კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ინარჩუნებს ეკო ფანგანი ფორმას დიეტებისა და ვარჯიშის გარეშე და რა შემთხვევაში დათანხმდება ის პლასტიკურ ქირურგიას

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია და თავის მოვლასა და სილამაზესთან დაკავშირებით, მაყურებელს უამრავ საინტერესო რჩევას სთავაზობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, ვინც გამუდმებით დიეტას იცავს,  ვარჯიშობს ან საკუთარი სხეულის, სახის მოვლას განსაკუთრებულ დროსა და ყურადღებას უთმობს.
ეკო ფანგანი: გაპრანჭვა, ტუშის წასმა და ქუსლებით სიარული სტუდენტობისას დავიწყე. არ მახსოვს, პირველად როდის გამოვეწყვე განსაკუთრებულად, თუმცა, ეს სკოლის ბანკეტი არ ყოფილა. ბანკეტზე ლამაზად ვიყავი, მაგრამ თავზე ეიფელის კოშკი არ მედგა. თმა გასწორებული მქონდა და მაკიაჟი საერთოდ არ გამიკეთებია. არ ვიცი, რატომ, ალბათ, მაშინ ასე მიმაჩნდა საჭიროდ. ზოგადად, თუ გადაღება არ მაქვს ან რამე განსაკუთრებული არ ხდება, მსუბუქი მაკიაჟით შემოვიფარგლები. ვისვამ ტუშს, რადგან ძალიან ღია ფერის წამწამები და წარბები მაქვს  და ამიტომ ვიღებავ. სახის კანის ერთფეროვნებისთვის კი ტონალურს ვიყენებ. პრიალი რომ არ დაიწყოს, ზემოდან პუდრს ვისვამ, ცოტა რუჟიც და ეგ არის. თუმცა, მე ჭრელი კანი არ მაქვს და ამიტომ ამას სისტემატურად არ ვაკეთებ. არც ჩრდილებს ვიყენებ ყოველდღიურად. შეიძლება, ლაინერი წავისვა მსუბუქად.
– სახის კანის მოსავლელად რა პროცედურებს მიმართავ?
– განსაკუთრებულს არაფერს. თუმცა, ყოველთვის ვამბობ, ქალი სულ რომ მომაკვდავი იყოს, დილას და საღამოს სახე უნდა დაიბანოს-მეთქი. მაკიაჟით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიძინოთ და დღეც სუფთა კანით უნდა დავიწყოთ. მაკიაჟს სპეციალური საშუალებით ვიშორებ, შემდეგ წყლითა და სპეციალური, სახის დასაბანი გელით ჩამოვიბან და ვისვამ დამატენიანებელ კრემს. დილითაც იგივე გელითა და წყლით ვიბან პირს. ცალკე თემაა გარუჯული კანი. ამ დროს ის ძალიან შრება და შეიძლება, სულ ახალგაზრდა გოგოსაც უცებ დაუბერდეს კანი. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები რუჯი, კანის სისუფთავე და ბევრი წყალი.
– ტანისთვის რა საშუალებებს იყენებ?
– ტანის კანის მთელი ჩემი მოვლა დამატენიანებელი კრემის გამოყენებით შემოიფარგლება. ყველას ჰგონია, რომ მთელი დღე რაღაცეებს ვიკეთებ, რადგან გადაცემაში სულ რაღაც პროცედურებს ვაშუქებ ესთეტიკური ცენტრებიდან. თუმცა, ამას სიუჟეტისთვის ვაკეთებ. ხანდახან მინდება, რაღაცის გაკეთება, მაგრამ ან მტკივა და მეზარება, ან ბევრი რამის გაკეთება არ შეიძლება ჩემთვის, რადგან თხელი კანი მაქვს და კაპილარები ძალიან ახლოსაა. ტანის კანისთვის ყველაზე კარგი საშუალება ვარჯიშია, მაგრამ მე არც ვვარჯიშობ. ყველას ერთნაირი მეტაბოლიზმი არ აქვს. ვიღაც საერთოდ არ ჭამს და მაინც სუქდება, ვიღაც, ჩემსავით – არასდროს ყოფილა დიეტაზე, ბევრს ჭამს, არ ვარჯიშობს და მაინც არ სუქდება. ეს ნივთიერაბათა ცვლაზეა დამოკიდებული. არასდროს ვვარჯიშობ, არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე და ძალიან ბევრს ვჭამ. ყველამ იცის, როგორ შევეჯიბრეთ მე და ბესო ბერულაშვილი რესტორანში ერთმანეთს ჭამაში და მე მოვუგე. ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა – არა. წესით, ალბათ, 150 კილო უნდა ვიყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ ვარ.
– რუჯის უარყოფითი თვისებები ახსენე, თუმცა მისი მოყვარული ხარ. ზომიერების დაცვას როგორ ახერხებ?
– დიდი ხანია, სოლარიუმში აღარ დავდივარ. რამდენჯერმე ვიყავი შემოდგომაზე, მაგრამ მანამდე ერთი წელი არ ვყოფილვარ. მთელი ცხოვრება გარუჯული ვიყავი და ფაქტობრივად, პიგმენტი შემეცვალა, გავიმუქე კანი. რომ მკითხონ, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო? ვუპასუხებ, რომ სოლარიუმში არასდროს ვივლიდი. თუმცა, ალბათ, ამ ეტაპამდე უნდა მიხვიდე. სოლარიუმი კანისთვის ძალიან ცუდია, რასაც ახლა უკვე ძალიან ბევრ რამეში ვატყობ. 10-12 წელი გიჟივით რომ არ გავრუჯულიყავი, ბევრად კარგი კანი მექნებოდა.
– რამდენიმე წლის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე ცხვირზე და ძალიან მოგიხდა. ხშირად, ზომიერების დაცვა უჭირთ და ერთი შეხედვით ეტყობათ, რომ ბუნებრივი ცხვირი არ აქვთ, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
– მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ მე მინიმალური ჩარევა გავაკეთე, მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილზე, წვერზე გაკეთდა ოპერაცია, მაინც ძალიან შემცვალა. სახეზე „გიპსიც“ კი არ მკეთებია, მხოლოდ დასიებული მქონდა. ცხვირზე ზომიერების დაცვა ჩემი დამსახურება არაა, ეს მთლიანად ქირურგზეა დამოკიდებული. თუმცა, ქირურგი კი მეუბნებოდა, ცოტა დაგითხელებ და კიდევ უფრო კარგი ცხვირი გექნებაო, მაგრამ არ მოვინდომე. ახლა რომ ვფიქრობ, ეს თუ ასე კარგად გამიკეთა, ალბათ, ისე მართლა უფრო ლამაზი გამოვიდოდა, მაგრამ მაშინ ასე ვერ ვერკვეოდი და რადიკალური ცვლილებაც არ მინდოდა.
– გაგჩენია კიდევ სხვა რამის გაკეთების სურვილი?
– ჯერ არა, მაგრამ შეიძლება, ასაკში გამომივიდეს ცხიმი, რომელსაც ვერაფერს მოვუხერხებ და გავიკეთო ლიპოსაქცია; ან ჩამომეშვება კანი და მომინდეს მისი აჭიმვა. თუ მომინდა, თან მეცოდინება, რომ კარგად გამიკეთებენ და გაშეშებულ ადამიანს არ დავემსგავსები – ვიქნები ის – რაც ვიყავი, მხოლოდ ცოტა უკეთესი სახის მოყვანილობით, რატომაც არა.
– ბევრი გოგო ამბობს, რომ მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი სხეულის მოვლაზე მიდის, შენს შემთხვევაში როგორაა?
– ჩემი შემოსავლის ძირითადი ნაწილი სხეულის მოვლაში არ იხარჯება, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი, ძირითადად, საჩუქრად მაქვს ხოლმე. განსაკუთრებული მადლობა ალბინა ქაჯაიას, რომელიც თუ რამე მომინდება „ტოტალ შარმში“, ყველაფერს მაჩუქებს ხოლმე. რაც შეეხება ჩემს შემოსავალს, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, რაში მიდის. ალბათ, თანაბრად – თავის მოვლაშიც, ტანსაცმელშიც, ტექნიკაშიც, ჭამა-სმაშიც, რომელიც ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად კი – საჩუქრებში. 
– ძირითადად, ქერა ხარ, მაგრამ ხშირად იცვლი თმის ფერს. ახლაც ახალი ფერი გაქვს.
– ყოველთვის ასე ვიყავი. ძალიანაც რომ მომწონდეს, მაინც მბეზრდება და შეცვლა მინდება. თან, ვფიქრობ, რომ ეთერს ცვლილებები უხდება. სამწუხაროდ, თმა საუკეთესო მდგომარეობაში არ მაქვს. ხშირად მიშრება და ბოლოჭამიები მიჩნდება. ამიტომ, მაშინვე ვიჭრი. ჩვეულებრივ შამპუნსა და ბალზამს ვიყენებ. ნიღბებსა და სხვა პროცედურებს არ ვიტარებ. თმას ყველაზე ნაკლებად ვუვლი. სულ ფენით ვიშრობ, ხშირად ვიხვევ, ვისწორებ, ლაქს ვისვამ, რაც ძალიან აზიანებს.
– ფერთან დაკავშირებით წარუმატებელი ექსპერიმენტი გქონია?
– ერთხელ კურიოზი შემემთხვა. მაშინ იტალიაში ვსწავლობდი, ჩემი მეგობრები გერმანიაში იყვნენ და მათთან ჩავედი. იქიდან კი,  პარიზში მივდიოდი უცხოელ მეგობრებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე და მინდოდა,  ძალიან კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. იმ პერიოდში, ღიად, მოთეთროდ მქონდა თმა შეღებილი. ცოტა ჩემი თმა მქონდა წამოზრდილი, მაგრამ ბუნებრივადაც ღია ფერის თმა მაქვს და სხვაობა ცუდად არ ჩანდა. ამიტომ შეღებვას ჯერ არ ვაპირებდი. გერმანიაში წასვლის წინა დღეს, სუპერმარკეტში შევედი მეგობართან ერთად და აიჩემა, მოდი, საღებავი ვიყიდოთ. მე შეგღებავო. ცხოვრებაში სალონის გარდა თმა არსად შემიღებავს, მაგრამ მაშინ რატომღაც დავთანხმდი. შედეგად საშინელი ფერის თმა მივიღე – კატასტროფა. არადა, ღამე იყო და ვერაფერს ვიზამდი. თუმცა, ისეთი თავით ვერსად წავიდოდი და მეორე დღეს, 8-ის ნახევარზე ავდექი. მაღაზიაში მუქი საღებავის ყიდვა მინდოდა და ვერაფერი გავაგებინე, რადგან გერმანული არ ვიცოდი და მეგობარი ტელეფონით უხსნიდა გამყიდველს. მერე სალონში მივედი, სადაც გაგიჟდნენ – ეს რა გიქნია თმისთვის, ამას ჩვენ ხელს არ მოვკიდებთო. მოკლედ, გადავირიე, აღარ ვიცოდი, რა მექნა და ვტიროდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე იყო, თბილისში ჩემს სტილისტს დავურეკე. მან მითხრა, რომ ფერფლისფრად შემეღება. უკვე ისე ვიყავი, სარკეში ჩახედვის თავიც აღარ მქონდა, რაც იქნება იყოს-მეთქი, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი – თეთრ-ქერად შემეღება. იმ პერიოდში, სახეზე ძალიან შავი ვიყავი და პარიზში თეთრი თმითა და შავი კანით რომ ჩავედი, აეროპორტში მეკითხებოდნენ, ბრაზილიელი ხარო? (იცინის) კიდევ კარგი, ასე მშვიდობიანად დასრულდა  ჩემი ექსპერიმენტი.

скачать dle 11.3