კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

როგორ ტყუილებს პატიობს სოფო ბედია მეუღლეს და როგორი თავდაცვა აქვს მას გამომუშავებული

სოფო ბედიასა და მიშა მესხის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა. როგორც მომღერალი ამბობს, თანაცხოვრებამ უფრო სასიკეთოდ შეცვალა მათი ურთიერთობა, თუმცა შეყვარებულობის პერიოდშიც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს.
სოფო ბედია: ახალი სიმღერის პრემიერა უკვე მქონდა, რომელიც ეკუთვნის ლეილა ლეგაშვილს. ტექსტისა და მუსიკის ავტორიც ეს ქალბატონია. ძალიან დიდი ხანია, ჩემს მსმენელს ვპირდები ალბომს და უკვე დავიწყე სამზადისი. თან სიმღერებიც დამიგროვდა. 14 სიმღერა მაქვს უკვე, მაგრამ ველოდები ორი სიმღერის დამატებას, რომელიც ცოტათი საცეკვაო იქნება. მოგეხსენებათ, ჩემი რეპერტუარი უფრო რომანტიკულ, სევდიან სიმღერებს მოიცავს. სინამდვილეში ბუნებით სევდიანი არ ვარ, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემი პირველი სიმღერა – „იებით ხელში”, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, იყო პირველი „განათება“. მინდა, ისეთივე ბედი ერგოს ყველა ჩემს სიმღერას. ვცდილობ, ეს ალბომი იყოს საუკეთესო, რადგან პირველია. 
– სოფო, ერთი წელი გავიდა შენი და მიშას ქორწინებიდან, ამ პერიოდის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?
– ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა, ძალიან ბედნიერი ვარ. შეყვარებულობის პერიოდშიც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თანაცხოვრება მაინც სულ სხვაა. ამ დროს უფრო ეცნობი იმ ადამიანს, ვინც გიყვარს. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი გამართლებულია და კიდევ გავიმეორებ, ვარ უსაზღვროდ ბედნიერი, მხიარული. ამას აღვნიშნავ არა მხოლოდ მე, არამედ ირგვლივ ყველა. ადამიანს სახეზე აწერია ბედნიერება, თვალებში წაიკითხავ ყველაფერს. თამაში ცოტა ხანს შეიძლება გაგრძელდეს. თან პირად ურთიერთობაში თამაში ჩემთვის ძალიან მიუღებელია.
– მიშა სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?
– სიურპრიზები ნამდვილად არ გველევა. ჩვენთვის ყოველი დღე ვალენტინობა, რვა მარტია და ასე შემდეგ. საერთოდ, ორ ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ შეუწყობენ ხელს გრძნობა რომ არ გაიცვითოს და განელდეს. შესაბამისად, მიშაც ცდილობს, რომ რაღაც სიახლეები შეიტანოს ურთიერთობაში. მეც იგივეს ვაკეთებ. ეს სიახლეები კი ასოცირდება სიურპრიზებთან. ორივენი მხიარულები ვართ და ვუგებთ ერთმანეთს. ისე არ არის, რომ მე რადგანაც ცოლი ვარ, მიშამ ხასიათი „გამისწოროს”. ისიც ისეთივე გიჟი და გადარეულია, როგორიც მე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო მანქანა. მაშინ, შეყვარებულები ვიყავით. მამაკაცის მხრიდან არ ვიყავი განებივრებას მიჩვეული. უხერხულობაშიც კი ჩავვარდი, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა.
– თემა, რაზეც ხშირად კამათობთ.
– პოლიტიკურად არ ვკამათობთ (იცინის). ზოგადად, არ მიყვარს კამათი. ვარ ძალიან მშვიდი და მთავარია, არ გამაბრაზონ. თორემ, თუ გავბრაზდი, მტრისას (იცინის). ღმერთმა დამიფაროს კინკლაობა სერიოზულ ჩხუბში გადავიდეს. არანაირად არ მივესალმები ცოლ-ქმარს შორის თუნდაც ამაღლებული ტონით საუბარს. იმიტომ რომ, ეს ყველაფერი, როცა ხშირად მეორდება გრძნობაც ნელდება და ურთიერთობაც ფუჭდება. ვცდილობთ, ერთმანეთი დავარეგულიროთ. კამათი ყველას მოსდის, მერე შერიგებაა ყველაზე ტკბილი (იცინის).
– ზოგადად, ქალები ყოველთვის ამბობენ, რომ საყვარელ ადამიანს ღალატს არ აპატიებენ. მაგრამ, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მერე ამ სიტყვებს ივიწყებენ. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხის მიმართ?
– არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას. მე ადამიანურ ღალატსაც არ ვაპატიებ. ღალატი ჩემთვის მომაკვდინებელი ცოდვაა. რასაც ვერ ვაპატიებ, ეს არის ტყუილი და ღალატი. ტყუილი კიდევ ჩემთვის ღალატის ტოლფასია. რაღაც პატარა-პატარა ტყუილებს არ ვგულისხმობ, მაგალითად, სიურპრიზს რომ გიკეთებს და რაღაცას გიმალავს. ასეთებზე ტყუილებს ვპატიობ (იცინის). ზოგადად, ამ ცხოვრებაში ყველაფერს ვშიფრავ. საკმაოდ კარგად ვიცნობ მამაკაცის ფსიქოლოგიას და ვიცი, რა მომენტში საით გაიხედავს და ვის შეხედავს. გამოხედვით ვკითხულობთ ერთმანეთის აზრებს. საერთოდ, ძალიან ერთგული ვარ, არა მხოლოდ პირად ურთიერთობებში, არამედ მეგობრობაშიც. ჩემი ოჯახისა და მეგობრების გამო, წინ დავუდგები ყველასა და ყველაფერს. კაცური თავდაცვა მაქვს გამომუშავებული. ცხოვრებამ გამაძლიერა, თორემ მანამდე ძალიან წყნარი და ჩუმი ვიყავი. უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, მეშინოდა, ვინმეს რაიმე არ ეთქვა (იცინის). ახლა უკვე არაფრის მეშინია, ძალიან ძლიერი ვარ.
– მიშა ეჭვიანია? ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ცოლს რესტორანში მარტო არ გაუშვებს.
– ცუდად გაუგეს ეს სიტყვები. მიშა ძალიან ალალი ბიჭია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. არც ტელევიზიას ერიდება და არც არავის. როცა ცნობილი სახე გყავს მეუღლე, მით უმეტეს, ქალი, თან ეს ქალი საკმაოდ წარმატებულია და კარგად გამოიყურება, შევიფერე (იცინის), ყოველთვის არის საპირისპირო სქესისგან დაინტერესება. არანაირი რეაქცია არ აქვს, როცა ჩემ მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, თუნდაც ხელზე ამბორით. მაგრამ, ზოგი ცოტა ზედმეტად გამოხატავს თავის ემოციებს და ეს იგულისხმა მიშამ. მსგავსი რამ კი, რესტორანში ხდება. თან, მე რესტორანში ვმღერი. ქალებმა ისე გაიგეს, რადგანაც ჩვენ რესტორნებში დავდივართ კაცების გარეშე, ვითომ რაო. იარეთ, ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ნდობის ფაქტორი მიშასგან ნამდვილად არ მაკლია. უბრალოდ, არ სიამოვნებს, მარტო რომ წავიდე რესტორანში, რადგან იქ შეიძლება, გამოხატონ ჩემ მიმართ ზედმეტი ყურადღება. ჩვენ არ ვაძლევთ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს. იმ დონეზე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ზუტად ვიცი, ჩემ გარდა არავინ აინტერესებს. ძალიან ბევრი ლამაზი ქალი და მამაკაცია, მაგრამ მე იმ დონეზე ვარ დაკეტილი, არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, საერთოდ არ მაინტერესებს, მიშას იქით რა ხდება. ისიც ასეა. ღმერთმა დამიფაროს ღალატისგან. ეს არის უპატიებელი.
– მიშასა და ნიკას როგორი ურთიერთობა აქვთ?
– ზოგადად, ყველა დედა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორ მიუდგება მისი მეორე ნახევარი შვილს. მე ბედნიერი ვარ, რომ მიშა, როგორც საკუთარ შვილს, ისე ეპყრობა, ანებივრებს და ეთამაშება ნიკას. ისე უგებენ ერთმანეთს, პატარა ბავშვები ვერ გაუგებენ. ნიკაც ბედნიერია, უყვარს და პატივს სცემს. ნიკასგან არ ვითხოვდი მამასავით შეეხედა მისთვის, მამასავით ვერავის შეხედავს. მამა არის მამა, როგორიც არ უნდა იყოს. მას ძალიან კარგი მამა ჰყავს. მახარებს, რომ ასეთი ურთიერთობა აქვთ და ძალიან ვაფასებ ორივეს მხრიდან ყოველივეს.
– დედამთილთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
– კი, ძალიან. თავიდან ცოტა ვღელავდი, ვიდრე გავიცნობდი, რადგან პირველ ბედში არ მყავდა დედამთილი, გარდაცვლილი იყო. შესაბამისად, არ ვიცოდი ეს ურთიერთობა რა იყო. ზოგად სურათს რომ ვუყურებ, საქართველოში რა სიტუაციაცაა რძალ-დედამთილს შორის, მეშინოდა. თან, შვილიანი რომ ვიყავი, ეს ფაქტორიც მქონდა. იქნებ ჩემი შვილი არ მიეღოთ ან რაიმე მსგავსი. მე კიდევ, განხეთქილებები და დაპირისპირება არ შემიძლია, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ვერ შევქმნიდი ოჯახს. მეყოფა ის ტანჯვა, რაც გავიარე ცხოვრებაში. ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ფანტასტიკური დედამთილი მყავს – ვდაქალობთ, ვმეგობრობთ... როცა სალაპარაკო მაქვს, ვურეკავ და დაქალივით ვუყვები ყველაფერს. ისიც, როგორც დედა დაუდგება შვილს გვერდით, ისე მამხნევებს და მარიგებს.

скачать dle 11.3