კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამბორი

ანუ შენ რომ ჩემთვის არ გიკოცნიაო?!

 თითქოს ყველა სხვა პრობლემა მოიგვარეს, სომხეთის პარლამენტის წევრმა არმენ მანუკიანმა დღის წესრიგში კოცნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა. კერძოდ, განაცხადა, რომ  მის თვალებს ფრიად არ ეპიტნავება იმის ხილვა, თუ როგორ კოცნიან ერთმანეთს ყოველდღე სომეხი პარლამენტარები.
ამიტომაც კოლეგებს მოუწოდა (სხვათა შორის, საქართველოს გასაბჭოების დღეს, ანუ 25 თებერვალს), რომ ეს ტრადიცია ამოძირკვონ.
მომყავს ციტატა ბ-ნი მანუკიანის გამოსვლიდან: „ჩვენს პარტიაში ყოველდღე ერმანეთის გადაკოცნა ავკრძალე. იგივე ხდება უმაღლეს სასწავლებლებთანაც. არ არის ლამაზი. მსგავს კულტურას სხვებზეც ავრცელებთ. ეს ტრადიცია წამოვიდა საქართველოდან. იქ კაცები ერთმანეთს ყოველდღე კოცნიან. ნუ აკეთებთ ამას, ბავშვები გიყურებენ.“
ჩვენ არ ვიცით, დაუჯერებენ თუ არა სომეხი პარლამენტარები კოლეგას და აღკვეთავენ თუ არა ერთმანეთის კოცნას, თუმცა ის კი გაუგებარია, თუ მათი ბაგეები ერთმანეთისკენ იწევს, ჩვენ რას გვემართლებიან?! ვითომ, გავაკავეთ და ძალით ვაკოცნინეთ?! –

скачать dle 11.3