კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

როგორ უნდა მოვიქცეთ საფრთხის მომასწავებელი სიზმრის ნახვის შემდეგ და როგორ ადამიანებს შორის ვერ ხდება სასიყვარულო ურთიერთობის აწყობა

ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო, ხშირად რეალურად ვერ ვაანალიზებთ იმ მოვლენებსა და ფაქტებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. არადა, არ არის გამორიცხული, ზოგი მოვლენა ერთგვარი წინასწარმეტყველებაც კი იყოს და ამ მინიშნებამ შესაძლო უბედურება აგვარიდოს თავიდან. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანული ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევა ხდება, ბევრი მოვლენა ჰგავს ერთმანეთს და ეს კანონზომერებაა, ამაზე კი უნდა დავფიქრდეთ და აუცილებლად მოვახდინოთ რეაგირება.

 ნანული: თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენს ცხოვრებაში ხშირია დამთხვევები, რაც შემთხვევით არ ხდება. კანონზომიერებას ექვემდებარება დედამიწის ყველა მცხოვრები რეალურ სამყაროში. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი კი სამყაროს ერთ-ერთი თვისებაა. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რამე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან, ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, კვლავ განმეორდეს და იმავე დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ დღეებსა და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, როგორც იტყვიან, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ხვდებით, რომ, მაგალითად, ორშაბათობით ან პარასკეობით, 1, 6 ან 9 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებით უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი თუ დღე და ამ დღეებსა და რიცხვებში ფრთხილად უნდა იყოთ. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმრებს.  ადამიანების უმრავლესობა, აღიარებს ამას თუ არა, სიზმარს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, დილას გაღვიძებულებმა ახსნან, კარგის მაუწყებელია ის თუ ცუდის.
–  თუ ვფიქრობთ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ვნახეთ?
–   თუ ფიქრობთ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ნახეთ, არსებობს მისი განეიტრალების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად, ძველი ხალხური მეთოდები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ. მაგალითად, სიზმრის მოყოლა გამდინარე წყლისთვის, რათა ის მას გაჰყვეს; სანთლის დანთება და მის წინ ღამეული კოშმარის უთქმელად გააზრება, რათა ის მის ალს გაჰყვეს და ასე შემდეგ.
– ამბობენ, დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია ღამით ხილვად გადაიქცევა და ის მომავლის წინასწარმეტყველი ხდებაო. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
–  იმ მოქმედებას, რომელიც ადამიანს ესიზმრება, იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც რეალობაში. ამ აზრს ბევრი მკვლევარი არ ეთანხმება და ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. მაგრამ, ის კი ნამდვილად დადგენილია, რომ წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა სიზმარს ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს და ყურადღების გარეშე არ დატოვოს. როცა სიზმრის უარყოფით შედეგებზე ვიწყებთ ფიქრს და შიში გვიპყრობს, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას ვიზიდავთ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ჩვენზე იმოქმედოს ცუდად, არამედ იმაზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ და მას ყურადღება არ მიაქციოთ, რითაც, საკუთარ თავს ავნებთ და უფრო მეტად გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, რომელიც წინ გელით, სიზმარში ნანახის გათვალისწინება კი ამას გაგიადვილებდათ. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სიზმარს ყური ვუგდოთ, გავიაზროთ და მის მინიშნებას მივყვეთ.
–  იმის შესახებ, რომ უხილავი ენერგეტიკული სამყაროა ჩვენ გარშემო, ბევრს საუბრობენ, მაგრამ, რეალურად რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაზე?
–  ახლავე მოგახსენებთ. აი, მაგალითად, დღეს ბევრს საუბრობენ უიღბლო სიყვარულზე, წყვილებს შორის უთანხმოებაზე, განქორწინებებზე და ასე შემდეგ. ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებებიც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. ხოლო, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის,  ამაში გამძაფრებული ინტუიცია  და წინათგრძნობები დაგეხმარებათ. ერთ-ერთი საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას იღლებით, ხშირად გეცვლებათ გუნება-განწყობა ან შინაგანი ფორიაქი გეწყებათ. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებლად დაფიქრდით, რა იწვევს ამას. ზოგადად კი ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან, რაც ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს – იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, რომ გაუზიაროთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დროთა განმავლობაში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ დონეზე შეუთავსებლობა იწვევს კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს და ამიტომაც იზრდება ასე კატასტროფულად, განქორწინებათა რიცხვი. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, საერთო აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო იზიდავს და აახლოებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს ერთმანეთის გვერდით.

скачать dle 11.3