კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაწვეს ბერიას ბრძანებით მილიონი პლაკატი, რომელზეც რაიხსტაგის გმირი – ეგოროვი იყო აღბეჭდილი

1945 წლის 24 ივნისს, სტალინის სპეციალური ბრძანებით, მოსკოვში, წითელ მოედანზე ფაშისტური გერმანიის დამარცხების აღსანიშნავად, გამარჯვების აღლუმი იყო დანიშნული. მზადება სამი კვირით ადრე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ის სუფთა სამხედრო ხასიათის ღონისძიება იყო, მისი კურატორობა საბჭოთა ბელადმა ლავრენტი ბერიას დაავალა. გენერალისიმუსს მთელი მსოფლიოსთვის უნდოდა, ეჩვენებინა საბჭოთა არმიის სიძლიერე და დისციპლინა. მან კი კარგად უწყოდა, რომ ბერიაზე უკეთ ამის წარმოჩენას ვერავინ შეძლებდა. 1 ივნისს სტალინმა ბერია თავის კაბინეტში გამოიძახა. საქმის კურსში ჩააყენა და უთხრა:
– აღლუმის დღეს, ანუ 24 ივნისს, მთელი მოსკოვი დიდი ფერადი პლაკატებით უნდა იყოს მოფენილი, რომელზეც რაიხსტაგზე წითელი დროშით მდგომი ეგოროვი იქნება აღბეჭდილი. დაამზადონ ასევე ოცი ცალი უზარმაზარი ბანერი და ორი ცალი წითელ მოედანზე გამოფინონ.
სტალინი მშვენივრად მიხვდა, რომ რაიხსტაგის გმირის, მელიტონ ქანთარიას მედროშეობა მთლიანად ბერიას ხრიკები იყო. სწორედ ამიტომ მიუთითა ასე ხაზგასმით, რომ ფერად პლაკატებსა და უზარმაზარ ბანერებზე მხოლოდ რუსი ეგოროვი ყოფილიყო აღბეჭდილი. მშვენივრად იცოდა ბერიამაც, რომ სტალინი მას ხრიკს მიუხვდა და ისიც იცოდა ერთი და იმავე საკითხზე ბელადის ნების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. ამიტომ, ბელადს დაეთანხმა და მისი კაბინეტი დატოვა.
გამარჯვების აღლუმის სცენართან დაკავშირებული ყველა ნიუანსი ბერიამ მისთვის ჩვეული ოპერატიულობით გადაწყვიტა და თანაშემწეებს შესაბამისი დავალებებიც მისცა. ყველაზე დიდი სირთულე კი პლაკატმა შექმნა, რაც ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში უმნიშვნელო დეტალად ჩანდა. საქმე კი ის იყო, რომ რაიხსტაგზე გადაღებულ ათასობით ფოტოს შორის, ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც მსხვილი პლანით, ხელში წითელი დროშით ეგოროვი იქნებოდა აღბეჭდილი. იყო ეგოროვის რამდენიმე ფოტო დროშით ხელში, მაგრამ შორიდან გადაღებული, თანაც, ჯგუფთან ერთად და საპლაკატედ არ გამოდგებოდა. რაიხსტაგზე დროშის დამაგრებას გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტთა ჯგუფი იღებდა და კინოფირზე აღბეჭდავდა. მათ კი ბერიასგან დავალებული ჰქონდათ, რომ აქცენტი მელიტონ ქანთარიაზე გაეკეთებინათ, რადგან ის იყო მედროშე. ამიტომ, ათასობით კადრის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი მხოლოდ ქართველი გმირის ფოტოები იყო. ეგოროვის შესაბამისი ფოტოს მოძიება ბერიამ გაზეთ „პრავდის“ რედაქტორს, პოსპელოვს დაავალა, რომელიც მეორე დღეს კაბინეტში ეწვია უშიშროების შეფს და შეშინებულმა უთხრა.
– ლავრენტი პავლოვიჩ, საოცარია, მაგრამ ეგოროვის სულ ათი ფოტოსურათი აღმოვაჩინეთ ჩვენს არქივში და არცერთი კადრი არ გამოდგება პლაკატისთვის.
პოსპელოვის შეშინებული სახის დანახვამ და მისმა სიტყვებმა ბერიას ღიმილი მოჰგვარა, რადგან კარგად იცოდა, რომ ასეთი სიტუაცია მისი ბრალიც იყო და „პრავდის“ რედაქტორს უთხრა:
– სამწუხაროა, ამხანაგო პოსპელოვ, მაგრამ შესაბამისი ფოტო აუცილებლადაა მოსაძიებელი. მოდი, ასე მოვიქცეთ, შეკრიბეთ ყველა ის კორესპონდენტი, ვინც რაიხსტაგის სახურავზე იმყოფებოდა და იქნებ რომელიმე მათგანს, ჩვენდა ბედად, ჩვენთვის საჭირო ფოტო ამოაჩნდეს.
– რომ არ აღმოაჩნდეს? – ხმის კანკალით იკითხა პოსპელოვმა.
– მაშინ, ფოტოს გადაღება მოგვიწევს თავიდან. ეგოროვს თვითმფრინავში ჩავსვამთ და ბერლინში ჩავიყვანთ. რაიხსტაგის სახურავზე დავაყენებთ. დროშას ხელში დავაჭერინებთ და გადავუღებთ, – მიუგო საზრიანმა ბერიამ პოსპელოვს, თან დააყოლა, ოღონდ, ამხანაგო პოსპელოვ, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო უნდა იყოს და ჩვენ შორის დარჩეს. ამხანაგმა სტალინმა რომ გაიგოს, ორივეს დაგვსჯის.
ბერიას ბოლო ფრაზა მუქარასავით ჟღერდა და პოსპელოვი მშვენივრად მიხვდა ამას. ამიტომ, გაფითრდა და ბერიას მიუგო:
– რა თქმა უნდა, ლავრენტი პავლოვიჩ. ეს საიდუმლო ჩვენ შორის დარჩება.
პოსპელოვსა და ბერიას შორის საუბარი 6 ივნისს შედგა. 7 ივნისს „პრავდის“ რედაქტორმა ბერიას დაურეკა და გახარებულმა აუწყა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, გაგვიმართლა. ახალბედა ფოტოგრაფ ვოლგინს ეგოროვის შესაბამისი ფოტოკადრი აღმოაჩნდა აპარატში. ახლავე პირადად მოგიტანთ.
ბერია ნახევარ საათში სტალინის დავალებით ჩეხოსლოვაკიაში უნდა გაფრენილიყო ამიტომ, „პრავდის“ რედაქტორს უთხრა:
– საქმეზე მივფრინავ და რამდენიმე დღე არ ვიქნები. სურათი მოიტანეთ და გენერალ პლოსკინს უჩვენეთ, რომელმაც იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.
პავლე პლოსკინი ბერიას თანაშემწე იყო და გამარჯვების აღლუმის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა. კაბინეტიდან გასვლის წინ ბერიამ მას დაუბარა:
– ეგოროვის საპლაკატე სურათი ყურადღებით დაათვალიერეთ და თუ უნაკლო აღმოჩნდა, მილიონი ცალი დაბეჭდეთ. აგრეთვე, ოცი ბანერიც დაამზადეთ, ზომით თხუთმეტი მეტრი რვა მეტრზე.
ჩეხოსლოვაკიაში ბერიამ ერთი კვირა დაჰყო. 14 ივნისს დაბრუნდა. ბერიას თანაშემწემ ფერადი პლაკატი წარუდგინა და ჰკითხა:
– როგორია, ლავრენტი პავლოვიჩ. მართლაც ხომ შესანიშნავი გამოვიდა?
ბერიამ მხოლოდ თვალი შეავლო პლაკატს და ჯერ მწარედ ჩაეცინა, შემდეგ კი კოპები შეიკრა და პლოსკინს უთხრა:
– კიდევ კარგი, რომ ეს სტალინს არ უნახავს, ხოლო ყველა დანარჩენი, ვინც ეს პლაკატი ნახა, კრეტინია და იდიოტი.
– არ მოგწონთ, ლავრენტი პავლოვიჩ?
– ხმის კანკალით ჰკითხა ბერიას პლოსკინმა.
– პლოსკინ! – ხმას აუწია ბერიამ, – მოსაწონი რა არის აქ. ეგოროვს ორივე მაჯაზე საათი უკეთია და ეს ნათლად ჩანს ამ კადრზე. ყველა, ვინც ამ სურათს შეხედავს, მიხვდება, რომ საბჭოთა კავშირის გმირი, რაიხსტაგის რაინდი ეგოროვი, თან რაიხსტაგს იღებდა, პარალელურად კი, დახოცილი გერმანელი ჯარისკაცების მაჯიდან საათებს ხსნიდა და ხელებზე იმაგრებდა. პლოსკინ! – ბერია უკიდურესად გაცხარდა, – „ჩეკისტი“ ხარ, კრეტინი თუ კრეტინი „ჩეკისტი“? შეხედე ამ საათებს. ასეთებს ხომ „ვერმახტის“ ჯარისკაცებს ურიგებდნენ ჯარში. ნუთუ ეს არ უნდა იცოდე? დარწმუნებული ვარ, ამ გმირს (ბერიამ ეგოროვის პლაკატისკენ გაიშვირა თითი), ხელებს რომ სამხედრო სამოსი არ უფარავდეს, ხელებზე აცმული უამრავი საათი გამოუჩნდებოდა კადრში.
პლოსკინი შიშისგან ცახცახებდა... ბერია დამშვიდდა და გენერალს ჰკითხა:
– რამდენი პლაკატი დაბეჭდეს?
– მილიონი ცალი, ლავრენტი პავლოვიჩ.
– მოკლედ, ასე. ახლა სტამბაში სპეციალური ოცეული გაუშვით. ყველა პლაკატი ამოიღეთ. ისე, რომ ერთიც არსად გაიბნეს. შემდეგ კი სანაგვეზე წაიღეთ და ერთიანად დაწვით.
ბერიას დავალება ორ საათში შეასრულეს „ჩეკისტებმა“ და მილიონი ცალი პლაკატი მოსკოვის გარეუბანში დაწვეს. იმავე სურათს შემდეგ რეტუშირება გაუკეთეს და ათი ცალი პლაკატი დაბეჭდეს სტალინისთვის წარსადგენად. თუმცა, ბერიას ბრძანებით, ეგოროვი საიდუმლოდ გადააფრინეს ბერლინში და დანგრეული რაიხსტაგის სახურავზე ასამდე კადრი გადაუღეს დროშით ხელში. შემდეგ ამ სურათებიდანაც პლაკატები დაამზადეს და ნიმუშები სტალინს წარუდგინეს. როცა ბელადმა ერთ-ერთი მათგანი მოიწონა, მხოლოდ ამის მერე დაბეჭდეს მილიონი ცალი პლაკატი და ოცი უზარმაზარი ბანერიც დაამზადეს... ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სტალინს ეგოროვის რეტუშირებული პლაკატი მოეწონა.

скачать dle 11.3