კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

14 წელია, ვერიკო ტურაშვილი ყოფილ დედამთილთან ერთად ცხოვრობს

როგორც ყველასთვის ცნობილია, ვერიკო ტურაშვილს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. თუმცა, მომღერალი უკვე 14 წელია, დედამთილთან ერთად ცხოვრობს. მათი ურთიერთობა იმაზე მეტია, ვიდრე რძალ-დედამთილის. როგორც ვერიკო ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს სტატუსს, მთავარი ურთიერთგაგებაა. მომღერალმა დედამთილის  პატივსაცემად მეორე ქალიშვილს, რომელიც წლის და ორი თვისაა, მისი სახელი – ნატა დაარქვა. უფრო დაწვრილებით,  როგორია მათი თანაცხოვრება და რა ხდება შოუ-ბიზნების წარმომადგენლის ცხოვრებაში, სტატიიდან შეიტყობთ.
ვერიკო ტურაშვილი: აქტიური პერიოდი მაქვს – ისეთი პასიური აღარ არის როგორც შარშან და წინა წლებში მქონდა. ზაფხულის შემდეგ გავაქტიურდი. ორი ახალი სიმღერა ჩავწერე, რომლებიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. ერთზე კლიპი გადავიღე, მეორეზე ახლა ვაპირებ გადაღებას. 2016 წელი დაიწყო ძალიან კარგად. ახალ წელსაც შედარებით ბევრი კონცერტი იყო. ამ ყოველივესთან ერთად, „ასსა ჰოლში” ვმუშაობ სტაბილურად. არის დღეები, როცა ბენდთან ერთად ვარ, ან კიდევ, კახა კუხიანიძესთან ერთად მაქვს კონცერტი.
– ერთხელ ახსენე, რომ ლიზას დაბადების შემდეგაც ასეთი აქტიური პერიოდი გქონდა და ნატაშას შემთხვევაშიც, იგივე განმეორდა. ეს დამთხვევა რაზე მიანიშნებს?
– დიახ, ასე დაემთხვა. მოკლედ, ბავშვები უნდა გავაჩინო, რომ მერე ბევრი ვიმღერო (იცინის)... ალბათ, იმაზე, რომ სტიმულს მაძლევს ჩემი შვილები.
– ნატაშკა დიდი გოგოა უკვე, ხომ არ ჭირვეულობს?
– ეს არის ყველაზე უპრობლემო ადამიანი მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია – დიდი თუ პატარა. თავისი ხასიათით გაჩნდა. ხომ ამბობენ, როგორც გაზრდი, ისეთი ხასიათი ჩამოუყალიბდებაო. არა, ნატაშკა დაიბადა თავისი ხასიათით. არავინ  შეუწუხებია არც ორსულობის პერიოდში და არც გაჩენის შემდეგ. ძალიან მშვიდი და კარგი გოგოა.
– ვის ჰგავს ასეთი მშვიდი? ლიზას ბავშვობას არ გახსენებს?
– მართლა არავის ჰგავს საკუთარი თავის გარდა.  ჯერ პატარაა, წლის და ორი თვისაა. ახლახან აიდგა ფეხი და ძალიან ფრთხილია. ლიზა უფრო პრეტენზიული იყო და ბევრ ყურადღებას ითხოვდა, შესაბამისად, მეც მიჯაჭვული ვიყავი მასზე. ნატაშკას შემთხვევაში ასე არაა, ჩვეულებრივად ვმუშაობ და პრობლემას არ მიქმნის.
– პროფესიიდან გამომდინარე, ქალაქის დატოვებაც ხშირად გიწევს. ამაზე როგორი რეაქცია აქვს?
– მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ეს საკითხი უფრო რთულად უნდა ყოფილიყო, გაგიკვირდებათ და საერთოდ არ ჰქონია გართულება. 2-3 დღე დამიტოვებია ისე, რომ არც უტირია. როცა იცის, სახლში არ ვარ, ჩვეულებრივად ეგუება.
– ლიზას როგორი ურთიერთობა აქვს პატარა დასთან? ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, ლიზა უფრო პატარა რომ ყოფილიყო, დიდი შანსია, ეჭვიანობის მომენტები ჰქონოდა, რადგან ძალიან მოჯაჭვულია ჩემზე. დიდი გოგოა და პირიქით, ძალიან მეხმარება. ერთხელაც არ მიგრძნია, ნატაშკაზე ეგოისტობდეს. რაც შეიძლება, ლიზას ასაკის ბავშვს ანდო და გააკეთებინო, ყველაფერს უკეთებს.
– სოციალურ ქსელში ნატაშკას ვიდეოებს რომ ვუყურებ, მუსიკალური ბავშვი ჩანს... ლიზა, დედის მსგავსად, მომღერლობას ხომ არ აპირებს?
– ნატაშკას ჯერჯერობით  კარგი რეაქცია აქვს მუსიკის გაგონებაზე. ვფიქრობ, მუსიკალური იქნება. რაც შეეხება ლიზას, ამ ეტაპზე არ ფიქრობს სიმღერაზე. მინდა, კლასიკური ვოკალი მოსინჯოს, მაგრამ თვითონ დიდად არ აქვს ამის სურვილი. უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. ლიზას ასაკში, პირადად მე, ბევრჯერ შემეცვალა აზრი იმის შესახებ, თუ რა პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვიცი, თვითონ რას და როგორ გადაწყვეტს.
– ვერიკო, დედამთილთან გაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც ქართულ რეალობაში ცოტა უცხო ფენომენია. რამდენ წელს ითვლის თქვენი თანაცხოვრება?
– 14 წელია, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვორობ და ერთად ვიცხოვრებთ სულ. აქ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, რძალ-დედამთილიც აღარ ვართ. ნატა ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს კარგად ეწყობა, მე მგონი, მნიშვნელობა არ აქვს, დედამთილი იქნება, თუ რძალი. არის შემთხვევბი, როცა მშობლებთან, დედმამიშვილებთან აქვთ დაძაბული ურთიერთობა. ჩვენს შემთხვევაში, ერთმანეთს ძალიან გავუგეთ და მეათე ხარისხოვანია უკვე ის ჩემი დედამთილია, თუ მე მისი – რძალი. კიდევ, ერთხელ გავიმეორებ, ის არის ჩვენი ოჯახის წევრი, და რაც მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ეს სულ ასე იქნება. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღევს. ნატა ყოველთვის იქნება ჩემთან და ანალოგიურად, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
– ბავშვს მისი სახელი დაარქვი... ალბათ, ნატაშკას აღზრდაშიც გეხმარება.
– გიჟდება ნატაშკაზე. ის არის პირველი ბებო ნატაშკასი – ბიოლოგიურ ბებოებზე პირველია. ჩათვალეთ, რომ ნატა ზრდის. მე ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული, ვმუშაობ და ნატა არის ყველაფერი. კი, მისი სახელი დავარქვი, რადგან დიდ პატივს ვცემ.
– ისეთი, რთული პერიოდიც გექნებოდა ცხოვრებაში, როცა ქალბატონი ნატა არა, როგორც რძალს, არამედ როგორც მეგობარს, დაგიდგა გვერდით.
– რაღაცეებზე არ მინდა დავკონკრეტდე, დეტალურად რთულია საუბარი. უბრალოდ, რაც ჩვენს ოჯახში ხდება – კარგი, საშუალო თუ  ცუდი, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. ისიც ქალია, მეც ქალი ვარ და ძალიან სწორად, ზუსტად ესმის ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. ყველაფერს სწორად აანალიზებს, მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ნატა მიგებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, დედაჩემს არ ვგულისხმობ, მასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისიც ჩემი მეგობარია. ნატა სხვანაირი ქალია, ძალიან შეგნებული, ჭკვიანი და რაც მთავარია, ყველაფერს ზუსტად ხვდება. შესაბამისად, არაფერი უკვირს.
– რჩევას ხშირად ეკითხები?
– კი, ნატას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არაფერს ვუმალავ. სხვადასხვა თემაზე თავისუფლად ვეკითხები აზრსაც და რჩევასაც. ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მასთან დასამალი არაფერი მაქვს. მე კი არა და ჩემი მეგობრებიც, როცა რაღაც აწუხებთ, ნატასთან მოდიან და უყვებიან თავიანთ გასაჭირს.
– მართალია, ლაშას და შენი ურთიერთობა წარსულში დარჩა, მაგრამ ნატას პოზიცია როგორი იყო, როცა თქვენ შესახებ გაიგო?
– ძალიან ჩვეულებრივი პოზიცია ჰქონდა. მისთვის ისიც გასაგები იყო, რომ მე შეიძლებოდა, მქონდოდა პირადი ცხოვრება. ასე რომ, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვა ყველაფერი. თავიდანვე იცოდა ამ ურთიერთობის შესახებ. არაფერი დამიმალავს. პირველი ნატა იყო, ორსულობის ამბავი ვინც გაიგო.
– ლაშა ყურადღებიანი მამაა?
– როგორიც იყო, ისეთია, არაფერი შეცვლილა (იცინის). არის პერიოდები, როცა ნახულობს ბავშვს...
– ქალბატონ ნატას ოჯახის შექმნამდე იცნობდი? ალბათ, თავიდანვე კარგი ურთიერთობა გქონდათ.
– თავიდანვე ასეთი იყო ნატა. ვიდრე ოჯახს შევქმნიდი, დაახლოებით რვა თვით ადრე გავიცანი. მაშინ, უბრალოდ ენის ბარიერი გვქონდა. ნატა რუსულენოვანია. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ვიცოდი, საუბრის პრაქტიკა არ მქონდა. ერთადერთი, ეს იყო. მაგრამ, ძალიან მალე ეგ პრობლემაც მოვაგვარე.
– კონფლიქტი გაქვთ ხოლმე?
– როგორ არა, იმას კი არ ვამბობ, რომ ანგელოზები ვართ. მასაც თავისი ხასიათი აქვს, მეც და რაც წლები გადის, კიდევ უფრო მირთულდება ეს ხასიათი (იცინის). დღეში შეიძლება 5-ჯერ ვიკამათოთ, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა იმ ურთიერთობასთან, რაც ერთმანეთთან გვაქვს, რომ საერთოდ არაფერს აფუჭებს. არ ვიცი, ნატასთვის შვილი ვარ, რძალი, თუ – ვინ? მთავარია, ჩვენ ერთი ვართ  მთლიანობა და ეს ასე იქნება სულ. როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრება – ყველაფერი გადატრიალდეს ან პირიქით, დალაგდეს, ნატა იქნება ყოველთვის ჩემ გვერდით.

скачать dle 11.3