კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა ადამიანს ტყუილში მამხილებელი ჟესტების დამალვა და როგორ უნდა გავშიფროთ მოსაუბრის ფარული აზრები

სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც, ვერბალური გამოხატულების გარეშე შეუძლია გასცეს ინფორმაცია ადამიანის მდგომარეობის, გრძნობების, ემოციებისა თუ ფიქრების შესახებ. სახეზე აღბეჭდილი მიმიკები თუ შესრულებული ჟესტიკულაცია, საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაწვდის პიროვნებაზე. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მათი საშუალებით დავადგინოთ, როდის გვატყუებს ადამიანი? მრავალი გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ტყუილის თქმისას, არავერბალური ჟესტების სიგნალების ამოცნობა, ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობის ცოდნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომლის შესწავლაც ადამიანის ქცევაზე დაკვირვების პროცესში შეიძლება. ჟესტები კი, რომლებიც ადამიანს ტყუილში ამხელენ, ხელების სახესთან შეხებით გამოიხატება. ისინი ბავშვობაში უფრო შესამჩნევია, ასაკთან ერთად კი, თანდათან ვხვეწთ და შეფარულს ვხდით, თუმცა იმდენადაც ვერა, რომ დაკვირვებულმა და მცოდნე თვალმა მისი გაშიფვრა ვერ შეძლოს. 
თამილა დეკანოიძე (ფსიქოლოგი): ფსიქოლოგები „სხეულის ენას“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი გამოვლინება ბავშვობიდანვე ხდება. როცა პატარა ბავშვი იტყუება, პირზე ხელს იფარებს, რადგან ასე ცდილობს, შეაჩეროს მისი პირიდან ამოსული ტყუილი სიტყვები.  თუ მას არ სურს მშობლების ნოტაციების მოსმენა, ის, უბრალოდ, თითებს ან ხელებს იფარებს ყურებზე. თუ ბავშვი ხედავს იმას, რისი დანახვაც არ უნდა, მაშინ ხელებს თვალებზე იფარებს. ადამიანი რომ იზრდება, მისი ხელების სახესთან დაკავშირებული ჟესტებიც უფრო დახვეწილი და ნაკლებად შესამჩნევი ხდება, მაგრამ მათ მაინც იყენებს. როდესაც ის იტყუება, მალავს ტყუილს ან ცრუ ჩვენებებს იძლევა, დაკვირვებული თვალისთვის ეს შესამჩნევია. ეს ჟესტები, აგრეთვე, შეიძლება აღნიშნავდეს მერყეობას, ეჭვს, ტყუილს ან რეალური ფაქტის გადაჭარბებას. როდესაც ადამიანი ასრულებს ჟესტს – „ხელი სახესთან“, ეს ყოველთვის როდი ნიშნავს, რომ ის იტყუება. თუმცა, ეს შეიძლება, ტყუილის  პირველი ნიშანი იყოს. ტყუილის თქმისას დამახასიათებელი ჟესტების – „ხელი სახესთან“, რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
პირველი – პირის ხელით დაცვა ზრდასრული ადამაინის იმ მცირერიცხოვან ჟესტთაგან ერთადერთია, რომელიც მთქმელს ტყუილში ამხელს. ხელი ფარავს პირს და ცერა თითი  მიჭერილია ლოყაზე მაშინ, როცა ტვინი ქვეცნობიერის დონეზე აგზავნის სიგნალებს წარმოთქმული სიტყვის შესაკავებლად. ზოგჯერ შეიძლება, პირთან მხოლოდ რამდენიმე თითი იყოს ან მუშტიც კი, მაგრამ ჟესტის მნიშვნელობა იგივე რჩება. ზოგი ამ ჟესტის დასაფარად, მოჩვენებით დახველებას ცდილობს. თუ ამ ჟესტს ადამიანი საუბრისას იყენებს, მაშინ იტყუება და თუ თქვენი საუბრისას აქვს პირზე ხელი აფარებული, მაშინ თქვენს ტყუილს ხვდება.
ტყუილში მამხილებელი მეორე ჟესტია ცხვირზე შეხება. ეს წინა ჟესტის დახვეწილი, შენიღბული ვარიანტია. ის შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე მსუბუქი შეხებით ცხვირის ქვეშ ჩაღრმავებასთან ან ერთი სწრაფი, თითქმის შეუმჩნეველი შეხებით. როდესაც ადამიანის ცნობიერებაში ცუდი აზრები აღწევს, ქვეცნობიერი უბრძანებს მას, ხელი დააფაროს პირს. მაგრამ, უკანასკნელ მომენტში, ხელი სწყდება პირს და მსუბუქად ეხება ცხვირს. ანუ, ტყუილის თქმისას ჩნდება ცხვირის მოფხანვის სურვილი ამ შეგრძნების მოსაშორებლად. ხშირად სვამენ კითხვას – იქნებ ადამიანს მართლა ექავება ცხვირი? თუ მართლა ექავება, ამას შესამჩნევად გააკეთებს, რაც განსხვავდება ტყუილის თქმისას ცხვირზე მსუბუქი, შეფარული შეხებისგან.
მესამე მნიშვნელოვანი ჟესტია ქუთუთოს მოსრესა. ბრძენი მაინუნი ამბობს: „თვალების დახუჭვით ცოდვას ვერ ვხედავ“. თავის ტვინში ჩნდება სურვილი, დავემალოთ იმ ტყუილსა და ეჭვს, რომელსაც ვეჩეხებით ან ეს არის სურვილი, გავექცეთ იმ მეორე ადამიანის თვალებში ჩახედვას, რომელიც ტყუილს გვეუბნება. საერთოდ, მამაკაცები უფრო ენერგიულად ისრესენ ქუთუთოს. ხოლო, თუ ძალიან სერიოზულ ტყუილს ამბობენ, საერთოდ სხვა მხარეს, ჩვეულებრივ, იატაკისკენ იყურებიან. საუბრისას, მზერის თვალებიდან სხვა მიმართულებით გადატანა, ტყუილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამხილებელია. ქალები ამ მოძრაობას ძალიან დელიკატურად ასრულებენ, თვალის ქვეშ თითის გავლებით, რასაც ორგვარი ახსნა აქვს: ქალები აღზრდის მიხედვით არ იცნობენ უხეშ ჟესტებს და ფრთხილი მოძრაობა ასევე აიხსნება, ქუთუთოებზე მაკიაჟის არსებობით. თუმცა, მამაკაცისგან განსხვავებით, ისინი არა იატაკს, არამედ ჭერს უყურებენ.
ცნობილი გამოთქმაა „კბილებიდან გამოცრილი ტყუილი“. ესეც ჟესტების კომპლექსს მიეკუთვნება, რომელიც კრიჭის შეკვრითა და დაძაბული, დაჭიმული ღიმილით, ქუთუთოს თითით მოსრესითა  და მზერის გვერდზე გადატანით გამოიხატება. ამ ჟესტს მსახიობები ხშირად მიმართავენ თავიანთი გმირის არაგულწრფელობის გამოსავლენად.
ტყუილზე მიგვანიშნებს  ყურის მოსრესა და მოქავებაც. ყურზე ან ყურთან ხელის დადება გამოწვეულია მსმენელის მხრიდან გაგონილი სიტყვების გამიჯვნის სურვილით. ეს წარმოადგენს პატარა ბავშვის ჟესტის ზრდასრულ, სრულყოფილ ვარიანტს, როდესაც ის ყურებს დაიცობს, რათა არ მოისმინოს მშობლის საყვედურები. იგივეს გამოხატავს ყურზე შეხების სხვა ვარიანტებიც: ყურის ბიბილოს გაჭიმვა ან ყურის მოღუნვა სასმენი ხვრელის დაფარვის მცდელობით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ადამიანმა საკმაოდ მოისმინა და ახლა სურს, საკუთარი აზრი გამოთქვას.
ტყუილის გაშიფვრისას მნიშვნელოვანი ჟესტია კისრის მოქავება. ამ შემთხვევაში, ადამიანი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მოიქავებს ადგილს ყურის ბიბილოს ქვეშ ან კისრის გვერდითა მხარეს. ეს ჟესტი გვამცნობს მისი ეჭვისა და დაურწმუნებლობის შესახებ, რომელიც ამბობს: „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გეთანხმებით“. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია თვალში საცემი, როცა ადამიანი ვერბალურ ენას ეწინააღმდეგება. მაგალითად, თუ ამბობს: „მე გადასარევად მესმის, რასაც თქვენ განიცდით“ და თან, კისერს იქავებს.
ტყუილის თქმის მომენტში ადამიანს ახასიათებს საყელოს გაწევა, რადგან ტყუილი იწვევს ქავილის შეგრძნებას სახისა და კისრის კუნთოვან ქსოვილებში. მათ ჩასაქრობად კი საჭიროა მოქავება. ამიტომ, თუ ადამიანი კისრიდან საყელოს გასწევს, ესე იგი, გვატყუებს ან ხვდება, რომ ჩვენ მისი ტყუილი გავშიფრეთ. ასევე, როგორც ჩანს, მატყუარას კისერზე ოფლი ასხამს, როცა გრძნობს, რომ მის სიმართლეში ეჭვი შეიტანეს. ეს ჟესტი გამოიყენება გაბრაზებისა და აღელვების დროსაც. ამ დროს ის კისრიდან საყელოს სუფთა ჰაერით გასაგრილებლად სწევს.
ტყუილის თქმისას კიდევ ერთი ნათელი ნიშანია ხელოვნური ღიმილი. ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური კი, მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ მარტივია. თუ მოსაუბრე სათვალეს ისწორებს, ეს ნიშნავს, რომ ტყუილის თქმას აპირებს, მაგრამ იწყებს ფიქრს, თუ როგორ თქვას დამაჯერებლად. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ასევე, ადამიანის ხელისგულებზე. გახსნილ, გულახდილ და მართალ ადამიანს ხელისგულები უჩანს. ხოლო თუ ადამიანი მათ დამალვას ჯიბეში ჩაწყობით ან ზურგს უკან გადაჯვარედინებით ცდილობს, მაშინ მის სიმართლეში ეჭვი უნდა შევიტანოთ. 
ამასთანავე, საინტერესოა, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი თითებს არამც თუ გარედან იფარებს პირზე, არამედ პირში იდებს.  ძლიერ დადარდიანებული ადამიანი თითებს პირში იდებს. ესაა მისი გაუთვითცნობიერებელი მცდელობა, რომ დაუბრუნდეს იმ უსაფრთხო, უღრუბლო დროს, როდესაც ბავშვი ძუძუს წოვს. პატარა ბავშვი თითს წოვს, დიდი კი თითის გარდა, პირში იდებს საგნებს, როგორებიცაა: სიგარეტი, ჩიბუხი, კალამი და ასე შემდეგ. თუ ხელის პირზე აფარებასთან დაკავშირებული ჟესტები ტყუილის თქმასთანაა დაკავშირებული, თითები პირში, მეტყველებს ადამიანის შინაგანი თანხმობისა და მხარდაჭერის მოთხოვნილებაზე. ამიტომ, როცა ეს ჟესტი ჩნდება, აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ ადამიანს ან გარანტიებით დავარწმუნოთ ის.

скачать dle 11.3