კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

სად შეგიძლიათ ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ჩინური კერძების დაგემოვნება და როგორ უმასპინძლდებიან სტუმრებს „პიკასოში”

ჩინურ სამზარეულოს უძველესი ისტორია და მდიდარი ტრადიციები აქვს. „პიკასო“ პირველი და ერთადერთი ქართული რესტორანია თბილისში, რომელიც 90-იან წლებში გაიხსნა და სხვა იმ დროს არსებული ჩინური რესტორნებისგან განსხვავებით თავის დამკვიდრება მოახერხა. დღესდღეობით, ბევრისთვის ჩინური რესტორანი „პიკასო“ საყვარელ ადგილად იქცა. მათთვის, ვისაც ჩინური კერძები უყვარს და, ასევე, მათთვისაც, ვისაც ისინი კიდევ არ დაუგემოვნებია ჩინური კერძები, თბილისში გახსნილია რესტორანი „პიკასო”, სადაც არაჩვეულებრივ გარემოში შემოგთავაზებენ უგემრიელეს კერძებს. რატომ არის „პიკასო” ჩინური კერძების დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილი, ამის შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი – ირინა მჭედლიძე გვესაუბრა, რომელსაც, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან,  ჩინელ ხალხთან და მათი კულტურა და სამზარეულოც კარგად აქვს შესწავლილი.
– როდის დაარსდა რესტორანი „პიკასო” და რის მიხედვით დაერქვა სახელი?
– „პიკასო” უკვე დიდი ხანია, რაც ფუნქციონირებს, თავდაპირველად ამ ადგილას იყო სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, რაც რესტორნის გახსნის მერეც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენარჩუნებული იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რესტორნისთვის  „პიკასო” დაგვერქმია.
– როგორი გარემოა „პიკასოში”?
– ჩინელები ძალიან მშრომელი ხალხია, ბევრს მუშაობენ, რომ დღესასწაულებზე დაისვენონ და ოჯახებში აღნიშნონ; ასეთივე ოჯახური გარემოა „პიკასოში”. ზოგადად, ჩინელებს ძალიან ბევრი დღესასწაული აქვთ, უყვართ ყველაფრის განსაკუთრებულად აღნიშვნა  და ამაში არც ჩვენ ჩამოვრჩებით – ყველა დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ „პიკასოში”.
– სადაური მზარეულები გყავთ?
– ჩვენი მზარეულები ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ. ისინი პროფესიონალები არიან. თითქმის ბავშვობიდან დაკავდნენ ამ საქმით და მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში მუშაობდნენ მზარეულებად. საკმაოდ რთულია ჩინური კერძების მომზადების პროცესი; თითოეულ პროდუქტს აქვს დაჭრის სპეციფიკური ტექნოლოგია, რასაც სათანადო ცოდნა სჭირდება.
– რომელია თქვენი რესტორნის საფირმო კერძი?
– „პიკასოში” არაჩვეულებრივად ამზადებენ ბაყაყის ფეხებს სპეციალურ სოუსში; ასევე, გვაქვს  ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანი, არაჩვეულებრივად ვამზადებთ ბატკნის ხორცს. ჩვენს სამზარეულოში საკვების ცხიმიანობა ნულამდეა დაყვანილი და ყველა კერძი უქოლესტერინოა. რაც შეეხება ხორცეულს, ყველა კერძი მზადდება ფილეთი, იქნება ეს ქათამი თუ საქონელი; ღორის ხორციც კი აბსოლუტურად უცხიმოა. ვიყენებთ მხოლოდ მცენარეულ ცხიმებს, გვაქვს უამრავი სახეობის ზეთი: სეზამი, სოიოს და ასე შემდეგ.
– მოგვიყევით თქვენს მენიუზე.
– ძალიან მრავალფეროვანი მენიუ გვაქვს. ბევრისგან მსმენია, რომ ჩინეთში გასინჯულ კერძებზე მეტად „პიკასოში” მომზადებული ჩინური კერძები მოსწონთ. ჩინელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას, ამიტომ ჩინური სამზარეულო მთლიანად ჯანსაღი პროდუქციისაგან მზადდება. ჩინელების უმრავლესობა ხშირად იცავს მარხვას, ამიტომ ჩვენს მენიუშიც გვაქვს ბოსტნეულისგან მომზადებული სამარხვო კერძები. „პიკასოს” მენიუ არის დასურათებული, მომსახურე პერსონალი კი მენიუს შესახებ მაქსიმალურად არის ინფორმირებული და, მათ, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა მიირთვას, შეგვიძლია, გავუწიოთ შესაბამისი დახმარება. „პიკასოში” მენიუ დაბეჭდილია ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ჩინურად. გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისიც. რესტორანი მუშაობს 11 საათიდან ბოლო სტუმრამდე.
– როგორია თქვენი კერძების მომზადების წესი?
– ჩინელები ფიქრობენ, რომ იმდენი საკვები უნდა იდოს თეფშზე, რამდენის ჭამაც შეგვიძლია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ საჭმელი თეფშზე. ჩვენ კერძებს არ ვამზადებთ წინასწარ. კონკრეტული პიროვნებისათვის, ნებისმიერი კერძი მზადდება შეკვეთის შემდეგ. წინასწარ მომზადებული და შეცხელებული კერძი ჩვენთან არ არსებობს, რადგან, პროდუქტმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ცოცხალი გემო და არ უნდა დაიკარგოს თითოეულ პროდუქტში არსებული ვიტამინები.
– სპეციალური შეთავაზებები თუ გაქვთ სტუმრებისთვის?
– დიახ, ყველა დღესასწაულს აუცილებლად განსხვავებულად აღვნიშნავთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ იყო ჩინური ახალი წელი და ჩვენთან ყოველ ახალ წელს ყველა სტუმრისათვის (რა თქმა უნდა, საჩუქრად) მზადდება პელმენი, რაც ჩინური ახალი წლის ტრადიციული კერძია. პელმენებს აქვს ნიჟარის ფორმა. თეფშზე დაწყობილი პელმენებიდან ვისაც ბოლო პელმენი შეხვდება, ის გახლავთ იღბლიანი და, რასაც ჩაიფიქრებს, იმ წელს აუცილებლად აუსრულდება. გარდა ამისა, ყველა სტუმარს მივართმევთ ტკბილეულსაც. წელს ახალ წელს გამოვაცხვეთ  ჩინური „სურვილების ორცხობილები” – შიგნით იდო პატარა ქაღალდები, რომლებზეც ეწერა სურვილები. ასე რომ, „პიკასო” საუკეთესო ადგილია  ეკოლოგიურად სუფთა კვებისა და განტვირთვისათვის.
მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქუჩა ¹4 (ყოფილი პეროვსკაიას ქუჩის კვეთაზე).
საკონტაქტო ტელეფონი:
+995 32 298-90-86;
facebook: Picasso-პიკასო

скачать dle 11.3