კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა ოთარ ჯორჯიკიამ კრის ბოტი და სტინგი და რატომ დაბრუნდა ის ვენაში წარმატებული კარიერის შემდეგ თბილისში

 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ოთარ ჯორჯიკია საკმაოდ წარმატებული ტენორია. მას არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გასული წლის ნოემბერში  ოთარმა თბილისში, კრის ბოტის კონცერტზე იმღერა, რასაც სტამბულის კონცერტი მოჰყვა. ცოტა ხნის წინ კი, მან კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა.
ოთარ ჯორჯიკია: ბავშვობიდან ვმღეროდი, ძირითადად, სახლში – ვერ მაჩერებდნენ. ამის გამო უფროსი თაობის ხალხი ჩივილით მიმართავდა დედას: თუ არ გააჩერებთ, ზომებს მივიღებთო. ერთ დღესაც მამამ მიმიყვანა ქალბატონ ნატოსთან, რომელიც ნაძალადევის ცნობილ მუსიკალურ სკოლში ასწავლიდა კლასიკურ ვოკალს. მომისმინა და რამდენიმე სიმღერა მასწავლა. თუმცა, მასთან დიდხანს არ მივლია – იმ დროს ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და ვთამაშობდი. სიმღერას ფეხბურთის თამაში მერჩივნა. ჯერ 35-ე სკოლაში დავდიოდი, მერე – თენგო სულაქველიძის აკადემიაში, შემდეგ ავსტრიაში – სინჯებზე ვიყავი „ადმირაში”, რომელიც პირველი ლიგის ჯგუფია. ოღონდ იქაც მუსიკიდან მოვხვდი. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ქალბატონი ნატოს შემდეგ, მიმიყვანეს ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში. ბატონმა ნუკრი ნაჭყებიამ მომისმინა, რომელიც საუკეთესო ხელმძღვანელი იყო, ფანტასტიკური ადამიანი.  მოგვიანებით, ჩემი ოჯახის წევრიც გახდა. მან მირჩია ნებისმიერ პედაგოგთან მივსულიყავით და ასე მოვხვდი ქალბატონ თამარ სარვაზიშვილთან. ჩავირიცხე მუსიკალურ სკოლაშიც. ერთ-ერთ გამოცდაზე ბატონმა ნოდარ ანდღულაძემ მომისმინა და ქალბატონ თამრიკოს უთხრა: არ გეწყინება, ეს ბიჭი დღეიდან ჩემთან რომ იყოსო. ჩავირიცხე მის კლასში. იმ დროს ქალბატონმა ნანა გელოვანმა შექმნა ხალხური ჯგუფი, რომელსაც „ბიჭები საქართველოდან“ დავარქვით. მეც ვმღეროდი, თუმცა დიდი დატვირთვით არა, რადგან დაბალი ხმა მქონდა. ცოტა გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი, ხმა არ იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული. ერთ დღესაც ავსტრიიდან ჩამოვიდა კომპოზიტორი, დირიჟორი – მაიკლ შნაკი, რომელიც დღეს ამერიკის ერთ-ერთ შტატში, ძალიან ცნობილ უნივერსიტეტში წამყვან თანამდებობაზეა. ის იმ დროს ვენის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში, ანუ 2003-2004 წლებში, მიუზიკლების ყველაზე ცნობილი სკოლა იყო – თან, არა მხოლოდ ვენაში. მას ფოლკლორი აინტერესებდა, დაწერილი ჰქონდა ანტირასისტული და  ანტირელიგიური მიუზიკლი „ფენიქსი“ და ხმები სჭირდებოდა. მოგვისმინა და საბოლოოდ, მე ამირჩია: თუ გინდა, შეგიძლია, წამოხვიდე ვენაში სასწავლებლადო. რა თქმა უნდა, წავედი. მიმიღეს უგამოცდოდ, როგორც არაორდინარული სტუდენტი. მუსიკასთან ერთად, ვსწავლობდი ჰიპ-ჰოპის, ჯაზის ცეკვას, ბალეტს, რაც საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. თუმცა, საბოლოოდ, სცენაზე ვცეკვადი. ასე რომ, რაღაც გამომდიოდა. ერთი წლის განმავლობაში მიუზიკლით გასტროლები ბევრ ქვეყანაში გვქონდა.  მაყურებელს ძალიან მოსწონდა. ხალხი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს. ვენაში ერთ-ერთი საუკეთესოა „რაიმუნდ თეატრი“. იქაც გვქონდა წარმოდგენები და სრული შოკი გამოიწვია –  ინგრეოდა დარბაზი აპლოდისმენტებისგან. მახსოვს, სკამებითაც კი ვცეკვადით. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე. გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში, კლასიკური მუსიკის აღქმისა და გაგების კუთხითაც, ძალიან დიდი სკოლა გავიარე. მახსოვს, ერთ-ერთ სალონურ საღამოზე შევასრულე სიმღერა „ვერის უბნის მელოდიებიდან“. იმ დროს ჯერ კიდევ ბარიტონი ვიყავი. საღამოს ესწრებოდა ვენის სიმფონიური ორკესტრის ყოფილი დირიჟორი. მან მომისმინა და შემომთავაზა რამდენიმე გაკვეთილის აღება – მინდა გზაზე დაგაყენოთ, რაღაც გირჩიოთო. მივედი მასთან სახლში. დაახლოებით 4 გაკვეთილი ხმა არ ამომაღებინა, მოკუმული პირით მაკეთებინებდა გამღერებებს. ბოლოს ვუთხარი: აღარ შემიძლია ჩუმად ყოფნა, რაღაც გამაკეთებინე-მეთქი. დამაწყებინა გამღერებები და მახსოვს, პირველად რომ ავიღე მაღალი ნოტი – ლა ბემოლი, თავი პავაროტი მეგონა. მაშინ მითხრა: ტენორი ხარო და ამის მერე ტენორი ვარ.
– როგორ განვითარდა შენი კარიერა ვენაში?
– იქ ვირიცხებოდი ვენის მუსიკალური გაერთიანების გუნდში. ყველაზე პატარა ვიყავი და გამოცდით ჩავირიცხე. ეს გუნდი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ჟორჟ პრეტრი, ვლადიმირ აშკენაზი, მიხაელ ბოდერი, გერდალ ბრეხტი; მომღერლებიდან კი: კრასიმირა სტოიანოვა, მიხაელ შადე, ნატალი სტუცმანი, მარიანა ლიპოვსეკი და სხვები. გარდა ამისა, ვმღეროდი ტუნის ეკლესიის გუნდში, ასევე ვენის კონცერტაჰაუზის სცენაზე. ყოველდღე მიწევდა ურთიერთობა ვენის ფილარმონიურ და სიმფონიურ ორკესტრებთან. ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის ეს პერიოდი, შემეძლო, დავრჩენილიყავი ვენაში, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, ვფიქრობ, რომ ქართული სკოლა ბევრად უფრო აღმატებულია. ასე რომ, საქართველოში დაბრუნებულმა კონსერვატორიაში ბატონ ნოდართან განვაგრძე სწავლა. დღემდე მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 4 წელი ვირიცხებოდი ბატონ ნოდარ ანდღულაძის კლასში, მაგისტრატურა კი ქალბატონ გულიკო კარიაულთან დავამთავრე. ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. თავიდან ბოლომდე ვმღეროდი პარტიებს, თავს ვიკლავდი, ვმუშაობდი. პარალელურად, მასტერკლასებზე დავდიოდი. გავიარე ედა მოზერის მასტერკლასები, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კოლორიტული სოპრანოა და ასევე, რენატო ბრუზონის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბარიტონია. ერთი თვე ვიყავი შვეიცარიაში მასტერკლასებზე, სადაც იდგმებოდა ნაწყვეტები სხვადასხვა ოპერიდან – უცნაურად საინტერესო იყო. პარალელურად, გვქონდა გასვლითი კონცერტები სხვადასხვა ქალაქში. ვმუშაობდით, თან, ვსწავლობდით. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე კონკურსში „ვერდის ხმები“. ეს არის ურთულესი კონკურსი, მაგრამ ფინალისტი გავხდი და  მიმიწვიეს ბოლონიის, პარმისა და ვერდის თეატრების ერთობლივ პროექტში – ვერდის „ტრავიატაში“, რომელიც ვერდის ფესტივალზე, 200 წლის იუბილეზე უნდა წარგვედგინა. დღევანდელობის ერთ-ერთ ცნობილი რეჟისორი და პარმის თეატრის დირიჟორი დგამდნენ სპექტაკლს, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა.
– დღეს უკვე თბილისის ოპერის სოლისტი ხარ.
– იმ წელს, როცა კონსერვატორია დავამთავრე, ვიყავი სტაჟიორი და მალევე ამიყვანეს სოლისტად. ერთ დღეს ბატონმა პაატა ბურჭულაძემ მომაქცია ყურადღება. ერთ-ერთ კონცერტში რთული კვარტეტი მანდო ვერდის „რიგოლეტოდან“, სადაც ჩემი მეუღლე, მარიამ ნაჭყებიაც მონაწილეობდა, რომელიც ასევე, მომღერალია. შემდეგ ბატონმა პაატამ მანდო მთლიანად „რიგოლეტოს“ პარტია, რეპეტიციის გარეშე. ჯილდას როლს ისევ ჩემი მეუღლე ასრულებდა, ასევე მონაწილეობდნენ ჩემი მეგობრებიც. შემდეგ იყო ბევრი კონცერტი  როგორც თბილისში, ასევე გასვლითი. მოვხვდი საუკეთესო საოპერო სააგენტოში და  მიწვევებიც მაქვს.
– ცოტა ხნის წინ კრის ბოტთან ერთად იმღერე სცენაზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– შარშან ნოემბერში, ნინო ნახუცრიშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა შემატყობინეს: კრის ბოტის კონცერტთან დაკავშირებით გაარკვიე ყველაფერიო. საქმე მოგვარდა და ჯერ საქართველოში ვიმღერეთ, შემდეგ – სტამბულში. კრის ბოტი ფანტასტიკური ადამიანია, ნამდვილი მეგობარი და კარგი ტიპი. შესანიშნავი მუსიკოსია, უდიდესი პროფესიონალი. მისი ბენდის წევრები ხომ ექსტრაკლასის მუსიკოსები და ძალიან კარგი ადამიანები არიან. პირველ კონცერტზე ცოტას ვნერვიულობდი, ბოჩელის სიმღერა უნდა მემღერა – „იტალია“. კრის ბოტის ალბომსაც „იტალია“ ერქვა. ქართველმა პუბლიკამ ისე კარგად მიმიღო, იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი... კრის ბოტმა რომ გამოაცხადა, მიეგებეთ ქართველ ტენორსო, ისე მიმიღეს, ისე მეფერებოდნენ თვალებით, რომ ყველანაირი სტრესი მომეხსნა. თურქეთშიც დაინგრა დარბაზი.
– ახლა უკვე სტინგიც დაემატა თქვენს დუეტს.
– კრის ბოტის იდეა იყო, კიდევ ჩავერთე კონცერტში. ეს პირველივე კონცერტის შემდეგ გადაწყდა თვითმფრინავში. ახლა ინდონეზიის ტური აქვთ, მაგრამ ვერ მივდივარ, ჩემს სფეროს ვერ დავანებებ თავს. მე ხომ უპირველეს ყოვლისა, საოპერო მომღერალი ვარ და ჩემს გეგმებს ვერ ვუღალატებ. სტინგიც ძალიან კარგი ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალი. ისე უფრთხილდება ხმას, არ ვიცი, რამდენს იმღერდება, კონცერტამდე ამაზე არ საუბრობს. მახსოვს, „ავთერ ფართიზე“ ვიყავით. სიგარეტის ბუღი იდგა. სტინგი 20 წუთი გაჩერდა და თქვა: არ შემიძლია, ხვალ სამღერი მაქვს, აქ ვერ დავრჩები, ისეთი ბოლიაო. კრის ბოტი იმდენს უკრავს გასვლამდე, გეგონება, არასდროს დაუკრავსო.
– როგორი იყო კრის ბოტისა და სტინგის შეფასებები?
– ჩემი მეგობარია ამერიკაში და ის იყო ვახშამზე ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც ახლოს არის კრის ბოტთან, სტინგთან. მისთვის უთქვამს: კრისმა გამაგიჟა, ვიღაც ოთარი გაუცნია და ვინ არის ასეთი, მთელი საღამო მასზე მელაპარაკებაო. ყოველი სიმღერის მერე ჩამეხუტებოდა ხოლმე: რაც ძალიან მაგარი იყო – მომწონს, სითბოს რომ სულ გამოხატავს. სტინგი უფრო თავშეკავებულია. სიმღერის შემდეგ ხელი ჩამომართვა: შესანიშნავი იყავით, ძალიან მომეწონაო. კულისებში, ზოგადად, თავშეკავებულია. დაჯდება, ჩაის დალევს. არავინ არ უნდა შეაწუხოს, არც თვითონ აწუხებს სხვას. სცენაზე კი სულ სხვანაირია.
– სამომავლოდ თუ გეგმავთ რამეს ერთად?
– რაღაცეები იგეგემება – ოკეანის გაღმა გრძელვადიანი პროექტიც. ვნახოთ, ჩემს საქმეს ვერ გადავდებ. მე ჯერ ოპერის მომღერალი ვარ და მერე სხვა დანარჩენი.

скачать dle 11.3