კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გასაიდუმლოებულ პროექტში მონაწილეობდა ნინო კალანდაძე და რატომ არ დარჩა ის ნაომი კემპბელის ცნობილ რეალითი შოუში

„მის საქართველო“ ნინო კალანდაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აქტიურ იურდიულ საქმიანობას ეწევა, ორი შვილის დედა გახდა. მას საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერაც ჰქონდა. თუმცა, დღეს იურიდიულ კომპანიაში მუშაობს, რაც მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ნინო კალანდაძე: პირველი შვილი – სანდრო რომ მეყოლა, პატარა ვიყავი, 19 წლის – ცოტა დაბნეული და შოკირებულიც. თან, ისეთი ბავშვური ვიყავი, 16 წლამდე დედას ხელჩაკიდებული დავყავდი. „მის საქართველო“ ჩემთვის პირველი დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯი იყო. ერთ წელიწადში კი ოჯახი შევქმენი, შვილიც მეყოლა და ბავშვობიდან დიდობაში გადავედი. სხვა ადამიანებზე დავიწყე ზრუნვა – დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ისევე, როგორც მეუღლეობა – დიდი ფსიქოლოგიაა. ჩემი მეუღლე გურმანია, 4 დღე სალათის ფურცლებით იკვებებოდა ჩემთან ერთად და მერე ძალიან მთხოვა: რამე ხორციანი გამიკეთეო. თეორიულად ვიცოდი და ისეთი გემრიელი გამოვიდა... დათო ყოველთვის ძალიან მეხმარება და მიდგას გვერდში. თუ რაიმე მიზანი მაქვს, მგულშემატკივრობს: „აბა, რას შვრები? ეს რომ გინდოდა, რატომ არ აკეთებ?“ ბავშვი რომ დაიბადა ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა – რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი. დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ახლა, როცა მეორე შვილი გავაჩინე, უკვე გააზრებული მაქვს ყველაფერი, მეც სხვანაირი ვარ, გაზრდილი.
– იმ პერიოდში თუ ამბობდი – რა მეჩქარებოდა, რატომ გავთხოვდიო...
– ისეთი ტიპაჟი ვარ, დათო რომ არ შემხვედროდა, რომელიც ძალიან განსხვავებული მეჩვენა – სანდო, მეგობრული – სხვანაირი რომ ყოფილიყო, ალბათ, დღესაც გასათხოვარი ვიქნებოდი. გარკვეული მოთხოვნები მქონდა, ბევრი კრიტერიუმი, ძირითადად, პიროვნული. დათომ ყველაფრით შემავსო და დარწმუნებული ვიყავი: ჩვენი წყვილი აუცილებლად გაამართლებდა, მის გვერდით ბედნიერი ვიქნებოდი. მართლაც ასე მოხდა და მომავალ წელს უკვე 10 წელი გვისრულდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალდაქორწინებული ვარ. ეს შეგრძნება არასდროს გვეკარგება. ალბათ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კარგი მეგობრები ვართ. ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, გახსნილი და მხიარული ოჯახი გვაქვს.
– მეორე შვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ გააჩინე.
– ჯერ ვსწავლობდი, მერე მაგისტრატურა დავამთავრე, თან, პარალელურად, სულ ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. საღამოს ლექციებზე დავდიოდი, მერე სახლში ბავშვი, ოჯახი... მაგრამ ახლა ისე ვნანობ – ამდენი ხანი როგორ ვცხოვრობდი ჩემი პატარას გარეშე. ისეთი ტკბილია, ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდი – ბევრი შვილი მინდა. ადამიანმა ზოგჯერ არ იცი, რა არის შენი ბედნიერება, ძიებაში ხარ. მთავარია, მიხვდე, რა არის შენი ბედნიერება და სულ ბედნიერი იყო...
– რა არის შენი ბედნიერება?
– რაც დავისახე მიზნად, ავისრულე. წარმოუდგენელი რაღაცაც გავაკეთე, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. მაგრამ, აქ ჩემი ძიება დასრულდა და მივხვდი, რომ ეს არ იყო ბედნიერება. ადრეც ვიცოდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი ოჯახი და შვილებია – დილით გაღიმებულები რომ იღვიძებენ.
– გათხოვების შემდეგაც წარმატებულად აგრძელებდი შენს სამოდელო კარიერას.
– საქართველოშიც ვმუშაობდი და იტალიაშიც მივდიოდი. გულში სულ მქონდა ჩარჩენილი – იქნებ უფრო მეტიც მეცადა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში სულ ხდება მინიშნებები. რაღაც გულით რომ მომინდება, ღვთის შეწევნით, გზა გამოჩნდება ხოლმე. კომპიუტერთან ვიჯექი და ამომიგდო განცხდება ქასთინგის შესახებ. ნიუ-იორკში არის ნაომი კემპბელის რეალითი შოუ The Face, რომელიც ძალიან პოპულარულია. განცხადებაში ეწერა, რომ ამ შოუს შესარჩევი ტური ტარდებოდა 22 ივლისს ნიუ-იორკში. გამარჯვებული გოგონა კი ხდებოდა ცნობილი ბრენდის „ფედერიკ ფეკაის“ სახე. გავაგზავნე რამდენიმე ფოტო და ჩემი მონაცემები. მომწერეს: ძალიან დავინტერესდით და იქნებ ჩამოხვიდეთ ამერიკაშიო. ეს ხდება 2014 წელს, უკვე გათხოვილი ვარ, შვილი მყავს. გამიმართლა, რომ საელჩოში დღე თავისუფალი იყო. მხოლოდ პასპორტით გავედი და მომცეს ამერიკის ვიზა. დათოც ისეთი მოწადინებული იყო: წადი, სცადეო. რაღაცას რომ ვერ ვწყვეტ, ზოგჯერ მაიძულებს ხოლმე: აბა, მიდი, სცადეო. მოკლედ, მიზნად დავისახე წასვლა. მარტო წავედი ნიუ-იორკში. რომ მივედი, სადაც შესარჩევი ტური ტარდებოდა, იმხელა რიგი დამხვდა – გოგონები ბუქებით... ცხრაას მერამდენეღაცა ვიყავი. „შაინ ამერიკას“ სტუდიაში ტარდებოდა ქასთინგი. კარგად გავიარე, ნიუ-იორკიდან 12 გოგონა აგვარჩიეს. სულ ორი ტური იყო, პირველი ტური გავიარე წარმატებით. პრომოც ჩავწერეთ, რომელიც ჟიურის უნდა ენახა და მიეღო გადაწყვეტილება. ჩამოვედი თბილისში და ერთ კვირაში მოდის პასუხი: მეორე ტურშიც გადახვედით, ჩამოდით ლოს-ანჯელესშიო. მოკლედ, ყველაფერი თავად მოაგვარეს და მეც ჩავედი. იმ პერიოდში ამის შესახებ არაფერს ვამბობდი, რადგან გასაიდუმლოებული იყო. აკრძალული გვქონდა „ფეისბუქზე“ ფოტოების დადება, ამაზე საუბარი, ინტერვიუების მიცემა. ლოს-ანჯელესში უკვე 30 გოგონა ვიყავით, ყველა ამერიკელი იყო – მოქალაქე. მე ვიყავი ქართველი და კიდევ ერთი რუსი გოგონა, რომელსაც დიდი სამოდელო გამოცდილება ჰქონდა, თან ამერიკის მოქალაქეც, დღეს ის ძალიან ცნობილი მოდელია ნიუ-იორკში. ფსიქოლოგი იყო მოსული, რომელიც ჩვენს ფსიქოტიპს იკვლევდა, ყველაფერი აინტერესებდა. ცოტა დაძაბული შოუა, ზოგი ტირის, ჩხუბობს, დიდი კონკურენციაა. ყოველ დღე სხვადასხვა დავალება გაქვს. ნაომი ძალიან მკაცრად ექცევა მონაწილეებს. 15-20-კაციანი ჯგუფი იჯდა ჟიურიში, „შაინ ამერიკას“ მთელი პროდაქშენი. ქასთინგმა წარმატებულად ჩაიარა, კონტრაქტიც ვნახე – აღმოჩნდა, წელიწადზე მეტხანს მომიწევდა იქ ყოფნა. სულ ჩაწერები, ინტერვიუები, გადაღებები უნდა მქონოდა. როდესაც  ჟიურიმ მკითხა: შევძლებდი თუ არა დარჩენას, მზად ხარ სამსახურს დაანებო თავიო, თან იცოდნენ, რომ იურისტი ვიყავი და იურდიულ ფირმაში ვმუშაობდი. ცოტა არადამაჯერებლად ვუპასუხე. არ მეგონა, თუ ამდენხანს მომიწევდა ყოფნა. მივხვდი, ვერ გავძლებდი და საბოლოოდ, წამოვედი საქართველოში და კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვცხოვრობ. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ რაც დავისახე, მისთვის ვიბრძოლე და მივაღწიე მიზანს – ამას იმხელა ადრენალინი აქვს.
– პროფესიით იურისტი ხარ და ამ სფეროშიც წარმატებულად მოღვაწეობ.
– წარმატებულ იურიდულ კომპანიაში ვმუშაობ, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას. თუმცა, პროცესებიც გვაქვს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა – ამ დროს აქტიური ხარ, ბრძოლაში ხარ ჩართული. 5-6 წელია, რაც ვმუშაობ. თავიდან პრაქტიკანტი ვიყავი, მაგრამ ისე მაინტერესებდა ყველაფერი, რომ იურისტად გადამიყვანეს. მახსოვს, გვქონდა ისეთი საქმე, რომლის პრაქტიკაც არ ყოფილა მანამდე საქართველოში. უარი უნდა გვეთქვა კლიენტისთვის, მაგრამ მარტო ჩავუჯექი, ინგლისიდან მიგზავნიდნენ ტონობით მასალას, იქ მიდიოდა პროცესი. დარწმუნებული ვიყავი, გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის პრაქტიკა არ იყო საქართველოში. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა და ეს იმხელა ადრენალინი იყო... რაც მთავარია, ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი, კარგად გამომდის, მომწონს. ეს ისეთი პროფესიაა, ყოველდღე უნდა განაახლო ცოდნა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

скачать dle 11.3