კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ეგონა აბანოში შესულ ნანა ნებიერიძეს თავი სულთნის ცოლი და როგორ მოხიბლა მან თურქეთის სპორტის მინისტრი

მიუხედავად სპორტში დიდი მიღწევებისა, ფართო აუდიტორიამ ნანა ნებიერიძე პროექტებიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ორი ვარსკვლავი“ გაიცნო. ამის შემდეგ, ის საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა, დიდი ხანია, ნანა საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ჭორიც კი გავრცელდა, მან საქართველო დატოვა და  საცხოვრებლად უცხოეთში გადასახლდაო. როგორც გავიგეთ, ის თურქეთში მიიწვიეს და ახლა იქ აგრძელებს კარიერას. თუმცა, როგორც თავად გვითხრა, მას არ დაუტოვებია თავისი ქვეყანა, სარფიანი შემოთავაზების გამო, დროებით წასვლა მოუწია და დღეს ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

 ნანა ნებიერიძე: თურქეთიდან საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი, აქ ჩამოვსულიყავი. მთავარ მწვრთნელად დავინიშნე და ტანვარჯიშში ვავარჯიშებ ბავშვებს. სხვათა შორის, სანამ წყალში ხტომაზე შევიდოდი, მეც ტანმოვარჯიშე ვიყავი. დღეს საკმაოდ დაკავებული ვარ, მაგრამ მაინც მრჩება იმის დრო, დავფიქრდე ჩემს წარსულ ცხოვრებაზე, მომხდარ მოვლენებზე, რა შეცდომები დავუშვი, რა გავაკეთე, რა ვერა და მივხვდი, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ.  ცხოვრებაში უფრო მეტი პლიუსი მაქვს, ვიდრე მინუსი. როცა სპორტულ კარიერაში პიკს მივაღწიე და საკმაოდ წარმატებული ვიყავი, რთული, 90-იანი წლები დაემთხვა და ხალხი სტრესიდან გამოდიოდა. ვის ცხელოდა სპორტისთვის. წყალში ხტომაში ვიყავი ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე. ამერიკაში, აზიასა და ევროპაში წყალში ხტომა საკმაოდ პოპულარული სპორტია. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ასე  არაა. მე მოცურავე არ ვარ, როგორც ამბობდნენ, როცა პროექტებში გამოვჩნდი. ამიტომაც იყო, რომ საზოგადოებამ გამიცნო პროექტებიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ორი ვარსკვლავი“. ვხუმრობ ხოლმე, წყლიდან რომ ამოვედი, ავმღერდი, ავცეკვდი და მერე შემამჩნია და შემიყვარა ხალხმა-მეთქი (იცინის). კი ბატონო, სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ შინაგანად, სულ მქონდა სურვილი, სცენაზე დავმდგარიყავი. ცეკვა და სიმღერა ბავშვობიდან მომწონდა და ავიხდინე ოცნება. ეს ეტაპიც გადავლახე და ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი.
– ცხოვრების ახალ ეტაპში იმას გულისხმობ, რომ თურქეთში მოგიწია საცხოვრებლად გადასვლა და იქ სპორტული კარიერის გაგრძელება?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ. ძალიან ლამაზ გარემოში აღმოვჩნდი. ქალაქი უშაკი, სადაც ვცხოვრობ, იზმირთან ახლოსაა. არც ისე დიდი ხანია, რაც ეს ქალაქი  დაარსდა და თითქმის, სულ ახალგაზრდები ცხოვრობენ. ვმუშაობ სპორტულ კლუბში, მთავარ მწვრთნელად. ამ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
– თუმცა, საქართველოში გავრცელდა ჭორი, რომ მილიონერი თურქი მოიხიბლა შენით და ცოლობა გთხოვა. ამიტომ გადახვედი იქ საცხოვრებლად.
– (იცინის) სამუდამოდ დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ. ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და მერე რა იქნება, არავინ იცის. აქ რომ ჩამოვედი ენაც არ ვიცოდი, ახლა ვსწავლობ. გამიჭირდა ენის ბარიერის გადალახვა, რადგან ბავშვებმა, ვისაც ვასწავლი, არც ინგლისური იციან და არც რუსული, თავისთავად, – არც ქართული. ამიტომ, მიწევდა ხელებითა და ფეხებით ლაპარაკი (იცინის). ახლა ცოტა დავამუღამე თურქული და ნელ-ნელა ვიწყებ ლაპარაკს.  თუმცა, ის რომ მილიონერი თურქია ჩემზე შეყვარებული, ამაზე რა გიპასუხოთ, არც კი ვიცი. თუ გამოჩნდა, არ დაგიმალავთ. თურქეთში რომ წამოვედი, ვერ მიხვდნენ რატომ და ამიტომ, მოიგონეს ჭორი, თითქოს მილიონერზე ვთხოვდები. ზოგადად, თუ შევხვდი ვინმეს, შემიყვარდა და ერთმანეთს გავუგებთ, რატომაც არა?! ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი სიყვარული და ერთად ყოფნაა. სიმართლე გითხრათ, ასეთი კარგი ხალხი თუ იყვნენ თურქები, არ მეგონა. საოცრად თბილად მიმიღეს. ყოველდღე მოდიან მეზობლები და მეკითხებიან, რამე თუ გჭირდება, არ მოგერიდოს, მარტო არ იგრძნო თავიო. ჩემი დირექტორის ცოლთან ვმეგობრობ და ხან წვეულებებზე დამატარებს, ხან ქორწილებში და ხარ „დევიშნიკებზე“ (იცინის). პირველად, „დევიშნიკზე“ რომ მოვხვდი, იქ „ვიგულავე“ – ოქრო ვნახე, ნუ მკითხავთ  (იცინის). ქართულად ვიცეკვე და თვალები ჭყიტეს. 300 ქალი ვიყავით და ძალიან გავერთეთ. ქალაქ უშაკში არის ყველაზე ძველი აბანო და პირველად რომ ჩამოვედი, იქ წამიყვანეს. რომ შევედი, ისეთი მოპირკეთებული იყო მოზაიკებით და გვემსახურებოდნენ მექისეები, რომ არ დამიჯერებთ, თავი ნამდვილი დედოფალი, სულთნის ცოლი მეგონა (იცინის). კი ვიცოდი, თურქული აბანოს შესახებ, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი.  მთელი ქალაქი მიცნობს და უნდა ნახოთ, ქორწილში რომ ვცეკვავ, გაოცებული მიყურებენ: ასე კარგად სად ისწავლეო (იცინის). სოციალურ ქსელში ნახეს ჩემი გამოსვლები „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და ყველა მეუბნებოდა, როგორ უხდები სცენასო.
– თურქულ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ ხომ არ აპირებ მონაწილეობის მიღებას? ხომ არ ყოფილა შემოთავაზება?
– დიდი სიამოვნებით დავთანხმდები და ვიცეკვებ თურქულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რასაკვირველია, თუ შემომთავაზეს. უარს ნამდვილად არ ვიტყვი. თან, აქ ბევრი მიცნობს და ბევრი გულშემატკივარიც მეყოლება. თურქეთი ნამდვილი ევროპაა. სულ ვცდილობ, არ ვიყო განსხვავებული, რადგან ისედაც გამოვირჩევი. მათ კულტურას პატივს ვცემ და ამიტომაც, გადავწყვიტე მათი ენის შესწავლა. მაღაზიაში რომ შევდივარ ან ვსეირნობ, ყველა მცნობს – ხელს მიქნევენ და ნანა, ნანას მეძახიან. აქ ჩამოვედი სექტემბრის ბოლო რიცხვებში და 7 იანვარს ჩემს ბავშვებს ჰქონდათ პირველი შეჯიბრება. არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. ეს ჩემი ერთგვარი წარდგენა იყო როგორც მწვრთნელის და უნდა მეჩვენებინა, ვინ ვარ და რა შემიძლია. წარმოიდგინეთ, ყველა ჩემი მოსწავლე ჩემპიონი გახდა. ახლა სტამბულში გვაქვს გამოსვლა და იმედია, იქაც მასახელებენ. 150 ბავშვს ვავარჯიშებ და დამიჯერეთ, მგონია, ყველა ჩემი შვილია. ვხუმრობ ხოლმე, გინესის წიგნში უნდა შევიდე, ერთბაშად 150 ბავშვი ვიშვილე-მეთქი (იცინის). თუმცა, ყველაზე მეტად ჩემი შვილი, შვილიშვილი, დედა  და მეგობრები მენატრებიან. მაგრამ, ასე მგონია, ჩემს მეორე სახლში ვარ, ისე მივეჩვიე აქაურობას. პატივს მცემენ, მატერიალურადაც კარგად ვარ და ამიტომ, არ ვწუწუნებ. თან, აქ უამრავი მეგობარი გავიჩინე და ისინიც მეხმარებიან სიმარტოვის გადალახვაში. აქ იციან შრომის ფასი. შრომისმოყვარე ხალხია და ძალიან სტუმართმოყვარე. თავი პირველი ლედი მგონია (იცინის).
– ამბობენ, თურქი მინისტრები შენით აღფრთოვანებულები არიან და რამდენიმე მათგანთან მეგობრობ კიდეც. ასეა?
– კი მართალია, თურქეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს ვიცნობ და ვმეგობრობ კიდეც. შეჯიბრებას, სადაც ჩემი ბავშვები გამოდიოდნენ, სპორტის მინისტრი ესწრებოდა და იკითხა, ვისი ბავშვები არიანო. ჩემი თავი  რომ გააცნეს, მოიხიბლა და დღეს ვმეგობრობთ.  ზოგადად, დიდ თანხებს დებს სპორტის განვითარებაში თურქეთის მთავრობა. ფედერაციამ მიქირავა მეც მყუდრო და კეთილმოწყობილი ბინა და ისინი იხდიან ფულს. სამსახურში ფეხით მისვლას ხუთი წუთი უნდა. ჩემი ბავშვები კი მწერენ წერილებს, მიხსნიან სიყვარულს, მანებივრებენ. აქ პოპულარული ვარ, როგორც უცხოელი და აქ უცხოელებს დიდ პატივს სცემენ, მით უმეტეს, ქართველებს. ხელის გულზე მატარებენ. თან, რვა დამხმარე მომამაგრეს. ითვალისწინებენ ჩემს სპორტულ მიღწევებსაც, ამიტომაც მცემენ პატივს.

скачать dle 11.3