კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები


რესტორანში ბიჭი ეკითხება გოგოს:
– რა დაგისხა?
–  ღვინო.
– წითელი თუ თეთრი?
–  თეთრი.
–  ფრანგული, იტალიური თუ ქართული?
–  რა თქმა უნდა, ქართული.
–  მშრალი, ნახევრად მშრალი თუ ნახევრად ტკბილი?
–  მოიტა, რა, ისევ არაყი დამისხი!
***
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
–  იცი, ძმაო, დღეს სახანძროში დავრეკე და მოვატყუე – ვუთხარი, ჩემი სახლი იწვის-მეთქი.
–  მერე, რა გითხრეს?
–  მითხრეს, რომ, თუ მოვატყუებდი, ციხეში ჩამსვამდნენ.
–  მერე?
–  რაღა მერე, სახლს სასწრაფოდ ცეცხლი წავუკიდე.
***
მიხოს მარო გადაეკიდა:
–  მამეცი კაცო, ფული, საძინებელში ფარდები უნდა შევცვალო – ძალიან გამჭირვალეა და, რომ ვიხდი, მოპირდაპირე სახლიდან მეზობლის ბიჭი დამინახავს.
–  მარო, შენ მაგაზე არ იჯავრო, გაიხადე და, რომ დაგინახავს გახდილსა, თვითონ ჩამააფარებს.
***
– ალო, ქეთინოს სთხოვეთ!
–  ქეთინო სახლში არ არის, ხუთი წუთის წინ სამშობიაროში წაიყვანეს.
–  კაი კაცო! რა მოუვიდა?
***
„ყოველ დილით 8 საათზე ვდგები, ვვარჯიშობ, არ ვეწევი, არ ვსვამ, აღარც ღამის კლუბები და აღარც გართობა.. უფროსებს ვუჯერებ, ბევრს ვკითხულობ და ადრე ვწვები დასაძინებლად... მაგრამ, გამოვალ ციხიდან და ყველაფერი შეიცვლება..“
***
გურული მატარებელმა გაიტანა. დაკრძალვისას თვალი ვერაფრით ვერ დაუხუჭეს მიცვალებულს. ცოლი ტირის:
–  ახლა რო გაქ მაი თვალები დაყვლეპილი, შე უბედურო, მატარებელი რომ მოდიოდა, მაშინ სა იყავიიიი!..
***
სამი გოგოს მამა შესჩივის მეზობელს, სამი ბიჭის მამას:
–  გამაგებინე, თუ ძმა ხარ, როგორ აკეთებ ამ ბიჭებს? თითქოს მეც არ ვაკლებ რამეს, მაგრამ...
– მთავარია სწორი მეთოდი: სახლში რომ მიხვალ, აბაზანა კარგად გახეხე, სანახევროდ აავსე წლით და ჩაყარე მასში 100 ცალი წითელი ვარდის ფურცელი. მერე ჩააწვინე აბაზანაში შენი მეუღლე და ერთი საათი ინებივროს.
– მერე?
–  ამასობაში, ლოგინს ახალი, აბრეშუმის თეთრეული გადააკარი...
– მერე??
–  მეუღლე გაამშრალე და ლოგინში ჩააწვინე..
– მერე?
–  მერე, დამირეკე და ათ წუთში შენთან გავჩნდები.
***
– ვინ ეშმაკმა მოიგონა ცოლი? არ უნდა მომეყვანა, ცოლქმრობა სისულელეა, –  ამბობს გურული.
– რეიზა? – ეკითხება ძმაკაცი.
–  რეიზა და, დავთვრები – ის ვერ მიტანს; გამოვფხიზლდები, ძამა და, მე ვერ ვიტან დასანახად.

скачать dle 11.3