კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა სალომე მდივანმა „ბერკლიში“ სწავლაზე უარის თქმა და რა ურთიერთობა აკავშირებს მას გიორგი ბუჩუკურთან

დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც სალომე მდივანი ამერიკაში ცხოვრობს და სამუსიკო კარიერის აწყობას ცდილობს. ის, თავის მეგობართან, გიორგი ბუჩუკურთან ერთად მუშაობს ალბომზე, რომლისთვისაც სიმღერებს ორივე ერთობლივად წერს. რაც მთავარია, მას სამომავლოდ ძალზე საინტერესო გეგმები აქვს, რომლებსაც ის ნელ-ნელა განახორციელებს.
სალომე მდივანი: ნელ-ნელა შევეგუე ამერიკულ რიტმს, თუმცა რაღაცეებთან ბოლომდე შეგუება მიჭირის. არ მომწონს აქაური სიცივე, ხალხთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში ჩემთვის ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა. მენტალიტეტი ძალიან განსხვავებულია და, რთულია, ამას შეეგუო. პირველი სირთულე იყო ნოსტალგია, რომელიც დღემდე მომყვება – მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, საქართველო, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ანუ, ყველა ის ადგილი, რაც ქართულია. ამიტომ ამ ყველაფრის გადალახვა ყველაზე მეტად მიჭირს.
– რატომ გადაწყვიტე ამერიკაში საცხოვრებლად წასვლა?
– მინდოდა, რაღაცეები მენახა და მეცადა, რადგან აქ უფრო მეტი შესაძლებლობა და მეტი საშუალებებაა. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა, უბრალოდ, ეს ერთ-ორ  წელიწადში არ ხდება, მით უმეტეს – ამერიკაში, სადაც უფრო მეტად რთულია წარმატების მიღწევა. ვეცდები, მალე გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს შესაძლებლობებშია.
– როგორც მახსოვს, „ბერკლიში“ ჩააბარე. სწავლობ?
– ჩავაბარე „ბერკლიში“ და 70-პროცენტიანი დაფინანსებაც მივიღე, მაგრამ სწავლა არ გავაგრძელე, თუმცა მომავალში აუცილებლად განვაგრძობ. რომ დავფიქრდი, სხვა რაღაცეებისთვის აღარ დამრჩებოდა დრო, ეს კი შექმნიდა სირთულეებს, თუნდაც ფინანსურს. ამიტომ ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე – დღეს მაქვს სამსახური და ვცხოვრობ ნიუ-იორკში. რაღაც დღეებში ვმუშაობ და, როცა თავისუფალი ვარ, ვცდილობ, ალბომი ჩავწერო, შემდეგ კი კლიპები გადავიღო და საპროდიუსერო კომპანიებსა და ლეიბლებს გავუგზავნო მზა მასალა. შენი დაწერილი სიმღერები უნდა გქონდეს, ვიდეორგოლი – გადაღებული, რომ შენი თავი წარუდგინო პროდიუსერს, მხოლოდ კონკურსების მასალები არ არის საკმარისი. ახლა უკვე 6 სიმღერა მაქვს დაწერილი – მე და ჩემმა პარტნიორმა დავწერეთ.
– ვინ არის შენი პარტნიორი?
– ქართველია, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი, დიჯეი. ძირითადად, ტექნომუსიკას წერს. ჩემი ალბომისთვის სიმღერები ორივემ ერთად დავწერეთ. საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული გამოდის. ვცდილობთ, რამდენიმე ჟანრი იყოს ერთმანეთში არეული. ჩვენთვისაც საინტერესოა მრავალფეროვნება. რაც მთავარია, აპრილში ვმონაწილეობთ დიჯეი ფესტივალში, რომელსაც ჰქვია Minus zero festival, რომელზეც ჩვენ ერთად წარვდგებით. საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური ფესტივალია, ცნობილი დიჯეები მონაწილეობენ. მაღალმთიან ადგილას, მინდორზე ტარდება და ბევრი ადამიანი დაესწრება. ორდღიანი ფესტივალია, ჩვენ ერთ დღეს გამოვდივართ და ეს იქნება ერთგვარი პერფორმანსი. ჩვენთვის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია ცნობადობის, ასევე, მომავალი წარმატების მხრივ. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პერფორმერები, თან – ქართველები. რაც მთავარია, ჩემი პარტნიორი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ.
– შენი პარტნიორი გიორგი ბუჩუკური ხომ არ არის, რომლის სახლშიც ცხოვრობდი? მახსოვს, ამბობდი, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგად ვგრძნობთ ერთად თავსო. ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– დიახ, მე და გიო ვმეგობრობთ. ის დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. მის ოჯახთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ამჟამად ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და, ამავდროულად, საქმიანი პარტნიორებიც ვართ.
– ისევ მასთან ცხოვრობ?
– არა, სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და ძალიან კარგია. პირადულში არაფერს არ ვგეგმავ ჯერჯერობით, ასე ძალიან კარგად ვართ და ვნახოთ.
– როგორც მივხვდი, შენ და გიორგიმ უკვე საქმიანი ურთიერთობაც ააწყვეთ.
– ბევრ რამეში ვუგებთ ერთმანეთს – იუმორშიც, საქმეშიც, საერთო ინტერესებიც გვაქვს. თუმცა, ყველაფერში ვერ დავემთხვევით, რადგან ყველა ადამიანს ერთი და იგივე შეხდულება ვერ ექნება. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის, განსაკუთრებით – მუსიკაში. თავიდან ცოტა გვიჭირდა საერთო აზრმადე მისვლა, მაგრამ მერე ჩამოვყალიბდით და კარგად წავიდა ჩვენი მუშაობის პროცესი.
– ახლა სად მუშაობ?
– ვმუშაობ ევროპულ რესტორან „პასაჟში“, სადაც კარგი, მრავალფეროვანი მუსიკაა. რამდენიმე მომღერალი ვართ და მხოლოდ მე ვარ ქართველი, დანარჩენები სხვა ეროვნების ადამიანები არიან. კვირაში ორი-სამი დღე ვარ დაკავებული, დანარჩენ დღეებში, ძირითადად, დავბოდიალობ, მუსიკაზე ვფიქრობ, ვწერ.
– როგორც ვიცი, ამერიკულ „ვოისში“ აპირებდი მონაწილეობას.
– ვაპირებდი, მაგრამ დავაგვიანე – სავარაუდოდ, ქასთინგის ბოლო დღე იყო და ნორმალურად არც მოგვისმინეს. ბევრი კარგი მომღერალი არ გადავიდა მომდევნო ტურში – ალბათ, უკვე შევსებული ჰქონდათ. მომავალში კიდევ ვცდი ბედს სხვა კონკურსებშიც, მათ შორის „ვოისშიც“. რა თქმა უნდა, ჯობია, კონკურსის გარეშე განვახორციელო ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ, ვნახოთ, რა იქნება.
– შენი ქართული წარმატებები, ბეგრაუნდი, ალბათ, გეხმარება.
– მეხმარება. წარმატება – წარმატებაა, შენი ბეგრაუნდი სულ არის  შენ უკან და, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შენი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან სადმე საოცარი ეფექტი მოახდინა. ჩემმა მეგობრებმა იციან თქმა – ეს საქართველოს პირველი „ვოისის“ გამარჯვებულიაო და ასე შემდეგ – ასე წარმადგენენ ხოლმე ახალგაცნობილი ადამიანების წინაშე.
– რა მიგაჩნია ამერიკაში შენს ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად?
– საკუთარ თავთან მიმართებაში ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიმღერების წერა არ ვიცოდი და დავიწყე.
– ახალი ნიჭი აღმოაჩინე საკუთარ თავში?
– ასე გამოდის და ეს ჩემთვის საინტერესოა. ბევრი დეტალია, რაც ჩემს პირად სამყაროსთან არის კავშირში, უფრო მეტად გავიზარდე.
– როდის აპირებ საქართველოში ჩამოსვლას?
– ვაპირებ, თუმცა ახლო მომავალში, ალბათ, არა.

скачать dle 11.3