის არ არის რეკომენდებული ვარჯიშამდე 5 საათით ადრე და ასევე 5 საათის შემდეგ  მიიღონ ცხოველური ცილები. აგრეთვე, არაფერი არ უნდა ჭამოთ შეიპინგამდე ორი საათით ადრე. სასურველი შედეგის მისაღწევად კი დაახლოებით სამიდან ხუთ თვემდე დაგჭირდებათ. შეიპინგის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გამოიკვლიეთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
ტრენაჟორებით შეგიძლიათ, სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ავარჯიშოთ და გაწვრთნათ. 15 წლამდე ასაკში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის სასურველი.
ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ბევრი უჩივის კუნთების ტკივილს, რაც ბუნებრივი მოვლენაა და არ არის საშიში. თუმცა, ზოგჯერ ასეთი ტკივილი რომელიმე პათოლოგიურ პროცესსაც ახლავს თან.
ბუნებრივი ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა ვარჯიშს ამძიმებთ და დიდ დატვირთვას აძლევთ კუნთებს. ამ დროს კუნთებში გროვდება დიდი რაოდენობით რძემჟავა, რომელიც იწვევს ტკივილს, თუმცა, ეს სრულებით უსაფრთხოა.
ტკივილი ვითარდება მაშინაც, როცა ჩვეულ ვარჯიშში ახალი ელემენტები შეგაქვთ ან ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობას ზრდით. ამ დროს კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ, დასვენებისას ვლინდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში კუნთები ახალ დატვირთვას ეჩვევა და ტკივილი ქრება.
კუნთების არაბუნებრივი ტკივილი კი ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის, ტრავმის, ართრიტის, იოგების დაჭიმულობის, მოტეხილობის გამო და ასე შემდეგ.
თუ ვარჯიშის დროს ტკივილი უმიზეზოდ და უეცრად წარმოიშობა, ტკივილის ინტენსივობა დღითი დღე იმატებს, ნატკენი ადგილი კი შეშუპებულია და სახსრის შიგნითაც შეიგრძნობა ტკივილი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფიზიკური დატვირთვა.

ჰაიმორიტის დროს ჭამეთ დღეში 4 სადილის კოვზი თაფლი
ჰაიმორიტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ღრუს გამორეცხვა და გასუფთავება; ჩატარდეს ანტიბაქტერიული თერაპია, რისი გაკეთებაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ, შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე და გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ. ცხვირის ნესტოთი შეისრუტეთ ხსნარი ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ნესტოთი და გადახარეთ თავი ხან მარცხნივ, ხან – მარჯვნივ. შედეგად, დაგროვილი ჩირქი გათხელდება და ღრუდან გამოიდევნება. ასევე, საჭიროა სითბური პროცედურების გაკეთებაც: ტაფაზე გააცხელეთ ჩვეულებრივი სუფრის მარილი, ჩაყარეთ ქსოვილის ტომსიკაში და დაიდეთ ცხვირზე. ის ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და სამკურნალო თვისება გააჩნია.
იმ შემთხვევაში, თუ ჰაიმორიტი გამწვავდა, გაქვთ მაღალი ტემპერატურა და შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, აუცილებელი და საჭიროა ანტიბიოტიკების მიღება, რასაკვირველია, ექიმის დანიშნულებით.
ჰაიმორიტის დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებლად მიირთვით დღეში 4 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ (დროის თანაბარი შუალედების დაცვით).

რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქსის მოახლოებას
კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება ესტროგენების რაოდენობა, რის შედეგადაც ბევრ ქალს უჩნდება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგალითად, მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილი. ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება.
იმ ქალებს, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ სოიას, კლიმაქსის სტადიაში ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. კლიმაქსის პერიოდში სოიით მომზადებული საკვების მიღება წელის არეში ტკივილსა და კიდურების „ტეხას“ აგარიდებთ თავიდან.
კლიმაქსი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნეიროენდოკრინული რეგულაციის მოშლითა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებით არის განპირობებული. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კლიმაქსი დაახლოებით 50-60 წლის ასაკში უვითარდებათ. ის ნელა ვითარდება და მხოლოდ სქესობრივი პოტენციის დაქვეითებით ხასიათდება. ხშირად ის ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, იშვიათად კი, ზოგს უჩნდება კლიმაქტერიული ნევროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალები, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, დისკომფორტის შეგრძნება და ასე შემდეგ.
ამ დროს მამაკაცს გახშირებული აქვს გულისცემა, აწუხებს გული, უმატებს არტერიული წნევა, უძნელდება შარდვა. ასევე, ხშირია შარდის ბუშტის ტკივილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლიმაქტერიული ნევროზის დროს, შარდის ბუშტი სუსტდება, მცირდება მისი ტონუსი და წინამდებარე ჯირკვალში იწყება ცვლილებები.
კლიმაქსის პერიოდში მამაკაცი გაღიზიანებულია, უქვეითდება მეხსიერება, ეწყება სხვადასხვა სახის შიში, შფოთვა. ბევრი ამ დროს საკუთარ თავში იკეტება და უჩნდება განმარტოების სურვილი. ეს დეპრესიის, სხვადასხვა სახის ნევროზისა და ფსიქოზის პირველი ნიშანია. კლიმაქტერიული ნევროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ორგანიზმის ასაკის შესაბამისად დატვირთვა, დასვენება, კვების რეჟიმის სათანადოდ დაცვა. მიზანშეწონილია რაციონალური კვება, ვიტამინების მიღება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.

скачать dle 11.3