კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებებს იწვევს შარდის შეკავება და რატომ ემართებათ ხანდაზმულობაში ქალბატონებს უნებლიე შარდვა

ბევრი ადამიანს, განსაკუთრებით ქალბატონებს, ჩვევად აქვთ შარდის შეკავება სხვადასხვა მიზეზის გამო. უმეტეს მათგანს არ უყვარს სხვა საპირფარეშოში შესვლა და ითმენს სახლში მისვლამდე. არის თუ არა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და სხვადასხვა დაავადების გამომწვევი; იწვევს თუ არა ადრეულ ასაკში შარდის შეკავება ხანდაზმულობაში ეგრეთ წოდებულ შარდის შეუკავებლობას – ამ თემაზე უროლოგი, პროფესორი ბესიკ ხვედელიძე გვესაუბრა:

 ბესიკ ხვედელიძე: შარდის შეკავება უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა. ეს პრობლემა, ძირითადად, ქალებში გვხვდება, მამაკაცებში, პრაქტიკულად, არ არსებობს... პატარა გოგონებს, რატომღაც, ხშირად ბაღშიც კი არ უნდათ საპირფარეშოში შესვლა სხვადასხვა მიზეზის გამო. მოუნდა მოშარდვა, არ შევიდა საპირფარეშოში, ითმინა მთელი დღე და ეს გრძელდება ერთი დღე, ორი დღე... მეორე და მესამე დღეს კი ხდება შარდის ბუშტის კედლის გადაჭიმვა. ამას მოჰყვება შეგუება და დროთა განმავლობაში, ჩვევაში გადასდით. საბოლოო ჯამში, ეგრეთ წოდებული „ზარმაცი შარდის ბუშტი“, იწვევს „შარდის შეუკავებლობას“ და რატომ ვითარდება ეს? მოთმენის შედეგად გადიდებული შარდის ბუშტი კარგავს შეკუმშვის უნარს. ახლაგაზრდულ წლებში „მოდუნებული“ შარდის ბუშტი კიდევ განიცდის კომპენსირებას, იკუმშება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, თუ ეს პრობლემა არ მოაგვარეთ, გაგირთულდებათ. შარდის შეუკავლებლობას, უმეტესწილად, შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება იწვევს, რომლის მიზეზი ასაკობრივი ცვლილებებია. ამას წინათ ერთ-ერთი რაიონიდან იყო  ქალბატონი, რომელიც სკოლის მასწავლებელია. არ შედის სკოლის საპირფარეშოში, რადგან გარეთაა და არ უნდა, ბავშვებმა დაინახონ. ამის გამო ამ ქალბატონს ჰქონდა უზარმაზარი მოცულობის შარდის ბუშტი და უკვე წვეთები ეპარებოდა. აუცილებლად ფსიქოლოგიური პრობლემაცაა. მყავს პაციენტი, რომელსაც ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში გაფრინდეს, იმოგზაუროს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ მიდის არსად, რომ ფიქრობს: თვითმფრინავში რა ეშველება ან – იქ რომ ჩაფრინდება, რადგან სხვა საპირფარეშოში ვერ შედის.
– რა უწყობს ხელს შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანებას?
– სფინქტერის დაზიანებას ხელს უწყობს შარდის შეკავება, სფინქტერის მოდუნებას ახდენს რამდენიმე მშობიარობა, საშვილოსნოს დაწევა და სხვა. მშობიარობის შემდგომ თუ მოხდა საშვილოსნოს ატროფია, გადახრა, აწვება შარდის ბუშტს, რომელიც არ არის კომპეტენტური, რომ შეიკავოს. ამ დროს მედიკამენტური მკურნალობა დროებითია, მაინც ქირურგიულ ჩარევამდე მივდივართ. კლინიკური სურათის მიხედვით, შარდის შეუკავებლობა მოხუცებში სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. არიან დაძაბვის შეუკავებლობის მქონე ქალები, რომლებიც დაძაბვისას, ცემინებისა და ხველის დროს ვერ იკავებენ შარდს. ასეთი რამ ხშირია საშვილოსნოს დაწევის დროს. ასევე, არსებობენ ქალები შარდის იმპერატიული შეუკავებლობით. ამ დროს ადამიანი თავს ვერ იკავებს და მოშარდვის სურვილის გაჩენისთანავე ისე შარდავს, რომ საპირფარეშომდე მისვლასაც ვერ ასწრებს. ამ დროს ქალი უჩივის შარდის ბუშტის დაცლის უეცარ სურვილს, რომლის მოთმენაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამ პათოლოგიის მიზეზებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მენოპაუზასთან კავშირი, რაც მოწმობს, რომ ქალური ჰორმონის – ესტროგენის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა, გამოიწვიოს დეტრუზორის შეკუმშვის დარღვევა. ეგრეთ წოდებულმა. „ზარმაცმა შარდის ბუშტმა“ შეიძლება მიგვიყვანოს თირკმლის ინფექციამდე, ქორნიკულ ინფექციებამდე და წვეთების გამოყოფამდე ქალბატონებში. კომპენსირებულ მდგომარეობაში შარდის ბუშტს შეუძლია, დაიცალოს ბოლომდე, მაგრამ უკვე დეკომპენსირებულ მდგომარეობაში, არ აქვს ბოლომდე დაცლის უნარი. ბოლომდე არ იცლება და მასში რჩება ასი-ორასი მილილიტრი. ნარჩენი შარდი ინფექციის ერთ-ერთი წყაროა და ქალბატონებში თირკმლის დაავადებებს იწვევს, რამაც შეიძლება, ინფექციური კენჭების გამოვლენამდეც მიგვიყვანოს, თუ ამას თან დაერთო ინფექცია, რომელიც სხვადასხვა გზით ხვდება. ნებისმიერი გზით მოხვედრილი ინფექცია შარდის ბუშტში იწვევს ცისტიტს. განსაკუთრებით ხშირია ქალებში გაციებით, გინეკოლოგიური პრობლემებით, ვაგინალური დაავადებებით გამოწვეული ცისტიტი. ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული. არის ასეთი ტერმინი „დეფლორაციური ცისტიტი“ – გათხოვების შემდგომ ქალებს ხშირად აქვთ ცისტიტის ნიშნები.
– როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი?
– ცისტიტის ამოცნობა რთული გამოკვლევების გარეშეც სავსებით შესაძლებელია. თუმცა, რამდენიმე თავისებურება მასაც აქვს. დაავადებაზე მიგვითითებს გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ); ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა; მტკივნეული შარდვა; ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა; საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად – ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია; შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება; შარდის უსიამოვნო სუნი; მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით); შარდვის გაძნელება; მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი; სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მომატება; მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები; ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან; ტეხის შეგრძნება, განსაკუთრებით – წელის მიდამოში. თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმეს მაინც უჩივით, დაიწყეთ სერიოზული მკურნალობა. სხვაგვარად, მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ. რაც შეეხება ბავშვებში მწვავე ცისტიტის კლინიკურ სურათს, ის ხასიათდება ხშირი და მტკივნეული შარდვით, რომელიც გოგონებს ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე სწრაფად, 2-3 დღეში გაუვლით. ბიჭებში ზოგჯერ აღინიშნება შარდვის მწვავე შეკავება, რაც განპირობებულია მკვეთრი ტკივილით შარდის გავლის დროს შარდის ბუშტის ყელის ნაწილში.
– ორსულ ქალებს ხშირად აღენიშნებათ გახშირებული შარდვა და ხშირ შემთხვევაში, შარდის შეუკავებლობაც. რა თავისებურებებით ხასიათდება ორსულის საშარდე სისტემა?
– ორსულობის პირველი სამი თვისა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალებს შარდვის გახშირება აღენიშნებათ. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. გარდა ამისა, იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის, შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც. შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია გადააქვს ასიდან 4-8 ორსულს. საშარდე გზების განსაკუთრებით ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება უსიმპტომო ბაქტერიურია – შარდში დიდი რაოდენობით ბაქტერიის აღმოჩენა კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე. საშარდე გზების ქვედა ნაწილის ანთებით დაავადებებს მიაკუთვნებენ ურართრიტს, მწვავე ცისტიტს, უსიმპტომო ბაქტერიურიას. ასევე, ლოგინობის პერიოდში შარდის ბუშტი არასრულად იცლება, რაც ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას და საშარდე გზების შემდგომ ინფიცირებას. სხვა მიზეზებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მშობიარობისას შარდის ბუშტის ტრავმა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
– რას ურჩევთ ქალბატონებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად არ დაეწყოთ ეგრეთ წოდებული შარდის შეუკავებლობა?
– ამერიკაში სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით გოგონებს, აქვთ მითითება, რომ შარდი არ უნდა შეიკავონ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადრეულ ასაკში შარდის შეკავება მიგვიყვანს საბოლოო შეუკავებლობამდე. გახშირებული შარდვა ძლიერი დისკომფორტია ნებისმიერი ადამიანისთვის, არღვევს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ხელისშემშლელია ნებისმიერ საქმიანობაში და ზოგჯერ უძილობის ან წყვეტილი ძილის მიზეზიცაა, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ზოგჯერ შარდვა მხოლოდ ღამის საათებშია გახშირებული, ამ მოვლენას ნიქტურია ეწოდება. შარდვის გახშირებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამ ყველაფრის მედიკამენტური მკურნალობა საბოლოო შედეგს არ იძლევა და საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.  ამიტომ, არასდროს შეიკავოთ შარდი და არ გადადოთ ეს საქმე.

скачать dle 11.3