კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მეგობრობის ფასი

რაც მეტი, მით ნაკლები

 გემახსოვრებათ, რომ კანცელარიის შენობის წინ მგზნებარე აქცია გაიმართა არანაკლებ მგზნებარე სახელწოდებით: „არა – გაზპრომს“, რომელზეც მისი არცთუ მრავალრიცხოვანი მონაწილეები „გაზპრომთან“ მოლაპრაკებას აპროტესტებდნენ გაზის დამატებითი მოცულობის მიღების ალბათობის გამო (კუბური მილიმეტრი ოკუპანტური გაზისაც კი არ უნდა იყოს ჩვენს მილებშიო, თუმცა ოკუპანტების მოწოდებულ-განაწილებულ ელექტროენერგიას წარმატებით მოიხმარენ).
საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანი ვერ უზრუნველყოფდა საქართველოს გაზზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, ამიტომ, სანამ „შაჰ-დენიზ 2-ის“ საბადო ამოქმედდება, გაზს თავადაც „გაზპრომისგან“ შეიძენს. იმას გარდა, რომ, რაც ბევრია მოწოდების მსურველი, მით დიდია შანსი, რომ პროდუქციას ნაკლებ ფასად მიიღებ. მით უფრო, რომ ენერგომატარებლების ფასი მსოფლიო ბაზარზე ეცემა, ჩვენ მიერ „სოკარისგან“ შეძენილი გაზის ფასი კი არა და არ იცვლებოდა.
ერთი სიტყვით, „გაზპრომთან“ რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ გაირკვა, რომ, ჯერ ერთი, შემცირდება „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი და, მეორეც – „სოკარი“ მზადაა, შეამციროს ბენზინგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფასიც.
და თუმცა მხარეები (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და კომპანია „სოკარი“) ამ შეთანხმებას მეგობრობის, კეთილმეზობლური დამოკიდებულებისა და საერთო სტრატეგიული ინტერესების დემონსტრირებით ხსნიან, არც უიმისობაა, რომ „სოკარი“ კიდევ ერთი მომწოდებლის – „გაზპრომის“ გამოჩენამ შეაფუცხუნა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „სოკარს“ თავად მოუწევს „გაზპრომისგან“ დამატებითი მოცულობის გაზის ყიდვა, რომ თავიც დაიკმაყოფილოს და ჩვენც ზედ მიგვაყოლოს, გამოდის, რომ ოკუპანტური გაზი ჩვენს მილებში მაინც მოხვდება.
ხოლო, რაკი სწორედ „გაზპრომის“ გამოჩენამ გაგვიიაფა გაზი, წესითა და რიგით, შემდგომი აქციის ლოზუნგი უნდა იყოს: „არა – გაიაფებას“ ან ზემოხსენებული (პირველი აქციის) მონაწილეებმა გაზის მოწოდების ძველსა და ახალ ტარიფებს შორის განსხვავება უნდა დაფარონ. –

скачать dle 11.3