კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

„ლიბერთი ბანკის“ რამდენ აქციას ფლობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე 1971 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება 1989-1994 წლებში თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში მიიღო და მისი სპეციალობაა ეკონომ-გეოგრაფია. შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს დაიწყო თბილისის ჩაის საწონ ფაბრიკაში, სადაც 1996 წლამდე იმუშავა ნედლეულის საამქროს ბრიგადირად, შემდეგ კი ჯანმრთელობის სახელმწიფო ფონდში გადაინაცვლა სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 1997 წელს ფინანსთა სამინისტროში გადავიდა – სახაზინო დეპარტამენტის სახელმწიფო ფონდების მომსახურების სპეციალური სახაზინო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. 1998 წელს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის მეექვსე ხაზინის მთავარ ბუღალტრად დაინიშნა; 1999-ში – სახაზინო სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარ ბუღალტრად. 2001 წელს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა. 2002-2004 წლებში სახაზინო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო; 2004-2005 წლებში – ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი; მომდევნო ერთი წლის განმავლობაში –  შპს „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2006-2007 წლებში – „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტი. 2007-2008 წლებში ისევ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდა – შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატს, აუდიტის სამმართველოს უფროსად. 2008-ში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ადგილიც დაიკავა; 2009-ში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გადაიყვანეს – სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად. 2011-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2012 წელს კვლავ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდა, სადაც 2014 წლამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2014 წლის აპრილ-აგვისტოში კი – სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. სავარაუდოდ, 2014 წლის აგვისტოდან ის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეა.
ბ-ნი ბაქრაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან, ბუნებრივია, შეავსო, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: შვილები – 1993 წელს დაბადებული ქეთევანი და 1992 წელს დაბადებული კოკი და, 1972 წელს დაბადებული მეუღლე – მაკა სოხაძე.
გიორგი ბაქრაძის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი (100 კვ. მ. ფართობის) და მიწის ნაკვეთი (1 000 კვ. მ. ფართობის) კიკეთში, მაკა სოხაძის კი – საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (120 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი ნაფარეულის ქუჩაზე (30 კვ. მ.).
მინისტრის მოადგილეს, აგრეთვე, ჰყავს 1999 წლის ავტომანქარა „ბეემვე 525“.
ბ-ნი ბაქრაძე, ასევე, არის „ლიბერთი ბანკის“ აქციონერი: მას აქვს ხსენებული ბანკის 1 თეთრად ღირებული 37 462 აქცია.
მაკა სოხაძე „თი ბი სი ბანკის“ ანაბარზე 3 600 ლარს ინახავს, გიორგი ბაქრაძე დეპოზიტზე – 7 000 ლარს.
2015 წლის განმავლობაში მაკა სოხაძემ, როგორც ფინანსთა სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, 4 254 ლარი აიღო, ხოლო, როგორც ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსმა (როგორც ჩანს, ამჟამად იქ მუშაობს) – 37 487 ლარი; ამას გარდა, ფართის გაქირავებამ წლიურად 7 015 და 2 517 ლარიც მოუტანა. გიორგი ბაქრაძის წლიური შემოსავალი, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილისა,  71 745 ლარი იყო.
რაც შეეხება 2014 წლის გასავლებს: მინისტრის მოადგილეს ორი 4 000-4 000-ლარიანი საკრედიტო ბარათის მომსახურება 15 546 და 12 033 ლარი დაუჯდა; სამომხმარებლო სესხის გასტუმრება – 6 379 ევრო; 61 710 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური კრედიტის მომსახურება კი – 4 884 აშშ დოლარი. ამას გარდა, ბ-ნმა ბაქრაძემ ქონების გადასახადად 3 120 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3