კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ემუქრებოდა მკვლელი ყოფილ საყვარელსა და ბავშვობის მეგობარს და როგორ გაასაღა მან მკვლელობა უბედურ შემთხვევად

ექვსიათასდოლარიანი კრედიტის გამო კაცმა უახლოესი მეგობარი მოკლა. დანაშაული იმდენად „სუფთად” იყო ჩადენილი, რომ თავდაპირველად, მომხდარი უბედურ შემთხვევად ჩაითვალა. შესაბამისად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უბედური შემთხვევის მუხლით აღიძრა. ეგრეთ წოდებულ „უბედურ შემთხვევას” ჰყავდა თვითმხილველიც. მოგვიანებით  გაირკვა, ყველა დეტალი ისე  გათვალა, რომ  არა  ორი თვის შემდეგ გამოჩენილი მოწმე და თვითმხილველი, მეგობრის მკვლელი ახალგაზრდა მამაკაცი სამართლებრივ პასუხისმგებლობას გადაურჩებოდა.
36 წლის მამუკა გ-ძის  გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამართლადამცველებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან მიიღეს, რომელთაც გამოძახების ადგილზე მისვლისას ბინაში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. მას მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შემთხვევის ადგილზევე იყო იარაღი, რომლითაც ისროლეს. სამედიცინო სამსახური გარდაცვლილის ახლო მეგობარმა 36 წლის ნუკრი ჭ-შვილმა გამოიძახა.  მისი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და თვითმხილველთა დაკითხვის შემდეგ, გამოძიებსითვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა გ-ძეს, რომელიც კერძო დაცვის სამსახურის მფლობელი იყო, იარაღი ძალიან უყვარდა და საკუთარი „მაკაროვის” მსხვერპლი გახდა. უბედური შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო ისიც და დაცვის თანამშრომელი – ნუკრი ჭ-შვილი, რომელიც წარსულში ოპერატიულ სამსახურში მუშაობდა.  ის გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი გახლდათ. გამოძიებამ უპირველესად, ნუკრი ჭ-შვილი დაკითხა. მისი ჩვენების მიხედვით, მეგობრები ერთად იყვნენ საქეიფოდ. ავტომანქანას  მამუკა  გ-ძე მართავდა. ქეიფის დასრულების შემდეგ ნუკრი ჭ-შვილმა მეგობარს შესთავაზა, რომ სახლში თვითონ წაიყვანდა და მისი მანქანის საჭესთან დაჯდა. ამონაწერი  ნუკრი ჭ-შვილის ჩვენებიდან: „ეს ბინა მამუკას ექვი თვის დაგირავებული ჰქონდა. იქ მარტო ცხოვრობდა. სახლში რომ მივედით, მამუკა საძინებელ ოთახში შევიყვანე დასაძინებლად. ძალიან ნასვამი იყო და ვიფიქრე, ჩაეძინება და მერე სახლის კარს გავიხურავ-მეთქი. ხუთ წუთში მამუკა  საძინებლიდან გამოვიდა. მე სასტუმრო ოთახში ვიყავი და ყავას ვსვამდი. მას ხელში „მაკაროვის” პისტოლეტი ეჭირა. ხუმრობა დაიწყო.  ვუთხარი, ნასვამი ხარ, მოაცილე ეგ იარაღი, რით ვერ მოიკალი ამ იარაღების ჟინი-მეთქი. არაფერი უთქვამს, დამემორჩილა და იქვე, სავარძელში ჩაჯდა. მე სამზარეულოსკენ წავედი, რომ ყავა დამესხა. უცებ გასროლის ხმა გავიგონე და მაშინვე ოთახში შევვარდი. მამუკა იატაკზე ეგდო და ბარძაყიდან სისხლი სდიოდა. ორ წამში დაკარგა გონი. მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, ექიმები მალე მოვიდნენ, მაგრამ  ის  უკვე გარდაცვლილი იყო.”
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გახდა არტერიის დაზიანება, რამაც მწვავე სისხლნაკლულობა გამოიწვია.  დაიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომელთაც გამოძიების თავდაპირველ ვერსიაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. მათი  დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მამუკა  გ-ძე იარაღის დიდი მოყვარული იყო.  გარდაცვლილის ოჯახი  ნუკრი ჭ-შვილს  ახლოს იცნობდა. ის ერთადერთი იყო, ვისაც ნასვამ მამუკას   ანდობდნენ, რადგან მას ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ კი აკვიატებები დაეწყო. ღამე მარტო დარჩენის ეშინოდა, რის გამოც ნუკრი ჭ-შვილი მისი ბინის ხშირი სტუმარი იყო. 
გამოძიების მასალების  და იმ გარემოებების მიხედვით, რაც მოიპოვეს სამართალდამცველებმა, საეჭვო თითქმის არაფერი იყო. თუმცა, უბედური შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მომხდარ ფაქტს, რომელსაც  მამუკა  გ-ძე შეეწირა, ჰყავდა კიდევ ერთი თვითმხილველი – 30 წლის ნინო მ-ძე, რომელმაც გამოძიების ვერსია მთლიანად შეცვალა – უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. ერთი შეხედვით, უდანაშაულო ნუკრი ჭ-შვილი მკვლელობაში ბრალდებულად გამოცხადდა. გამოძიებამ  მომხდარის დეტალების ძიება თავიდან დაიწყო. როგორც გარდაცვლილის მეგობრის, ნინო მ-ძისგან გახდა ცნობილი, მამუკა  გ-ძის ნაგირავებ ბინაში უბედური შემთხვევა არ მომხდარა და მამუკა მეგობარმა მოკლა. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  ნინო მ-ძე გარდაცვლილი მამუკა გ-ძის საყვარელი იყო. თუმცა, იქამდე მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ნუკრი ჭ-შვილთან. სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო მამუკა გ-ძე, რომელსაც ყოფილი საყვარლისგან მალულად ხვდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ ნუკრი ჭ-შვილმა ეჭვი აიღო და ჩაუსაფრდა კიდეც მეგობარსა და საყვარელს. როცა მათ ურთიერთობაში დარწმუნდა,  ჯერ ქალთან, შემდეგ კი მეგობართან კონფლიქტი მოუხდა. ნინო მ-ძის ჩვენების მიხედვით, ის მამუკა  გ-ძის ბინაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ნუკრი ჭ-შვილმა მეგობარი მოკლა. „ჩვენ სამივე ერთად ვიყავით საქეიფოდ და ბინაშიც ერთად მივედით. ნუკრი ხუმრობით ამბობდა, დღეს ორივეს ანგარიში უნდა გაგისწოროთო. იარაღი საძინებლიდან მამუკამ  გამოიტანა. მთვრალმა იცოდა იარაღით ხუმრობა. ნუკრიმ შენიშვნა მისცა, ნუ თამაშობ იარაღითო. მეც შემეშინდა და სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად. იქ ვიყავი, როცა გასროლის ხმა გავიგონე. ოთახში შევვარდი. კარგად მახსოვს, ოთახში რომ შევედი, იარაღი ნუკრის ეჭირა, გაუვარდა ამ უბედურსო. მითხრა. პანიკაში ჩავვარდი. ნუკრიმ მითხრა, რომ იქაურობა დამეტოვებინა. თუ ასე არ მოიქცევი, გაგვიჭირდება იმის დამტკიცება, რომ ჩვენ არ მოგვიკლავსო. მე მაშინვე დავტოვე ბინა. ორი დღის მერე ვნახე ნუკრი. შენ მოკალი მამუკა-მეთქი, ვუთხარი. გიჟი ხომ არ ხარ, გაუვარდა იარაღიო, დამიწყო მტკიცება. დამაშანტაჟა, ხმა არ ამოიღო შემთხვევის ადგილზე რომ იყავი, თორემ  ყველაფერს ისე შემოვატრიალებ, ციხეში ამოგალპობენო. შეშინებული ხმას ვერ ვიღებდი.”
 გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ  გარდაცვლილმა  მამუკა  გ-ძემ  ნუკრი ჭ-შვილისთვის ბანკიდან ექვსი ათასი დოლარის კრედიტი აიღო, რაც მას ვალების გადასახდელად სჭირდებოდა. ამის შესახებ ნინო მ-ძისთვისაც იყო ცნობილი. ნუკრი ჭ-შვილი მეგობარს ვალს ვერ უბრუნებდა.  ამის გამო მათ ერთმანეთთან რამდენჯერმე იკამათეს. როგორც მოგვიანებით, საქმის მასალებით გახდა ცნობილი,  მკვლელობის მიზეზი  გახდა როგორც ვალად აღებული ექვსი ათასი დოლარი, ასევე მეგობარი ქალი, რომელიც  მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბევრი მცდელობის მიუხედავად, მას აღარ  ხვდებოდა. განსასჯელმა სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად მოყვა, როგორ წაშალა მკვლელობის კვალი და როგორ შეთხზა ვერსია, რომლის მიხედვითაც მამუკა გ-ძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ნუკრი ჭ-შვილს  ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3