კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღნიშნეს გიორგი გაბუნიამ, გიორგი ნაკაშიძემ და ნიკა გვარამიამ გაბუნიას 40 წლის იუბილე იახტაზე და რატომ გაუჭირდათ მომღერალთან გამოთხოვება ლიტვაში გოგონებს

პროექტ „X ფაქტორის“ მეორე სეზონის გამარჯვებულის, გიორგი ნაკაშიძის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია და, ახლა, ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ, უკვე თბილისში დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. ცოტა ხანში ბათუმიდან თავის ბენდსაც ჩამოიყვანს, რომელთან ერთადაც წინ დიდი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე კი, „რუსთავი 2-ში“ მუშაობის პარალელურად, ბარშიც მღერის და ცოტა ხნის წინ, თავისი ხმით ლიტველების გაოცებაც შეძლო.
გიორგი ნაკაშიძე: „რუსთავი 2-ზე“ დავიწყე მუშაობა „The ვანოს შოუში“. ჩემი და ნინი ბრეგვაძის დუეტი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს და ამიტომ შემოგვთავაზეს, რომ გადაცემა ჩვენი სიმღერით დაგვესრულებინა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. სიმღერა ჩვენი საქმეა, გადაცემაშიც ძალიან ბევრჯერ გვიმღერია, ასე რომ, შეჩვევა არ გაგვიჭირდა. კარგია, რომ დაკავებულები ვართ. თან, ასეთ რეიტინგულ შოუში. ხალხს უნდა, რომ ერთად ვიყოთ და ამიტომ ყველგან ერთად ვჩნდებით, რასაც ბევრი ჭორი მოჰყვება ხოლმე. ვალენტინობას ბიძაშვილის საცოლისთვის ვარდები უნდა მეჩუქებინა. თაიგულს ფოტო გადავუღე და „ფეისბუქზე“ ავტვირთე, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა – ყველამ ჩათვალა, რომ ნინისთან მიმქონდა.
– სინამდვილეში როგორი იყო შენი ვალენტინობა?
– მეგობრებთან ერთად ვიყავი და შემდეგ „მისტერ ვალენტინის“ კონკურსს დავესწარი. არაფერი განსაკუთრებული, რადგან ამ მომენტში ჩემს ცხოვრებაში არ არის გოგო, რომელიც მომწონს და რომელზეც ვფიქრობ. ამ საკითხში ცოტა პრეტენზიული ვარ. გოგო, პირველ ყოვლისა, შინაგანად უნდა მომეწონოს. ისეთივე ჩვეულებრივი უნდა იყოს, როგორიც მე ვარ. არ მიყვარს უყურადღებო გოგონები და, რომ მომეწონოს, აუცილებლად ლამაზი და საყვარელი უნდა იყოს (იცინის).
– როგორც ვიცი, კიდევ ბევრი სიახლეა შენს ცხოვრებაში.
– „რუსთავი 2-ში“ მუშაობის პარალელუარად, ბარშიც ვმღერი. გარდა ამისა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა: ჯარს მოვრჩი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი და უკვე სამი თვეა, მარტო ვცხოვრობ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება იმდენად მინდოდა, ყველაფერს მივეჩვიე.
– სახლის საქმეებს როგორ აგვარებ?
– მეგობრები მეხმარებიან. სარეცხ მანქანაში ტანსაცმლის შეყრა და ლოგინის გასწორება პრობლემას აღარ წარმოადგენს. თეფშებსაც ვრეცხავ (იცინის). საჭმლის მომზადება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეგ პრობლემა არაა, რადგან ყველაფერს გამზადებულს ვყიდულობ.
– ახალი ცხოვრების დაწყებასთან ერთად, ტატუც გაგიკეთებია. რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?
– დიახ, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში გამოსახული ვარსკვლავი ჩემი პირველი განხორციელებული ოცნების სიმბოლოა, რადგან „X ფაქტორში“ მონაწილეობის შემდეგ ხალხის რჩეული გავხდი. შემდეგ – თავის ქალის ჩონჩხის გამოსახულება ნიშნავს, რომ სიკვდილის არ მეშიანია – ეს ჩემი კრედოა და, მესამეა ვარდი, რომელიც მოსიყვარულე ადამიანის სიმბოლოა. მე ჩემს თავს ძალიან მოსიყვარულედ მივიჩნევ.
– ბევრი ცნობილი მეგობარი გყავს. ბუნებრივია, ძირითადად, „რუსთავი 2-ში“. განსაკუთრებით გიორგი გაბუნიასთან მეგობრობ, რომელიც შენი მენტორი იყო, არა?
– მე და გიორგი, პროექტიდან მოყოლებული, დღემდე ვმეგობრობთ. როცა „ოთხი სკამის” კონკურსის შემდეგ მარტო დავრჩით, გიორგი მაქსიმალურად მედგა გვერდში და, ცდილობდა, არ მენერვიულა. ახლა უკვე კოლეგები ვართ და ერთად ვმუშაობთ (იცინის). ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანია, მასთან არასდროს მოიწყენ, მაგრამ ხანდახან ავლენს ხოლმე რთულ ხასიათს – უცებ შეეცვლება განწყობა და ვეღარ გააცინებ. თუ ასეთ ხასიათზეა, ჯობია, საერთოდ არ დაელაპარაკო (იცინის). ამ დროს არ გელაპარაკება, შენც ცუდ ხასიათზე რომ არ დაგაყენოს. მახსოვს, ფინალის დრო ნერვიულობისგან ხმა დავკარგე და ლამის ხელებით დავდიოდი (იცინის). გაბუნია ძალიან მეხმარებოდა, რომ ნერვიულობა გადამელახა. სიტყვიერი გამხნევების გარდა, ერთად ვსვამდით (იცინის). გაბუნიას არ უყვარს დალევა და საერთოდ არ სვამს, მაგრამ მაშინ ორივე ვნერვიულობდით და ვსვამდით. იმდენს არა, რომ დავმთვრალიყავით, უბრალოდ, ხასიათზე მოვდიოდით.
– მენტორთან მეგობრობა გასაგებია, მაგრამ, ტელევიზიის დირექტორთან დამეგობრება როგორ მოახერხე?
– ნიკა გვარამიასთან ვმეგობრობ-მეთქი, რომ ვთქვა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა – მაინც ტელევიზიის დირექტორია (იცინის). მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, რაღაც მომენტში, მაინც ცოტა დაძაბული ვარ. ძალიან კარგი და ერთგული ადამიანია, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც ისე ვუყურებ, როგორც დირექტორს. თუ გაბუნიას ყველაფერს ვეუბნები, ნიკასთან ცოტა შებოჭილი ვარ, მაინც ნიკა გვარამიაა და, ადვილი ხომ არაა, გახსნილად დაელაპარაკო?! (იცინის).
– რჩევისთვის თუ მიმართავ ხოლმე გაბუნიას?
– დიახ, როცა რამე მაინტერესებს, ყველაფერს მასწავლის. არა მხოლოდ შემოქმედებით, ცხოვრებისეულ საკითხებშიც, თუნდაც ტანსაცმლის, სუნამოს ან რაიმე მსგავსის შერჩევას ეხებოდეს საქმე. ზაფხულში ბათუმში იყო ჩამოსული და ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი. ვიცოდით, რომ ჩამოდიოდნენ გიორგიც და გვარამიაც. გაბუნიას დაბადების დღე ჰქონდა, იახტაზე დავპატიჟეთ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი 40 წლის იუბილე. სხვათა შორის, თავის ასაკს არ მალავს, მაგრამ, რომ ამბობს, მაინც არავის სჯერა. ერთხელ, უთხრეს, 28 წლის იქნებიო. მერე ჩემზე ვიკითხე და – შენც ეგრეო. არადა, მე 19-ის ვარ, ის – 40-ის (იცინის).
– ხალხს როგორი რეაქცია აქვს, როცა ერთად გხედავენ?
– გამარჯვებას გვილოცავენ და ფოტოებს გვიღებენ. ბათუმში ჩემი ნათესავის ქორწილი იყო. იცოდნენ, რომ გაბუნიაც იქ იყო და ჩემთან ერთად დაპატიჟეს. არ მოდიოდა, მაგრამ ძალით წავიყვანე და ორი საათი ფეხზე ვიდექით – ყველა ფოტოს გადაღებას გვთხოვდა. მერე გაბუნიას ყანწები და მიკროფონი მიართვეს სადღეგრძელოს სათქმელად (იცინის). ერთხელ, ისევ ბათუმში, რესტორანში რომ შევედით, აჭარლებმა გაბუნია „დაითრიეს“, ყანწი მიაწოდეს და ჩაახრჩვეს სასმელში (იცინის).
– ცოტა ხნის წინ ლიტვაში გამართულ მუსიკალურ კონკურსში მიიღე მონაწილეობა. როგორ შედეგს მიაღწიე?
– კონკურსში 27 ქვეყანა მონაწილეობდა. რომ ჩავედი, არავინ იცოდა, ვინ ვიყავი, მაგრამ, რეპეტიციაზე რომ ვიმღერე, მერე გამიცნეს და უკვე გამარჯვებულად მთვლიდნენ (იცინის). დიდი ყურადღება წამოვიდა, უამრავი გოგო დამესია და, მოკლედ, დიდი სიამოვნება მივიღე (იცინის). თან, გაიგეს, რომ საქართველოში გავიმარჯვე და გადარეულები იყვნენ – ეს ვინ ყოფილაო. სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი და გავიმარჯვე კიდეც. უკრაინაშიც მიმიწვიეს მსგავს ფესტივალზე და, შეიძლება, წავიდე. ლიტვაში მონაწილე გოგოებს ისე შევუყვარდი, რომ ძალიან გაუჭირდათ ჩემთან გამოთხოვება; ერთმა იტირა კიდეც. მითხრეს, ზაფხულში აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოშიო (იცინის).

скачать dle 11.3