კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამრავლება – პრეზიდენტულად

„მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია“

 მას შემდეგ, რაც „სოკართან“ ენეგრეტიკული ურთიერთობა კეთილად გასრულდა (გაზსაც საკმარისს მივიღებთ, თანაც – შაჰ-დენიზის მილსადენიდან დამატებით მოცულობებს და სოციალური გაზის ფასიც გაგვიიაფდება), „ვითა სიზმარი ღამისა“, ჩვენი პრეზიდენტიც ეწვია ბაქოს და გლობალურ ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა.
სავსებით ცხადია, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთმანეთის მისამართით თბილ-თბილი სიტყვებიც არ დაიშურეს. სახელდობრ, ბ-ნმა მარგველაშვილმა ბრძანა, რომ „ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს და მეგობრებს, ბოლომდე იქნება ათვისებული. საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8-ს, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას.“
ჩვენს პრეზიდენტს არც საერთაშორისო მისიებში ქართველების მონაწილეობის აღნიშვნა გამორჩენია და არც საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ჩართულობა, თუმცა ბ-ნი მარგველაშვილის გამოსვლის ყველაზე საინტერესო ადგილი მაინც ის იყო, როდესაც მან თქვა: „გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზით.“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მეზობლობა ადგილმდებარეობაა (მარტივი ამბავია – მეზობელი უნდა გესაზღვრებოდეს, აი, მეგობარი კი, შესაძლოა, მთვარეზეც გყავდეს), იბადება რიტორიკული კითხვა: ბ-ნ მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები დაიშლებიან (თან, მაინცდამაინც, ჩვენს საზღვრებთან) თუ ჩვენ დავიშლებით და მეზობლებიც გაგვიმრავლდება (პირი ქვისკენ მიქნია)?! –

скачать dle 11.3