კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად მისაღები იყო გია კორკოტაშვილისთვის შვილის შოტლანდიელზე გათხოვება და როგორ შეხვდნენ მას რუსები „ურგანტის შოუში“ მონაწილეობისას

მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული შოტლანდიელი ჟურნალისტი რიჩარდ ჰორვარდია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას გაბედნიერებას და გთავაზობთ ინტერვიუს სალომე და გია კორკოტაშვილებთან, საუბარია როგორც ამ საკითხზე, ასევე გიას მიერ „ურგანტის შოუში“ მონაწილეობასა და მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

 სალომე კორკოტაშვილი: მე და ლევან ჩიჩუას უნდა დაგვეკრა მილანში fashion week-ზე  და სანამ იქ გავფრინდებოდით,  გადავწყვიტეთ, ორი დღე ამსტერდამში ჩავსულიყავით.  იქ 17 იანვარს, ერთ-ერთ კლუბში გავიცანი ჩემი მეუღლე – რიჩარდი, რომელიც 34 წლისაა.  მეორე დღიდან დავიწყეთ კონტაქტი. ძირითადად, არ ვსაუბრობთ ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე. რიჩარდმა მთხოვა, რომ არ უნდა თავისი ფოტო რომელიმე ჟურნალში ნახოს. არ უნდა პოპულარობა და მისი მესმის.
–  რას გვეტყვი შენს მეუღლეზე?
– რიჩარდი შოტლანდიელია, პროფესიით ჟურნალისტი.  ძალიან ბედნიერი ვარ მასთან ერთად და მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩემი ოცნების მამაკაცია. ბევრ საქველმოქმედო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და მსოფლიოს თითქმის ყველა ადგილი მოვლილი აქვს. მეხმარება, რომ ჩემს მიზნებს მივაღწიო. რაც შეეხება იმას, თუ როგორი ცოლი ვარ, ეს უკვე რიჩარდს უნდა ჰკითხოთ.
–  საქართველოში იყო ჩამოსული?
–  კი. ამსტერდამის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ჩემი ოჯახის წევრები გაიცნო. ჩემს შვილთან, ზუკასთან დამეგობრდა, რომელიც ექვსი წლისაა. პირველ კლასშია და ჩემს მშობლებთან იზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს გვერდში დგომისთვის. მათ გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი. აპრილში ვაპირებთ ჩამოსვლას. გარკვეული დროით დავრჩებით და ზუკაც ჩვენთან ერთად იცხოვრებს. რიჩარდი სვანეთში უნდა წავიყვანო. ვიყავით ერთად ყაზბეგში, ბაკურიანში და შემდეგ მაროკოში გავფრინდით რიჩარდის ოჯახის გასაცნობად. იქ გვქონდა ნიშნობა და დაუვიწყარი დღე გავატარეთ. ქორწილი შოტლანდიაში გადავიხადეთ ჩემს დაბადების დღეზე. რიჩარდის მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რომ ეს დღე ჩვენთან ერთად აღენიშნათ. ხელი მოვაწერეთ. დიდი სახლი გვქონდა ნაქირავები და შემდეგ იმ სახლში ფართი გავმართეთ. სამწუხაროდ, ქორწილში ქართველები არ ყოფილან და საქართველოში აუცილებლად გავმართავთ დიდ ქორწილს. კაბაც ჩემი გემოვნებით შევიკერე. ტრადიციაა – საქმრო ენდობა საცოლეს და ქორწილამდე არ უნდა ნახოს კაბა. როცა ნახა, ძალიან მოეწონა.
–  სალომე, ახლა სად ცხოვრობ და რა ხდება შენს შემოქმედებაში?
–  ოთხი თვეა, რაც  ლონდონში ვცხოვრობ ჩემს ქმართან ერთად და სხვადასხვა პროდიუსერთან ვთანამშრომლობ. ძალიან მაგარი ქალაქია, დატვირთული და ძვირი, მაგრამ თუ საჭირო ადამიანებთან გექნება კონტაქტი, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გინდა.  მთავარია, არ დანებდე და იმან არ შეგაშინოს, რომ მათგან ვერ მიიღე დახმარება, ვისგანაც ელოდი. ყველა შრომა ადრე თუ გვიან დაფასდება. ამჟამად ვმუშაობ ახალ ალბომზე. „უიქენდებზე“ ხშირად ვუკრავთ ხოლმე ერთად – გასართობად. კონცერტი მქონდა The old blue last-ში. ძალიან ვისიამოვნე, ჩემი მეგობრები დაესწრნენ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით იყვნენ. 24 მარტს გვაქვს შემდეგი კონცერტი The bedroom bar-ში და ვემზადებით. ყოველდღე ვუკრავთ ჩემს სარეპეტიციოში. მინდა, სხვა ქართველ მუსიკოსებს დავეხმარო და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. რთულია, როცა შენს ქვეყანაში ფინანსური პრობლემები აქვთ ხელოვან ადამიანებს და არამარტო მათ. მინდა, საქართველოში მუსიკალური კოლეჯი მქონდეს, სადაც ბავშვები უფასოდ ისწავლიან და მიიღებენ განათლებას პროფესიონალ მასწავლებლებთან.
გია კორკოტაშვილი: სალომემ რომ მითხრა, რაც ხდებოდა, არაფერი მითქვამს. თანაც, დავინახე, რომ უკვე სერიოზულად იყო საქმე. აღარ არის პატარა გოგო. მე, პირადად, ცოლი რომ მოვიყვანე, პირდაპირ წარვუდგინე ჩემს მშობლებს. არ ჩარეულან ჩემს პირად ცხოვრებაში, ქექვა არ დაუწყიათ. არც მე ჩავრეულვარ ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში.
– მისაღები თუ იყო თქვენთვის უცხოელი სიძე?
  – ქართველი იმიტომ მერჩია, რომ აქ ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. ხო იცი, გაიკითხავ, ვისი შვილია, ვინ არის... მშობელი ასე იქცევა. წარმოშობით შოტლანდიელია. მათ ცხოვრებას ისე ახლოს არ ვიცნობ. ფილმებიდან და წიგნებიდან. რომ ჩამოვიდნენ, ჩემთვის გამორჩეული, ყველაზე კარგი, რაც მოხდა, ის იყო, რომ სალომეს უთხრა, სანამ ჩვენი ურთიერთობა დაიწყება, მამაშენი უნდა გავიცნო და ვუთხრაო.  მე ადამიანების ცნობა არ მეშლება, ადამიანებთან ურთიერთობა კარგად ვისწავლე ამ ცხოვრებაში. ძველი რენტგენოლოგი ვარ (იცინის).
–  როგორ გთხოვათ ქალიშვილის ხელი?
– რომ ჩამოვიდა, წარდგა ჩვენ წინაშე.  რესტორანში წავედით. თარჯიმნად ირაკლი კაკაბაძე მყავდა. მე ინგლისური არ ვიცი ისე კარგად, რომ თავისუფლად მელაპარაკა. ჩემი ღვინო წავიღეთ. უნიკალური ღვინო მაქვს, არავის გაუმხილო (იცინის). იმ დღეს არაფერი უთქვამს, წყნარად იჯდა. მეორე დღეს მნახა და მითხრა: რაღაც მინდა, გითხრაო.  სახლში ვერ მითხარა – ერთი წუთით გავიდეთო. არენდით ჰყავდა მანქანა, მეგონა, ამასთან დაკავშირებით უნდა ეთქვა რამე. ამოიღო ბეჭედი ჯიბიდან და მაჩვენა. მე და სალომეს ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა, დავქორწინდეთო. ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულებაა. ოდითგანვე ასე იყო ქართული წესი, მაგრამ დღეს ასე არ ხდება. ამას ბევრი ქართველი არ გააკეთებს. მამისთვის, უწინარეს ყოვლისა, დიდი პატივისცემა და კაცური მომენტია, წარუდგე და უთხრა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებ. რიჩარდი შოტლანდიელია, ტრადიციული ქვეყნიდან და ძალიან გამიხარდა ოჯახის ფენომენი რომ ამ დონემდე აქვთ აყვანილი.
– ალბათ, შოტლანდიური ვისკიც ჩამოგიტანათ...
– სანამ ჩამოვიდოდნენ, სალომესთვის უკითხავს, მამას რა უყვარსო და სალომეს უთქვამს – ვისკიო.  შოტლანდიური ვისკი ჩამომიტანა. ხომ იციან სასმელების შენახვა – მე ეგრევე დავუძახე მეგობრებს და გავხსენით. ვისკი რამდენი არ დაგვილევია, მაგრამ ეგეთი მაგარი – არა. კახურ ღვინოს სხვადასხვა ქვეყანაში ვერ დალევ, იმ გემოს ვერ გაიგებ, რაც აქვს სინამდვილეში, აქედან უნდა წაიღო. იგივეა ვისკის შემთხვევაშიც – იქაური სასწაული იყო. ძალიან მოსწონდა ჩემი ღვინო.  ქორწილში ჩვენ ვერ ჩავედით და ვიმედოვნებ, მე და ჩემი სიძის მშობლები ედინბურგში იქნება თუ სხვაგან, გავიცნობთ ერთმანეთს. მე მათ აუცილებლად დავპატიჟებ. მათთვის უფრო ადვილია მიმოსვლა. ვანახვებ და გავაცნობ საქართველოს. როგორც ისინი გიჟდებიან თავიანთ სამშობლოზე, თუ ნაკლებად ვგიჟდებოდე ჩემს სამშობლოზე და ხალხზე, კიდე რა...
– ბატონო გია, ახლახან „ურგანტის შოუში“ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად იმღერეთ, რასაც როგორც მოწონება, ასევე დიდი ქილიკი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. როგორ მოხვდით ამ შოუში?
– ადრე ურგანტი მელაპარაკა ტელეფონზე. ორი წლის წინ მაგ გადაცემაში ჩვენი ნამღერი „ჩუნგა ჩანგა“ გავიდა და მიაბეს – აი, ასე ზეიმობენ საქართველოში ახალი პრეზიდენტის დანიშვნასო. სინამდვილეში, ეს იყო რესტორანში  ნამღერი. ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით და ეს ბექა ჩხაიძემ ატვირთა „იუთუბიზე“...  ახლა რეკავს ტელეფონი. დავხედე – რუსეთის ნომრები. ვუპასუხე და მითხრა, რომ იყო ურგანტის  პროდიუსერი და მიკავშირდებოდნენ „ვეჩერნი ურგანტიდან“, სადაც უნდოდათ, მონაწილეობა მიმეღო. რომ ვკითხე, რა ფორმატია-მეთქი. მითხრეს, რომ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად უნდა მემღერა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვთხოვე, ჩემს გუნდთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ ვიზა არ ჰქონდათ და ორ დღეში ვერ მოასწრებდნენ. მართალია, იქ კარგი გუნდი დამხვდა, კარგად ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ ჩვენი მაინც სხვაა. იქ  სხვა დონის გუნდი მუშაობს გადაცემაზე. იმედია, ქართულ ტელევიზიებს არ ეწყინებათ, მაგრამ აქ ზოგიერთები თავის ქექვით რომ არიან დაკავებული, იქ სულ სხვა დონეზე მუშაობენ. დიდი პროფესიონალიზმია, კონკურენციაც დიდია. იციან, რაღაცას ისე რომ ვერ შეასრულებენ, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ და მათ ადგილზე კიდევ შეიძლება, ხუთი პროფესიონალი მოვიდეს. თვითონ კი იმიტომ არის იქ, რომ გაუმართლა. საქართველოში კი პროფესიონალების ნაკლებობაა. მე ის მომეწონა, რომ ყველაფერს მეკითხებოდნენ: თქვენ როგორ გინდათ, როგორც თქვენ იტყვით, ისე გავაკეთებთო... მე ავუხსენი, რომ ჯერ მე დავიწყებ, მერე ლუბა განაგრძობს-მეთქი. ყველაფერზე დამთანხმდნენ.
– საზოგადოებაში როგორი დამოკიდებულებაა   ქართველების მიმართ?
– საოცარი. ისეთი ადამიანები არიან, რომ მე ვერ ვიგრძენი, თუ სხვაგან ვარ და არა ოჯახში. ჯერ ლუბა ისე თბილად შემხვდა, იმდენი მაქო, მეფერა. მას იმდენი პროფესიონალი მომღერალი ჰყავს ნანახი, მე ვინ ვარ მათთან შედარებით, მაგრამ საოცარი შეხვედრა იყო. ვინც იქ იყო, ყველა საოცრად თბილად მელაპარაკებოდა საქართველოზე – როგორ უნდა დავათბოთ ურთიერთობები. ადამიანებს შორის არის ფანტასტიკური ურთიერთობა და პოლიტიკა სხვა საკითხია. თითოეულმა ჩვენგანმა ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული – ვისაც რა შეგვიძლია. მე ვფიქრობ, ბევრი ვერაფერი გავაკეთე ამ საქმით, მაგრამ ის კეთილგანწყობა, რაც ქართველ ხალხს აქვს რუსი ხალხის მიმართ, ვეცადე, ამეხსნა.
– რა რეაქცია გქონდათ, საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე: რომ ამბობდენ, კორკოტა რუსეთის აგენტია და ასე შემდეგ?
– რომ ჩამოვედი, ისეთი ამბავი დამხვდა, რას აღარ ამბობდნენ. კორკოტა პუტინის აგენტია – მე თავის მართლებას არ ვაპირებ, რადგან ისედაც მართალი ვარ. მე ხომ ვიცი და ღმერთმა ხომ იცის, რამხელა სისულელეა ეს ყველაფერი. ამ უსინდისო ადამიანებმა, უსინდისოს, რატომ ვეძახი იცი, ადამიანი რომ თავის თვალში დირეს ვერ ამჩნევს და სხვის თვალში ბეწვს ეძებს, უსინდისოა აბა რა!.. ბატონმა იმამმა, მიშამ რომ თავის დროზე ყველა სტრატეგიული ობიექტი გადააბარა რუსეთს, არავის ხმა არ ამოუღია და ახლა ის ადამიანები მე მაქილიკებენ. ეს არიას მონური იდეოლოგია. ნებისმიერი მათგანი რომ წასულიყო და ემღერა, მოვიწონებდი ამ საქციელს. მხოლოდ იმას კი არ დავარქმევდი, რომ ხელოვანი კაცია, წავიდა და იმღერა... ამით ურთიერთობების დათბობას ეწყობა ხელი. გული რაზე მწყდება, იცი? თუ მაგათ საქართველო ჩემზე მეტად უყვართ, ჭორაობით კი არა, საქმით დამიმტკიცონ. ამ ადამიანებს სინდისი რომ ჰქონდეთ, იმას გაითვალისწინებდნენ, რომ რუსეთში მილიონ ორასი ათასი ქართველი ცხოვრობს და იქაური გასამრჯელოთი არჩენენ ოჯახებს. რუსეთიდან ბევრმა ქართველმა ნაცნობმა, მეგობარმა დამირეკა ამ გადაცემის შემდეგ. ტიროდნენ, შენ გენაცვალე, ძველი დრო გაგვახსენე, როგორ წახვედი ისე, რომ არ გვინახულეო. მე მათ შევპირდი, რომ რუსეთში აუცილებლად გავმართავ კონცერტს იქ მცხოვრები ქართველებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ბიჭებთან ერთად. გადავფრინდებით, ბევრ ქართველს შევკრებთ და ისეთ კონცერტს გავმართავთ, რომ ქართველები ცხოვრების „იშტაზე“ მოვიყვანოთ.

скачать dle 11.3