კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გია აბდალაძის „აღიარების“ მიზეზი პროკურორის ანეკდოტი და სად შეხვდა ის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შემდეგ

ყველას კარგად ახსოვს ფოტორეპორტიორების გახმაურებული საქმე,  რომლებიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც  მაშინდელმა ხელისუფლებამ  წააგო.  დღესაც ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. გთავაზობთ ინტერვიუს მაშინ დაკავებულ ერთ-ერთ ფოტორეპორტიორთან, გიორგი აბდალაძესთან, რომელიც ამ საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ ახსნას ითხოვს.
გიორგი აბდალაძე: როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, რა თქმა უნდა, იმედი მოგვეცა, რომ ჩვენი რეაბილიტაცია მოხდებოდა. პრეზიდენტთანაც ვიყავით და  ვუთხარი: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დავიჩაგრეთ. ეს ხელისუფლება კი ბრძოლით მოგიყვანეთ-მეთქი. არავისთვის არანაირი პრივილეგია არ მითხოვია, გარდა ერთისა, რომ გაგვამართლონ და ჩემს შვილს ვინმემ არ წამოაძახოს – მამაშენი ჯაშუში იყოო.  არავის მოკვლას არ ვითხოვ, მაგრამ სააკაშვილი, ადეიშვილი და უტიაშვილი უნდა დაისაჯონ. სწორედ უტიაშვილია ის პიროვნება, ვინც საქმეში ჩადო ის, რაც იქ დევს. არადა, ისიც არ ვიცი, უტიაშვილი დღემდე საერთოდ დაკითხული ჰყავთ?
– ციხიდან ახალგამოსული ამბობდით, რომ ვერსად ვერ იმუშავებდით და მხოლოდ ქორწილებისა და ბანკეტების გადაღებას შეძლებდით. მართლა ასე მოხდა?
– მაგას ციხიდან რომ გამოვედი, მაშინ ვამბობდი. არავის ეგონა იმ პერიოდში, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. საპყრობილიდან რომ გამოვედი, ჩემდა გასაკვირად, ერთ კვირაში მომიწია სააკაშვილის გადაღება – პარლამენტში წლიურ ანგარიშს აბარებდა. რედაქტორმა მითხრა, შენ ჩვენი თანამშრომელი ხარ, შენ უნდა წახვიდე ფოტოების გადასაღებადო. თან ვიღებდი, თან ვიგინებოდი. შეიძლება, თვითონაც დამინახა კიდეც. თავისი პრეზიდენტობის პერიოდში რამდენიმეჯერ შეხვდა გედენიძესა და ქურციკიძეს, რომლებიც ჩემთან ერთად დაიჭირეს. ქურციკიძე სახლში იყო მასთან, როცა მიშა კომპოტებს ალაგებდა. ვიცი, რომ გედენიძესთვის უთქვამს, ვინ დამღუპა თქვენს საქმეზე – მერაბიშვილმა თუ ახალაიამო. გადაბრალებას ცდილობდა. ის ფოტოგრაფებიც აქტიურობენ პერიოდულად, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. ზოგს სხვა აზრი და ხედვა აქვს. გედენიძე იყო მიშას ფოტოგრაფი. მეც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მიშას გადაღება ძალიან საინტერესო და რთული იყო. ის რომ დაიქოქებოდა, ფოტოგრაფები ორ-სამ წამში უკან ვდგებოდით ამდენი ფოტოაპარატით. გედენიძეს კარგად გამოუვიდა, კარგად დაინახა.  ერთმა კადრმა შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს. მილიონი კადრი რომ გადაიღოს მიშამ, იმ კადრს ვერაფერი შეცვლის, გორში რომ გარბოდა. ფოტოგრაფის პროფესია ისეთია, რომ სულ მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყო მთელი შემართებით – იქ, სადაც ცხელი წერტილია. რაიმე ხდება, ადგეს და წავიდეს, არ აქვს, მნიშვნელობა – რა. გავრბოდი, მთელი აპარატურით, სიცოცხლის რისკით, მაგრამ ამ ციხის მოვლენამ შინაგანად იმოქმედა, ძალიან გამტეხა. ჩვენი საქმის დამკვეთები უნდა დაისაჯონ. ახლახან შვილი დამიჭრეს და პირველი, რაც ვიფიქრე – ამ საქმესთან ხომ არ იყო კავშირში და რაიმე გაფრთხილებას ხომ არ ჰქონდა ადგილი-მეთქი.
– რეალურად რატომ დაგიჭირეს?
– ვარაუდები მაქვს. სინამდვილეში არ ვიცი, რატომ დაგვიჭირეს. ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები მეტი გვაქვს, ვიდრე პასუხები. რა სახის მტკიცებულებებია, ვისი ჩვენების საფუძველზე დაგვიჭირეს – იმედია, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ნათელი მოეფინება. მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ 26 მაისის კადრების გამო დაგვიჭირეს. ჩვენ უცხოურ პრესაში ვმუშაობდით და ამ დარბევის ამსახველმა კადრებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოლიციელს ყველაფრის უფლება აქვს, სანამ წინააღმდეგობას უწევ, მაგრამ, როდესაც გაგანეიტრალებს, ვალდებულება ეცვლება. როდესაც ხელფეხშეკრულ, დასისხლიანებულ ადამიანზე ძალადობ, ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ ვაჩვენეთ მაშინდელი ხელისუფლების რეალური სახე. როგორც მერე გავიგე, უცხოეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ბარამიძისთვის ეს სურათები დაუდიათ და უკითხავთ, ესაა თქვენი დემოკრატიაო? ბარამიძეს ეს სააკაშვილისთვის უთქვამს. სააკაშვილს უკითხავს, ფოტოები ვინ გადაიღოო და რომ უთქვამთ, ერთ-ერთი, ირაკლი გედენიძე შენი თანამშრომელიაო. იქვე გაუცია ბრძანება, ყველა ციხეში ამოალპეთო. ჩვენ ვიყავით სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის პატიმრები.  შახ აივაზოვი სასწრაფოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ამერიკის საელჩო ჩაერია საქმეში. რადიო „თავისუფლების“ ფოტორეპორტიორის, ნოდარ ცხვირაშვილის დაჭერაც იყო დაგეგმილი, მაგრამ იმ ღამეს რომ მივიდნენ, სახლში არ დახვდათ. მერე კი საქმე აღარ გაირთულეს.
– თქვენს შემთხვევაში რაღაც სტენოგრამაზე იყო საუბარი...
– მე ვაღიარე, ვითომ გავაკეთე საგარეო საქმეთა მინისტრის და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საუბრის სტენოგრამა. ოღონდ აზრზე არ ვარ, რა სტენოგრამაზეა საუბარი, რა ჩანაწერია. მე მინდა, ამ საქმის დამკვეთი კონკრეტული პიროვნებები დავასახელო: ეს არის შოთა უტიაშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩვენს დაკავებას და შემდეგ „აღიარებითი ჩვენებების“ მიღების ოპერაციას და მერაბიშვილი. ჩვენი პატიმრობის პერიოდში გამოქვეყნდა სატელეფონო საუბარი, სადაც კარგად ჩანს, როგორ წყვეტდნენ ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედს. იმ პერიოდში არაფრის ინტერესი არ ჰქონდათ. დაჯდებოდა სამი-ოთხი ადამიანი და წყვეტდნენ ადამიანების ბედს. სიები ჰქონდათ – ვისი ქონება გადაეფორმებინათ და ვისზე რა წაერთმიათ. ესენი იყვნენ ოფიციალური ყაჩაღები. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ოჯახით, შვილებით გვემუქრებოდნენ. ჩემს საკანთან სულ მოძრაობდა ერთი ბადრაგი, გიგაური, რომელიც თურმე, სერგო თეთრაძის მკვლელობაში მონაწილეობდა. იქ რომ ფოტოაპარატი მქონოდა, ძალიან მაგარ რეპორტაჟს გავაკეთებდი. მერე, უკვე გახმაურებული ციხის კადრების ყურებისას ყველა ამოვიცანი.
– თქვენი საქმე იყო ერთადერთი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ წააგო, რამ გამოიწია ეს?
– ჩვენს საქმეს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. გიორგი ბრეგვაძეს, „ალიას“ რედაქტორს რომ არ  წამოეწყო ეს საქმე, არ ვიცი, რა მოჰყვებოდა. ამხელა ძალას, მხარდაჭერას არავინ ელოდა. ციხეში ყოფნისას სულ ვგრძნობდი, რომ თვითონ ბადრაგიც შეშინებული იყო, თითქოს რაღაცას ელოდნენ. გამიმართლა, რომ კარგი მეგობრები მყავს. ამ გაჭირვების დროს ვიგრძენი მეგობრების ძალა, ფასი, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სხვათა შორის, ვისგანაც ველოდი, ისინი არ დამიდგნენ მხარში, უკან დაიხიეს. მაგათიც მესმის. ყველა დიდ რისკზე მიდიოდა აქციაზე მისვლით – შეიძლება, სამსახურები დაეკარგათ. ამათ ეგონათ, რომ ეს აქციები იქნებოდა ლოკალური, არადა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო, უკრაინიდან – „ფემინას“ ქალები, მოსკოვიდან... საპყორბილიდან რომ გამოვედი, ერთმა ფოტორეპორტიორმა დამირეკა „ნიუ-იორკ თაიმსიდან“, რომ არ გამოეშვით, სერიოზულ ამბებს ვამზადებდითო. სხვათა შორის, როგორც მერე გავიგე, გიგა ბოკერია პირადად გადიოდა ჟურნალისტებთან კონტაქტზე და ეხვეწებოდა, აქციები შეწყვიტეთ და ფოტორეპორტიორებს მალე გამოვუშვებთო...                                                                      
– ეკა ბესელია თქვენი ადვოკატი იყო. დღეს თუ არის დაინტერესებული იმით, რომ დაგეხმაროთ და ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნას?
– ოთხი ადვოკატი მყავდა. ერთ-ერთი იყო ეკა ბესელია. მქონდა მასთან შეხვედრა. კი არის დაინტერესებული, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მე, როგორც ვიცი, პროკურატურაში დაახლოებით ხუთი ათასამდე განცხადებაა შესული. ალბათ, ჩვენი რიგი ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ აბდალაძე ვარ გვარად. პროკურატურის ნდობა, სიმართლე გითხრა, არ მაქვს მას შემდეგ, რაც ციხეში ვნახე. მართალია დამოკიდებულება შეცვლილია უკეთესობისკენ, თუმცა, ის არ არის, რაც უნდა იყოს. ვითხოვ გრიფით „საიდუმლოს“ ახსნას, მაგრამ უკვე იმედიც არ მაქვს. პროკურორის მე მარტო ანეკდოტი ვიცი. ერთ დღესაც მოვიდა პროკურორი ქაჯაია. გავიგე, რომ ქურციკიძესაც აღიარებინეს ეს სისულელე და მე ვარ დარჩენილი. უცებ ქაჯაია მეუბნება, ანეკდოტი უნდა მოგიყვეო: „ჭიჭიკიასთან მიქელ-გაბრიელი მივა და ეტყვის: ჭიჭიკია, ექიმბაშობა დაიწყე. ავადმყოფთან რომ მიხვალ, თუ დაინახავ, რომ ფეხებთან ვუდგავარ, დაალევინე რამე ბალახის ნახარში და უთხარი, კარგად გახდებიო. თუ დაინახე, თავთან ვუდგავარ, მაშინ უთხარი, რომ არაფერი გეშველებაო. დაიწყო ჭიჭიკიამ ექიმბაშობა, ცნობილი გახდა და ფულიც იშოვა. ერთ დღეს გაიღვიძა და დაინახა, თავზე მიქელ-გაბრიელი ადგას. სასწრაფოდ შემობრუნდა ჭიჭიკია, რომ ფეხებთან ჰყავდეს მიქელა. ისიც გადმოვიდა და ისევ თავთან დაუდგა. ეს კიდევ შემობრუნდა და მიქელ-გაბრიელი ეუბნება: – ჭიჭიკია, კაცურად მინდა, წაგიყვანო, თორემ სულს სხვა მხრიდანაც ამოგაძრობო...“ ეგრეა შენი საქმეც. არაფერი შენ არ გეშველება და ახლა შენზეა დამოკიდებული, რას იზამო.

скачать dle 11.3