კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაფერი სიყვარულზე



სიყვარული არავისთვის არის უცხო; ის ერთნაირად აღელვებს როგორც გენიოსებს, ისე ჩვეულებრივ ადამიანებს. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიც კი ამბობდა: სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ პირდაღებულები მისჩერებოდეთ ერთმანეთს. ეს ნიშნავს, ორივე ერთი მიმართულებით იყურებოდეთო.
ჰაინრიხ ჰაინეს ეკუთვნის სიტყვები: „სიყვარული – ეს კბილის ტკივილია გულში!”
ომარ ხაიამი გაცილებით რომანტიკული უნდა ყოფილიყო, მაგრამ თქვა: საყვარელ ადამიანში ნაკლოვანებებიც კი მოგწონს, ხოლო თუ არ გიყვარს, მისი ღირსებაც გაგაღიზიანებსო.
„სიყვარული – ეს ყველაფერია. მორჩა, სიყვარულის შესახებ მეტი არაფერი ვიცით!” – აღიარა ემილი დიკინსონმა და ეს ყველაზე კარგი ახსნაა სიყვარულისა.
ზიგმუნდ ფროიდი: „სიყვარული სირცხვილის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.”
ღირსეული ახსნა მოუძებნა სიყვარულს ბერნარდ შოუმ. მან თქვა: „მე ვიცი ადამიანის მხოლოდ ერთი მოვალეობის შესახებ და ეს სიყვარულია!”
„სიბერე ვერ დაგიცავს სიყვარულისგან, სამაგიეროდ, სიყვარული სიბერისგან ყველაზე საიმედო დაცვაა,” – ბრძანა გენიალურმა კოკო შანელმა.
დედა ტერეზასთვისაც კი მგრძნობიარე აღმოჩნდა ეს თემა და მან თქვა: „თუ შენ მუდმივად განსჯი ადამიანებს, დრო აღარ დაგრჩება, რომ შეიყვარო ისინი.”
„სიყვარული ეს ციებ-ცხელებაა, რომელიც გვემართება და გადის ჩვენგან დამოუკიდებლად. სიყვარულისთვის არ არსებობს დაბრკოლება და ბარიერები,” – სტენდალი.
„სიყვარული ჩვენი ხელახალი, დიადი დაბადებაა”, – ონორე დე ბალზაკი.
ერთი სიტყვით, უსიყვარულოდ ვერაფერი იქნება, მაგრამ, უნდა გვიყვარდეს – უბრალოდ და მარტივად.

იყავი ფორმაში!

ხომ გინდა, წარმატებული იყო და შენი ცხოვრება ისე წარმართო, რომ სიხარული და ბედნიერება ყოველდღიურობაში საკმარისად გქონდეს?! მაშინ, დაიცავი მთავარი პრინციპები და იყავი ფორმაში. დასვენება ძალიან კარგია, მაგრამ, ისე უნდა დაისვენოთ, რომ ამან რეჟიმი არ დაგირღვიოთ და ფორმიდან არ ამოგაგდოთ. დღის განაწესი უნდა გქონდეთ – ეს „ჩარჩოში” ჩაგსვამთ და მთავარი გზიდან არ გადაგახვევინებთ. ტვინი მუდმივად ტონუსში უნდა გქონდეთ. ეს რას ნიშნავს?! – იმას, რომ დასვენების პერიოდშიც გონივრულად უნდა მოდუნდეთ. კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ფიქრი. თავდაჯერებულობას შეგმატებთ სტიქიის ფერები: წითელი, ლურჯი, ცისფერი, ფორთოხლისფერი, მწვანე... პასტელის ფერები.
სასურველია, ყოველ საღამოს წინასწარ იფიქროთ მომდევნო დღეზე – რას ჩაიცვამთ, რა სამკაულს გაიკეთებთ, რა საქმეს მოჰკიდებთ ხელს. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, „ჩავარდნები” არ გექნებათ და არც გადარბენაზე ყოფნა მოგიწევთ.
არავითარი გმირობა – ანუ, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებული, წარმოუდგენელი და უჩვეულო მოიმოქმედოთ.
ეს იქნება არა ნახტომი ზევით, არამედ, დიდი შანსი იმისა, რომ საერთოდ ორმოში ჩავარდეთ.
დღე ყოველთვის მსუბუქი და მარტივი საქმეებით უნდა დაიწყოთ, მით უფრო – კვირის პირველი დღე, რათა მიღწეულმა უფრო რთული საქმეების წარმატებით საკეთებლად წაგახალისოთ.

ფაქტები კოცნაზე

კოცნა ძალიან სასარგებლოა, მით უფრო, როცა მისი მოტივი სიყვარულია.
როცა საყვარელ ადამიანს ჰკოცნით, თქვენი  მაჯისცემა 130 ერთეულამდე იზრდება; გამომუშავდება და გამოიტყორცნება ოქსიტოცინი – სიყვარულის ჰორმონი, რაც სტრესის ალბათობას სამჯერ ამცირებს, ფაქტობრივად, ამარცხებს მას. აქტიური კოცნის დროს ერთდროულად მუშაობს სახის 30 კუნთი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ ხშირად კოცნაობთ, თქვენი სახის კანი მალე არ დაბერდება.
კოცნისას ადამიანების უმრავლესობა თავს მარჯვნივ ხრის და თვალებსაც ხუჭავს – კოცნის ასეთი მანერა ხელს უწყობს ორგანიზმის სრულ მოდუნებასა და დასვენებას. კოცნის შემდეგ სხეული სწრაფად აღიდგენს ენერგიას.
კოცნით ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ. კოცნისა და ჩახუტების სურვილი თავის ტვინს პოზიტიურად აღიზიანებს და ადამიანს სიკეთის გაღების, ანუ კეთილი საქმეების ჩადენის სურვილი უჩნდება.
სიყვარული კოცნის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ჩვენ ზოგჯერ იმ ადამიანებსაც ვკოცნით, რომელთა მიმართაც გრძნობა არ გაგვაჩნია. აქვს თუ არა ასეთ კოცნას ისეთივე ძალა, როგორც სასიყვარულო კოცნას? – რა თქმა უნდა, არა, მაგრამ პოზიტივი ამასაც აქვს. დაგვერწმუნეთ, ძალიან ძნელია, აკოცო ადამიანს და ამ დროს მთლიანად ნეგატივით იყო დახუნძლული, ან ბოროტი ფიქრები მოგდიოდეს თავში.
მთავარი კი ისაა, რომ – ადამიანები, რომლებსაც უყვართ კოცნა და ჩახუტება, გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

ეს მნიშვნელოვანია

გაქვთ სანუკვარი ოცნება? ვის არ აქვს ის, მაგრამ, მხოლოდ ოცნებით ფონს ვერ გახვალ. ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა აქციო რეალობად. თუმცა, ოცნებამ ჯერ ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს, უნდა გადასხვაფერდეს და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. ოცნების რეალობად ქცევის ყველაზე მარტივი და უტყუარი მეთოდი   უახლესი მიზნებისა და ნაბიჯების წერილობითი ფორმით – გეგმად ქცევაა. ეს უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ხალისიან და პოზიტიურ განწყობაზე იქნებით; როცა თქვენგან პოზიტიური ენერგეტიკა „გამოედინება” და თქვენი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება. სურვილის ჩაფიქრებასაც კი თავისი მექანიზმი აქვს. ის ნებისმიერი მასშტაბის შეიძლება იყოს – დაწყებული მანქანის გამოცვლით ან შეძენით, დამთავრებული უბრალოდ ფეხსაცმლის ყიდვითა და გათხოვებით. მთავარია, ზუსტად განსაზღვრო პრიორიტეტები – ანუ ის,  საიდან უნდა დაიწყო. არ შეზღუდო საკუთარი თავი. გახსოვდეს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. შეიძლება, სუპეროცნებაც იქცეს ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად და თქვენი ყოფიერების ნაწილად, თუკი მონდომებით და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასხამთ ხორცს.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელთ არის და ყველაფერზე პასუხისმგებელიც მხოლოდ თავად ხართ. თუ ამას გააცნობიერებთ, წარმატება არ დააყოვნებს.

скачать dle 11.3