კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-8(791)

 კაკუბავამ თვალები დაუბრიალა ხელქვეითს. რატის კი გაეცინა და განაგრძო:
– თქვენ უკვე წასულები იყავით, როცა მე დაკითხვიდან დავბრუნდი და ეგ ვაჟა სურმანიძე იქ დამხვდა. ტრუპები რომ მორგში მიჰქონდათ, ის ვაჟა იმ მოკლულს დააკვირდა და თქვა, – ეს ხომ ხულოელი ანზორ ამირიძეაო.
– იცნო? – წამოიძახა კაკუბავამ.
– დიახ. იცნო. ეგ ვაჟაც აჭარიდანაა და თურმე, იმ მოკლულ ამირიძესთან ერთად, 2006 წელს ექვსთვიანი მისიით ყოფილა ავღანეთში. საინტერესო კი ისაა, რომ სწორედ ამ დროს იყო იქ აბრეზაც.
– აბრეზაც? – გაიმეორა კაკუბავამ.
– დიახ. აბრეზაც. ეგ ოპერიც იცნობდა თურმე აბრეზას და მოკლული ამირიძეც. სურმანიძე იქვე დავკითხე და ჩვენებაში დამიწერა. ხომ გახსოვთ, სუპერმარკეტის გამყიდვლის ჩვენება, რომელშიც წერია: „აბრეზამ იმ სათვალიანზე თქვა: ვითომ ვერ მიცნოო“. ჰოდა, როგორც ეტყობა, ამ ამირიძეს სულაც არ აწყობდა ნაცნობთან შეხვედრა და აბრეზაც იმიტომაა მოკლული, რომ ამირიძე არ გაეშიფრა. როგორც ეტყობა, ეგ ამირიძე, ზუხრა, ქემალი და შეიძლება, სხვებიც, ერთი გუნდია. თბილისში რაღაც ბნელი საქმისთვის იმყოფებოდნენ და მკვლელობებიც ამ საიდუმლოების დაფარვის მიზნით მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა ბომჟების დახოცვას?
– სავსებით ლოგიკურია, მაგრამ დანარჩენი მკვლელობები რით ავხსნათ? – თქვა კაკუბავამ.
– ქემალს, ზუხრასა და ამირიძეს გულისხმობთ? – ჰკითხა რატიმ.
 – კი, მაგათ, – მიუგო ვარლამმა.
– აი, ეგ კი, ბატონო ვარლამ, ბევრად უფრო რთული კითხვაა და მრავალი ვერსიის მოფიქრება შეიძლება. თუმცა... – რატიმ პაუზა გააკეთა, კაკუბავამ კი თქვა:
– ჰო, თქვი, რა მთავარი ვერსია გაქვს. მიდი, ნუ გერიდება.
რატის გაეცინა და მიუგო:
– თქვენ რომ მითხარით, ანუ, რაზეც ჩვენი საუბარი აიგო, რომ ამერიკელების კონტროლის ქვეშ ხომ არ მუშაობენ გარკვეული ჯგუფებიო, ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი – ქემალი, ზუხრა, ამირიძე და, შესაძლოა, სხვებიც, მართლა ამერიკელების კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ. შემდეგ კი ისინი ან ჩავარდნის პირას იყვნენ, ან გაიშიფრნენ, ან სულაც თავიანთ პატრონებს არ დაემორჩილნენ და თავიდან მოიშორეს. ზოგადად რომ ვთქვათ, სპეცების ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ამ ყველაფრის ზაჩისტკის, ანუ კვალის წაშლის სუნი უდის.
– სწორედაც რომ, – ჩაეცინა კაკუბავას და დაამატა: – ისეთი ნამუშევარია, თანაც ისე კრიშავენ ამას ეფბეერელები, რომ მე მგონი, არ ვცდებით.
– ბატონო ვარლამ, რატომღაც, მგონია, რომ ვაშინტრონიდან ასე სასწრაფოდ ჩამოფრენილი ის ოთხი კაცი ზაჩისტკის ოსტატები, ანუ ჩისტილშჩიკები არიან და თბილისში სპეციალური დავალებით გამოგზავნეს.
– თუ არ ვცდები, ეგენი ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, – თქვა ვარლამმა.
– ჯერაც აქ არიან, – გაეცინა რატის და დაამატა: – და სწორედ ეგ მაშფოთებს. მით უმეტეს, მას მერე, რაც თქვენი და ჩემი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. თუ არ ვცდებით და სწორ გზას ვადგავართ, გამოდის, რომ ზაჩისტკა ჯერ არ დამთავრებულა.
ვარლამი ჩაფიქრდა, გააბოლა და თქვა:
– რას გეტყვით, იცით, ბიჭებო? ეგ ოთხეული, შესაძლოა, მხოლოდ ჩისტილშჩიკები არ იყვნენ, ან, სულაც არ იყვნენ ჩისტილშჩიკები და ძალიან საიდუმლო ოპერაციას კურირებდნენ. არ გამიკვირდება ისიც, რომ პირადადაც კი მონაწილეობდნენ. ამიტომ, რუსები რომ იტყვიან, სხოდუ უნდა ჩავერიოთ ამ საქმეში, – მერე კაკუბავამ რატის თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: – პირველი სკრიპკა კი ამ ორკესტრში ახლა შენ ხარ; შენ მიგიწვდება ხელი ჩვენზე მეტ ინფორმაციაზე; უშუალოდ გამოძიებაში ხარ ჩართული და მთავარი იმედები შენზეა. მე და ჩიტო კი მხოლოდ და მხოლოდ შენი დამხმარეები ვართ.
– გეთანხმებით, ბატონო ვარლამ, რომ თქვენზე მეტ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი და გამოძიებაშიც უშუალოდ ვარ ჩართული. მაგრამ მე არც თქვენზე ჭკვიანი ვარ და არც თქვენი უფროსობა მსურს. პირიქით, თქვენ ხართ ასაკითაც და რანგითაც უფროსი, გამოცდილებაც მეტი გაქვთ და პარადს თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ, მე და ჩიტო კი შევასრულებთ, – თქვა რატიმ და რეზოს გახედა, რომელმაც დაამატა:
– დიახ, სწორედ ასეა ბატონო ვარლამ. დაგვავალეთ და შევასრულებთ!
– კარგი, ასე იყოს, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – ჯერ მიზნით დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, რომ გავანეიტრალოთ ის, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი საფრთხე, რომლის შესახებაც არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, თუმცა სამივე დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც მზადდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ თბილისში და, შეიძლება, საქართველოს სხვა კუთხეებშიც, გარკვეული საფრთხის მქონე ჯგუფები არსებობენ და ამ ჯგუფებს ჩვენი უფროსი ძმები, ამერიკელები კრიშავენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, ვარაუდი და, თუ ამ ვარაუდს ვირწმუნებთ და მივყვებით, მაშინ უნდა დავადგინოთ, თანაც ძალიან სასწრაფოდ, თუ როგორ მოხვდა ძებნილი ტერორისტი აბდულ-აზიზ ქემალი თბილისში. გავარკვიოთ, ვინ და რატომ მოკლა ის, ზუხრა და ამირიძე და მკვლელთა იმ ჯგუფზე გავიდეთ, ვინც ამ ხალხს ხოცავს – ამ შემთხვევაში მაწანწალების მკვლელობებსაც ვგულისხმობ, რადგან ყველა მკვლელობას, შეიძლება, ქემალის მკვლელობის გარდა, ერთი ხელი ამჩნევია. ანუ, ჩემო კარგებო, ერთი ცოცხალი დამნაშავე გვჭირდება, რომელიც რომც ვერ ავალაპარაკოთ, იმისთვის მაინც გამოვიყენებთ, რომ მომავალი უბედურება ავიცილოთ თავიდან. ეს დაახლოებით ისევეა, ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ტერაქტში ჩაბმული ადამიანი რომ აეყვანათ და, თუ ვერაფერს ათქმევინებდნენ, მაშინ თავად ამ კაცის დამჭერებს სახალხოდ გამოეცხადებინათ მომავალი საფრთხის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ტერაქტი აღარ მოხდებოდა. ხვდებით, რას ვამბობ?
– დიახ, ბატონო ვარლამ და სავსებით გეთანხმებით. თუკი საფრთხის მქონე ჯგუფს ვერ მოვიხელთებთ, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელიც რომ დავითრიოთ, უკვე პრევენცია გამოგვივა და საფრთხეს ავიცილებთ, – თქვა რატიმ.
– რომ ვერავის ჩავავლოთ, მაშინ? – იკითხა რეზომ.
– ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი სვლა მაქვს მოფიქრებული. მართალია, ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებული და ირიბი მოწმის გარეშე, მაგრამ უკიდურესი შემთხვევისთვის ესეც გამოდგება: ჩვენ, უბრალოდ, ჟურნალისტებს ავაგორებინებთ სკანდალს, რომ დიდი საფრთხეა მოსალოდნელი და რომ შესაბამისი სამსახურები ხეირიანად ვერ ირჯებიან. გამგები გაიგებს და ერთ ადგილს დააყენებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ანონიმურად ვიმოქმედებთ და არ გამოვჩნდებით, – თქვა კაკუბავამ.
– ეს, უკიდურეს შემთხვევაში. ახლა კი გვითხარით, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, – უთხრა რატიმ ვარლამს.
– პირველ ყოვლისა, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა ხარ, შენთვის ხელმისაწვდომი საიდუმლო ინფორმაციით უნდა მოგვამარაგო მე და რეზო და მაქსიმალურად შეეცადო. ოღონდ, ისე,  თვითონ რომ არ დაზარალდე, ის ინფორმაციებიც მოიპოვო, რაც შენ უშუალოდ არ გეხება, მაგრამ ეხება ამ საქმეს, – კაკუბავამ პაუზა გააკეთა და რეზოს გახედა, შემდეგ კი დაამატა: – მე და ჩიტო კი, თქვენგან დამოუკიდებლად, ანუ პარალელურად გამოვიძიებთ ამ საქმეს. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ, – დაუფიქრებლად მიუგო რატიმ, საათს დახედა და დაამატა: – მალე გათენდება. ცოტა არ იყოს, დავიღალე და სახლში წავალ, რომ დავისვენო.
– შევთანხმდით, – თქვა ვარლამმა.
რატიმ უკვე მანქანიდან გადასვლა დააპირა, რომ რეზომ უთხრა:
– მობილურის ჩართვა არ დაგავიწყდეს.
რატიმ ტელეფონში ელემენტი ჩადო და ჩართო. იგივე გაიმეორეს კაკუბავამ და ჩიტომაც.
– აბა, დროებით, – თქვა რატიმ და მანქანიდან გადავიდა, შემდეგ „ბეემვეში“ ჩაჯდა და ადგილიდან დაძრა. დაიძრა კაკუბავას მანქანაც და ვარლამმა ჩიტოს უთხრა:
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რატი შემოგვიერთდებოდა, მაგრამ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ გაიშიფროს.
– არ გაიშიფრება. კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ამაში, – მიუგო რეზომ.
***
რატი სახლში რომ დაბრუნდა, ძალიან დაღლილი იყო და ეძინებოდა. ჭამაზე უარი თქვა და დედა დასაძინებლად გაუშვა. შემდეგ ყავა მოიდუღა და თავის ოთახში განმარტოვდა. ყავა მოსვა, სიგარეტი გააბოლა და ჩაფიქრდა. პეტრიაშვილი სულ რაღაც ოთხიოდე დღის გადასული იყო უშიშროებაში და ამ მოკლე დროში იმდენი რამ ნახა, გაიგო და პირადად გადახდა, რაც ათი წელი ეყოფოდა. რატიმ უშიშროებაში გადასვლის წამიდან მოყოლებული, ყველაფერი ზუსტად და თანმიმდევრულად გაიხსენა; შემდეგ გააანალიზა, ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და ბოლოს ირონიულად ჩაეცინა. თავის ტელეფონს დახედა. ოთახიდან გავიდა, დედის ტელეფონი აიღო და დარეკა.
– გისმენთ, – მოესმა რატის კაკუბავას ნამძინარევი ხმა.
– მე ვარ, – თქვა რატიმ, რადგან თავისი სახელის ხსენება არ უნდოდა.
– გისმენ, – მიუხვდა კაკუბავა.
– გცალიათ?
– გუშინ რომ ვიყავით, იქ მოვალ მალე.
– კარგი, – თქვა რატიმ. ტელეფონი გათიშა და ფეხაკრეფით დააპირა გასვლა, მაგრამ დედის ხმა მოესმა:
– ისევ მიდიხარ, შვილო?
– დაიძინე, დედი. საქმე მაქვს და მალე მოვალ, – მიუგო რატიმ და სახლიდან გავიდა.
რატის ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ კაკუბავამ ის „ანტრესთან“ დაიბარა და პირველი მივიდა შეხვედრის ადგილზე. ხუთიოდე წუთში კაკუბავაც მოვიდა. მანქანები მათ კონსერვატორიის წინ, დაღმართზე დააყენეს და ფეხით განაგრძეს გზა მთაწმინდისკენ.
– რეზოს აღარ დაურეკეთ? – ჰკითხა რატიმ ვარლამს.
– დროის დაკარგვა არ მინდოდა. აბა, რაშია საქმე, გისმენ.
– თავს ვერ დავდებ, რომ არ ვცდები იმაში, რასაც ვფიქრობ, მაგრამ, ინტუიცია მკარნახობს, რომ მართალი ვარ და ირიბი სამხილებიც ამაზე მეტყველებს, – დაიწყო რატიმ, მაგრამ კაკუბავას არაფერი უკითხავს და მთელი გულისყურით უსმენდა და ამიტომ განაგრძო: – ის საღამო ხომ გახსოვთ, აბრეზა რომ მოკლეს?
– მახსოვს. მერე?
– იმ საღამოს ჯაფარიძესთან ვიყავით შეკრებილები და აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობასთან დაკავშირებით ანგარიშს ვაბარებდით მას. იქ იმყოფებოდა ონილიც. ჩიტო და კოტე ობოლაძეც „მოდულის“ შენობაში იყვნენ, რადგან ჩვენებები დაწერეს და ჯაფარიძემ ისინი იმ მიზნით შეაყოვნა, რომ მოკვლევაში დაგვხმარებოდნენ. ერთი სიტყვით, ორივე სხვა ოთახში იყო, სანამ ჩვენ ჯაფარიძის კაბინეტში ვაბარებდით ანგარიშს. პოლკოვნიკს მე სუპერმარკეტის გამყიდველის, დეიდა თინას მონათხრობი მოვუყევი აბრეზასა და ზუხრას თანმხლები მამაკაცის, ალბათ, წუხელ გლდანში მოკლულ ანზორ ამირიძეს შორის მომხდარ კონფლიქტზე. ხომ გახსოვთ ეგ ეპიზოდი ამ საქმიდან?
– მახსოვს. ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს აბრეზა მას იცნობდა, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – რაც მოგვიანებით, ანუ წუხელ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ აბრეზა და ზუხრას თანმხლები ამირიძე ერთად იმყოფებოდნენ ავღანეთში სამხედრო მისიაში.
– ანუ, – განაგრძო რატიმ, – აბრეზას შეეძლო ამირიძის ამოცნობა და აბრეზა ამის გამო მოკლეს, ანუ ჯაჭვი გაწყვიტეს.
– შემდეგ?
– მე რომ ჯაფარიძეს ეს ინფორმაცია მივაწოდე, პოლკოვნიკმა მითხრა, – კოტიკო და რეზო ამოიყვანე, ყველას დავალებები უნდა მოგცეთ და ისინიც დავიხმაროთო. მე რომ კოტიკოს და რეზოს დასაძახებლად გავდიოდი, ონილიც მოვიდა – ტუალეტში მივდივარო. ჩვენ რომ ამოვედით, ცოტა ხანში ონილიც დაბრუნდა. შემდეგ ჯაფარიძემ ყველას მოგვცა დავალებები. მე აბრეზა უნდა მომეძებნა და სუპერმარკეტთან მომხდარი კონფლიქტის თაობაზე დამეკითხა. ყველანი ერთად გავდიოდით, მაგრამ ონილმა დაახლოებით ოციოდე წუთით შემაყოვნა. შემაქო. ჩემი ოჯახის წევრებზე გამომკითხა და ბოლოს მითხრა, „ეფბეერის“ აკადემიაში სასწავლებლად რეკომენდაციას მოგცემო. ბოლოს შეყოვნებისთვის მე და ჯაფარიძეს ბოდიში მოგვიხადა და სპორტის სასახლისკენ გამოვემართე. „მოდულიდან“ გამოსვლის დროიდან ჩამომხრჩვალი აბრეზას პოვნამდე დაახლოებით ორმოცი წუთი გავიდა. ხოლო, თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნას მოვიშველიებთ, გამოდის, რომ აბრეზა იმ დროს მოკლეს, როდესაც მე ონილი გამოკითხვას მიტარებდა ჯაფარიძის კაბინეტში. ხვდებით, რას ვგულისხმობ?
– მოიცა, მოიცა, კარგად დავფიქრდე, – თქვა ვარლამ კაკუბავამ, ჩაფიქრდა და დაამატა: – შენ ფიქრობ, რომ მკვლელებს ონილმა დაავალა აბრეზას ლიკვიდაცია?
– თქვენ რა, ჩემი მონაყოლის მერე ასე არ ფიქრობთ? – კითხვა შეუბრუნა რატიმ ვარლამს.
– შენი ვარაუდით, ონილი ტუალეტიდან დაუკავშირდა მკვლელებს და აბრეზას მოკვლა დაავალა, შენ კი იმიტომ შეგაყოვნა ჯაფარიძის კაბინეტში, რომ მკვლელებს შენზე ადრე მოეძებნათ აბრეზა და მოეკლათ. ასეა?
– დიახ, ბატონო ვარლამ, – დაუდასტურა რატიმ კაკუბავას, რომელმაც რატის ჰკითხა:
– მეორე დღეს ცალთვალა კუჭკუჭას შესახებ რომ მოახსენე სოსოს, მაშინაც იქ იყო ონილი?
– დიახ, – თქვა რატიმ.
– მდაა... ახლა როგორ გინდა, რომ ეგ ონილი გამოიჭირო? არადა, დიდი შანსია, რომ, რასაც ამბობ, სრული სიმართლე იყოს.
– არის ერთი საშუალება. მართალია, ძალიან შრომატევადია და, თანაც, უნდა გაგვიმართლოს, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირს.
– დააკონკრეტე.
– იმაში უნდა გაგვიმართლოს, რომ ონილს  იმ დღეს მკვლელებთან დარეკილი ან დამესიჯებული უნდა ჰქონდეს და არა სხვა საშუალებით იყოს მათთან დაკავშირებული. ჩვენ კი, იმ ანძებიდან, რომლებიც „მოდულის“ შენობის კვადრატშია განლაგებული, აბრეზას მკვლელობის დღეს, საღამოს ცხრიდან თერთმეტ საათამდე განხორციელებული ყველა ზარი უნდა ამოვბეჭდოთ, გავშიფროთ და ონილის ნომერზე გავიდეთ. ადრესატის, ანუ მკვლელების ნომერსაც გავიგებთ და იმასაც გავარკვევთ, ვინ არიან. მართალია, რამდენიმე ათეული ათასი ნომრის გაჩითვა მოგვიწევს, მაგრამ, სხვა გზა არაა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3