კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს გარეშეთა მიმართ?
პასუხი: ჭეშმარიტ ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ; მოყვასი თავისზე წინ უნდა დააყენოს; მოთმინებით უნდა აიტანოს სხვა ადამიანების უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ არ უნდა შეურაცხყოს; სარგებლობა უნდა მოუტანოს სხვებს სულიერი საუბრებით და ილოცოს მათთვის.
კითხვა: გამიგონია ასეთი გამოთქმა: „ნუ მრავალნი იქცევით მოძღვრად“. ვის ეხება ეს შეგონება?
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დამოძღვრო სხვა მანამდე, სანამ თავად ხარ უმწიფარი და არ მიგიღწევია სულიერი ცხოვრებისა და განსჯისთვის. მაგრამ, თუ მაინც მოინდომებს ადამიანი ვინმესთვის რჩევის მიცემას, სწავლებას, დემონის სათამაშო თოჯინად გადაიქცევა.
კითხვა: რას ურჩევთ ქრისტიან მშობლებს შვილების საკეთილდღეოდ?
პასუხი: წმიდა მამები მშობლებს ურჩევენ, რაც შეიძლება, ხშირად მიიყვანონ შვილები საზიარებლად, რათა უფრო ჯანმრთელები, ჭკვიანები და ბედნიერები იყვნენ ისინი.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები?
პასუხი: უნივერსალური კანონი არ არის დაწესებული ბავშვისთვის ასაკის მიხედვით. ბავშვებმა მარხვა უნდა დაიწყონ, როცა მათში გაიღვიძებს რელიგიური თვითშეგნება, რა თქმა უნდა, მოძღვრის კურთხევით.

скачать dle 11.3