კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასაკავებელი

ანუ „აი, სტოლი დავანტრიო, აი, შკაფი“?!

რაკი, როგორც ამბობენ, ყველაფერი რეკლამაა, გარდა ნეკროლოგისაო (თუმცა ესეც რეკლამაა, უბრალოდ, ვერაფერში ვეღარ გამოიყენებ), „მრეწველებიც“ ფრიად პოპულარულნი გახდნენ და მათი ლიდერიც, ოღონდ ეს პოპულარობა იმას კი არ უკავშირდება, რომ მრეწველობამ გადაარჩინა საქართველო, არამედ ბ-ნი თოფაძის ფრიად ხმაურის გამომწვე განცხადებებს.
ამ უკანასკნელმა მოახერხა და რამდენჯერმე მოექცა საზოგადოების აღშფოთებული ყურადღების ცენტრში. ამის გამო ერთხანს იმასაც კი დაგვპირდა, რომ პარლამენტს დატოვებდა (კონტექსტით, რაკი მის ბაგეებს პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი რამ დასცდა), თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებს საპარლამენტო სკამთან გამომშვიდობებას.
ამასობაში მან, ოპონენტებთან ვინ ჩივის, კოალიციის შიგნითაც მოახერხა დაპირისპირება (კერძოდ, „რესპუბლიკელებთან“), ხოლო, რაკი კოალიციას „რესპუბლიკელები“ უფრო უღირს, ვიდრე „მრეწველები“ (ცნობილ საგარეო მიზეზთა გამო), შესაძლოა, ამ ამბავს ხსენებული ბატონი შეეწიროს.
ასეა თუ ისე, მან თავის „მარგალიტებს“ კიდევ ერთიც წაუმატა, სახელდობრ, მასა და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალისტებს შეუძახა: „ხომ არ გინდათ, აპარატურა დაგიმტვრიოთ (თუმცა უნდა ეთქვა, დაგიმსხვრიოთო)?!“
რთული სათქმელია, რამ გაუფუჭა ნერვული სისტემა ხალხის რჩეულს: დეპუტატის ხელფასის ოდენობამ თუ მაინც დეპუტატის სკამი ეხისტა?! –

скачать dle 11.3