კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გქონდეთ სახლში ვერცხლის პატარა ფიგურები

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და  ვარსკვლავების განწყობის წყალობა და დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ნაწილია და ყოველთვის განვიცდით მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას.
საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს – მასში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. როცა სახლში რამე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად რაღაცას ცვლით თქვენს ცხოვრებაშიც. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ყოველდღიურობა.
ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს. მთელ სიბინძურეს, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას, ვერცხლი ანეიტრალებს. თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომლისთვისაც ვერცხლი მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები. ასევე, ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები – ამით საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას შეუწყობს ხელს. სავსე მთვარის დროს, ღამით, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყოთ, თუნდაც აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად აივსოს მთვარის ძალითა და ენერგიით.
ზოგადად, საცხოვრებელში ნებისმიერ ნივთს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების თავიდან მოშორება. თავისუფალ სივრცეში მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება; სისუფთავე და წესრიგი კი სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს.
გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ სახლისა და ოთახების მოწყობა-გალამაზებას და ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ თქვენ გარშემო.
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ თილისმის ტარებით ისინი დაცული იქნებოდნენ. დღეს თილისმას ზოგი სახლის კარზე კიდებს, ზოგი სამკაულად ატარებს, ზოგს კი მანქანის სარკეზე აქვს ჩამოკიდებული. ძველად მიღებული იყო თილისმის მშენებარე სახლის საძირკველში ან კედელში ჩაყოლება. ნალი ყველაზე გავრცელებული თილისმაა და არა მარტო საქართველოში. მას ზემოთ აღმართული ღია ბოლოთი კიდებენ კარზე და სჯერათ, რომ ოჯახს ბედნიერებასა და სიხარულს მოუტანს, რადგან სახლს ცუდი ენერგეტიკისგან იცავს. თილისმის ძალამ მის მფლობელს წარმატება უნდა მოუტანოს და დაიცვას მავნე ზემოქმედებისგან. თილისმად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი, თუკი გრძნობთ, რომ მას თქვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ასეთი შეიძლება იყოს: საფულე, ბეჭედი, გულსაბნევი, ცხვირსახოცი, მონეტა და ასე შემდეგ. თილისმა იდუმალი ნივთია. ეცადეთ, არასაიმედო ადამიანის ხელში არ მოხვდეს და ამით სამომავლოდ უსიამოვნებები არ მოგიტანოთ. თილისმის საიდუმლო ძალა მათი ძლიერების რწმენას უკავშირდება. მასში ჩადებულია უდიდესი ფასეულობა, კერძოდ, ადამიანის ძალა, ნებისყოფა, კონკრეტული აზრები, ემოციები და  გრძნობები. ეს ნივთები გვახსენებს, რომ მათთან ახლოს ყოფნის დროს ჩვენ უფრო ენერგიულები ვართ; ასევე, საყვარელი ნივთების ტარება და მათთან სიახლოვე ადამიანს თავდაჯერებულობასა და უსაფრთხოებას ანიჭებს.

скачать dle 11.3