კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

დათო როსტომაშვილის ანეკდოტები


ეკლესიაში გოგონა შესჩივის მოძღვარს:
– მამაო, გუშინ გამაუპატიურეს და რა ვქნა?
–  დაწურე ექვსი ლიმონი და დალიე უშაქროდ.
–  და რა, ისევ ქალიშვილი გავხდები?
–  არა, მაგრამ სახეზე ნეტარება მოგშორდება.
***
დილით, ახალგაღვიძებული ცოლი ეკითხება ქმარს:
–  სიზმარში ვნახე, ვითომ ყელსაბამი მიყიდე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?
–  ოხ, შე ეშმაკო, შენ! საღამოს გაიგებ რასაც ნიშნავს.
საღამოს სახლში დაბრუნებულ ქმარს ხელში ქაღალდში გახვეული რაღაც უჭირავს. ცოლი ეცა, გამოჰგლიჯა ხელიდან და ეკითხება:
– ეს რა არის?
– სიზმრების ახსნის წიგნია, ხშირად რომ არ შემაწუხო დილით, ახალგაღვიძებულზე.
***
კონტროლიორი ადის ავტობუსში და გურულ მგზავრს ეკითხება:
– ბილეთი გაქვს?
– არა და შენ გაქვს?
– არა,  მე კონტროლიორი ვარ.
– ეგრე, ძამა, მამაც კია მანტიორი, მარა დენის ფულს მაინც ვიხდით.
***
კაცი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება:
–  ბოქსის ხელთათმანები გაქვთ?
–  არა.
–  კარგი. მაშინ, წყლის ქუდი მომეცით.
–  არც ქუდი გვაქვს.
–  მაშინ, თხილამურები მინდა.
–  არც თხილამურები გვაქვს, ბატონო და საერთოდ, იცით, ჩვენ ამ მაღაზიაში მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს ვყიდით.
–  მაშინ, ერთი ბოთლი არაყი მომეცით.
გამყიდველმა მიაწოდა ბოთლი და კაცმა ჩაილაპარაკა:
–  აჰა, ღმერთია მოწამე, რომ მე სპორტით დაკავება მინდოდა.
***
ცოლი სილამაზის სალონიდან გამოვიდა. გარეთ ქმარი ელოდებოდა. აათვალ-ჩაათვალიერა ცოლი და ჩაილაპარაკა:
–  არა უშავს, სათქმელი მაინც ხომ გექნება, რომ სცადე.
***
საერთო სუფრაზე ამერიკელი კონსერვით მივიდა, ფრანგი – საუკეთესო ღვინით, შოტლანდიელი – ვისკით, გერმანელი – ლუდით და სოსისით, ქართველი – მწვადითა და ხაჭაპურით, სომეხი – ბიძაშვილით.
***
კახელი ბავშვი ეკითხება მამას:
–  მამიი, მე იღბლიანი ვარ?
–  იღბლიანი ხარ, ჯო, მა რა ჩემი ფეხები ხარ! შენ წინააღმდეგ ვერც პრეზერვატივმა გაჭრა და ვერც აბორტმა გაამართლა.
***
კაცი ქუჩაში მეგობარს შეხვდა და ეკითხება:
–  რატომ ხარ ეგრე დანაღვლიანებული, მოხდა რამე?
–  კი, გუშინ ავტობუსით ვიმგზავრე და ხალხის სახეებს ვაკვირდებოდი.
– მერე?
–  მერე, ხომ ამბობენ, სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოსო?
–  კი, ამბობენ.
–  ხოდა, თუ იმ სახეებით ვიმსჯელებთ, ომი გარდაუვალია.

скачать dle 11.3