კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინამდვილეში რა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან გალაკტიონსა და მერი შერვაშიძეს

„..საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, 1921 წელს სტამბულში ჩატარებული სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი... მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, იყო აფხაზეთის მთავარი, ასევე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და, ამიტომაც ისინი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდნენ, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო, გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მარჯვენა ხელი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი...  1921 წელს, როდესაც ბოლშევიკების მიერ საქართველოს აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბულში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბულში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც (წყარო: „ბურუსი”).
მერი იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის ქალი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმით, ამასთანავე, საოცრად სათნო და მოკრძალებული. ამბობენ, რომ ის არასდროს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ, ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისთვის. ბაბო დადიანის გადმოცემით, ადმირალ მაკაროვის ვაჟი უზომოდ ყოფილა მერი შერვაშიძეზე შეყვარებული და, როცა გარდაიცვალა, ანდერძით 5 000 დოლარი დაუტოვებია მერისთვის, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. პარიზში მერი შერვაშიძე მეთექვსმეტე უბანში – ღუე დე ლა თოურში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები – ელენე და თამარი, მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მათ  საკუთარი სახელოსნოს გახსნა მოახერხეს. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე, რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმულობამდე მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე, სრულიად მარტო ცხოვრობდა. ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, ზოგჯერ კი ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. იქაურებს კარგად ახსოვდათ ხანში შესული ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ყოველთვის იები ეჭირა ხელში. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, მაგრამ ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ჰყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში, ლატურის ქუჩაზე, დროდადრო მეგობრებთან ერთად მიდიოდა და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის ბინას სიცოცხლის ბოლომდე ამშვენებდა ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
მერის ზღაპრული სილამაზე ისტორიის საკუთრებად იქცა, ისტორიისა, რომელიც გალაკტიონმა შექმნა. ცნობილ რუს მხატვარს, საველი სორინის (საველი აბრამოვიჩ სორინ, 1878-1953) დახატული ჰყავს მერი შერვაშიძე და ეს პორტრეტი ამჟამად მონაკოს პრინცის სასახლეში კიდია, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა სურათი საქართველოს უსახსოვრა.
მერი და გალაკტიონი
გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში ნახა ქუჩაში მიმავალი და დანახვისთანავე ძალიან მოეწონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მერის ფოტო ნახა ადგილობრივ გაზეთში – მერი მშობლებთან ერთად იყო გადაღებული. სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მერის ვინაობა. მერი შერვაშიძე უბრალო ქალი არ გახლდათ და მაღალი წრის ქალბატონისთვის არც არაფრით ყოფილა საინტერესო „ეული” პოეტი. როგორც თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო, რომ გალაკტიონმა ლექსები მას მიუძღვნა. ამ თემაზე მერი არასდროს არაფერს ამბობდა.  გალაკტიონს არ უყვარდა, როცა მერიზე ეკითხებოდნენ და, საერთოდ, მასზე არაფერს ამბობდა. დღიურებში კი წერდა: „ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინადაც, ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა და იმიტომ, მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა, ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან, შეიძლება, სამი, როგორც ეს მოხდა წინად?
„წყნარად, მერი შერვაშიძე, – ეუბნებოდა თავის თავს ახალგაზრდა ქალი, – შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცის ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ, რა საჭიროა დედ-მამის შეწუხება? მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ… ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში, თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება, რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლოდ. გავთხოვდები ძალიან მალე” (1928 წ.).
სახელი „მერი” – მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და, ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი... ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და, ცხადია, ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია. „მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზეთ „თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წელს და მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა”...
ბაბო დადიანის გადმოცემით, „საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა, გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო, ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით მიპასუხა: ისე მომაბეზრეს თავი ამ ქალებმა, რომ, ყველას ვეუბნები, შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენიო… მაგრამ, ქალბატონო ბაბო, ამ ლექსს თქვენი მერის გარდა ვერავის მივუძღვნიდიო! ლადო გუდიაშვილმა მითხრა: გალაკტიონმა მომიტანა ფოტოსურათი და მთხოვა, მერი შერვაშიძის სურათი დამიხატეო… ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ, როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა – ეს ჩემი მერი არ არისო…”
მერი შერვაშიძის გადმოცემით, იგი არ იცნობდა გალაკტიონ ტაბიძეს. ბაბო დადიანისადმი გაგზავნილ წერილში მერი შერვაშიძე წერდა: „დაიბეჭდა თუ არა ლექსი „მერი”, იმ პერიოდში ყველა ამბობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია…” და, ბოლოს: „მე 1918 წელს დავქორწინდი…” – მერი შერვაშიძე აქ, ალბათ, გულისხმობს ლექსის გამოქვეყნების თარიღს: „მერი” 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება”, ხოლო მერი შერვაშიძემ გიგუშა ერისთავზე 1918 წელს დაიწერა ჯვარი.“

скачать dle 11.3