კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა ელიტურ ბინებს თბილისელი ქურდი „ბეღურა“

საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში, კოტე სოხაძე, მეტსახელად „ბეღურა“, ერთ-ერთ ყველაზე გონებამახვილ და მოუხელთებელ ბოროტმოქმედადაა ცნობილი. პროფესიონალი ქურდი სისხლს უშრობდა საუკეთესო საბჭოთა მაძებრებს და ჩადენილი დანაშაულებების მიხედვით, მას ბადალი არ ჰყავდა კოლეგებს შორის. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს „ბეღურას“ კრიმინალური ბიოგრაფიიდან.
ძვირფასი „შაშკა“
კოტე სოხაძე 1937 წელს დაიბადა თბილისში, პლეხანოვზე და კრიმინალისადმი, კონკრეტულად კი, ქურდობისადმი ლტოლვას ბავშვობიდანვე იჩენდა. ელასტიკური, ათლეტური აღნაგობის კოტიკო, სულ რაღაც 15 წლის იყო, ვაკეში რომ ახალაშენებული, ელიტური სახლის სახურავზე ავიდა. იქიდან თოკით დაეშვა მესამე სართულზე და დღისით-მზისით, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი გენერლის ბინაში კატასავით შეძვრა. იქიდან კი ოქროსტარიანი ხმალი, ეგრეთ წოდებული რუსული „შაშკა“ მოიპარა, რომელიც კედელზე ეკიდა. მასპინძელი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და სამზარეულოში სადილობდა. ეს ქურდობა კოტე სოხაძემ ნიძლავის გამო ჩაიდინა. ის თავის თანაკლასელს ფეხბურთის ბილეთების გამო დაენაძლევა და ამგვარად დაეუფლა დეფიციტურ, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე დასასწრებ ბილეთებს, რომლის ფასიც ორმოცდაათი კაპიკი იყო... მოპარული „შაშკა“ კი ორმოცდაათ ათას მანეთად იყო შეფასებული... საქმე კი ისაა, რომ სწორედ სოხაძესთან ნიძლავწაგებული თანაკლასელი იყო დაზარალებული გენერლის შვილიშვილი. მან ბაბუას იმავე დღეს უკან მიუტანა ძვირფასი ხმალი და კოტიკო საერთოდ არავის უხსენებია. თუმცა, ამ შემთხვევამ კოტე სოხაძეს „ქურდული მადა“ გაუღვივა, თავდაჯერებულობა შეჰმატა და ქურდობას მიჰყო ხელი. მომავალი პროფესიის არჩევაში კოტიკოს იმანაც შეუწყო ხელი, რომ სულ მალე, მას ტრაგიკულად დაეღუპა აკრობატი მამა. ცირკში, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, სიმაღლიდან ჩამოვარდა. დედამ კი მისი მოთოკვა ვერ მოახერხა. ბიჭი ქურდების ბანდაში მოხვდა და პატიოსან ცხოვრებაზე საბოლოოდ აიღო ხელი.
„ბეღურა“
გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, თბილისში, გივი ქანთარიას ქურდების ცნობილი ბანდა მოღვაწეობდა, რომელსაც გამწარებული ჰყავდა მილიცია და სწორედ ამ წრეში მოხვდა პატარა კოტიკო. გამოცდილმა რეციდივისტებმა უმალვე ამოიცნეს პატარა ბიჭში ქურდული ტალანტი და გადაწყვიტეს, თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. პარალელურად, ქურდული იდეოლოგიაც შეასწავლეს და საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში. „ბეღურაც“ სწორედ უფროსმა კოლეგებმა შეარქვეს იმის გამო, რომ კოტიკო უზადოდ მუშაობდა სიმაღლეზე – მეორენაირად მას „მფრინავ ქურდსაც“ უწოდებდნენ. თუკი ამის საშუალებას გასაქურდი შენობის აგებულება იძლეოდა, კოტე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ძვრებოდა შენობაზე. შემდეგ კი ბინაში შედიოდა და კოლეგებს ჩარაზულ კარს უღებდა, ქურდები კი პირწმინდად „ასუფთავებდნენ“ ბინას. სხვა შემთხვევებში ბეღურა სახურავიდან თოკით ეშვებოდა ბინაში... 1953-1957 წლებში გივი ქანთარიას ბანდამ თბილისში 60-ზე მეტი ბინა გაძარცვა და ბეღურა ყველა საქმეში მონაწილეობდა. 20 წლის კოტიკო უკვე ქურდების ბანდის მთავარი წევრი იყო და ასაკის მიუხედავად, ყველა პატივს სცემდა.
1957 წლის მაისში მილიცია ბანდას „კუდზე დააჯდა“ და მისი აყვანის ოპერატიული გეგმა შემუშავდა. ოპერებმა ოცკაციან ბანდაში მოღალატეს მიაგნეს და მისი მეშვეობით აპირებდნენ ყველას დაპატიმრებას. მილიციის აგენტმა თავის კოლეგებს ბანდიდან შეატყობინა, რომ თითქოს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე, ოთხოთახიან ბინაში სამასი კილოგრამი ოქრო ინახებოდა (2-2-კილოგრამიანი ზოდების სახით. სულ – 150 ცალი). ინფორმაცია ისე ოსტატურად იყო „შეგდებული“, რომ ქურდები მოტყუვდნენ და საქმეზე მთელი ბანდა გაემართა. მათ შორის, 69 წლის გივი ქანთარიაც... საცხოვრებელი სახლი კი მილიციას ალყაში ჰქონდა მოქცეული. როდესაც კოტე სოხაძე ბინაში შეძვრა და კოლეგებს კარი გაუღო, რომ ზოდები წაეღოთ, თბილისის მილიციის ოპერატიულმა რაზმმა ისინი ხაფანგში მოაქცია და დანებება უბრძანა. ბანდის 10 წევრი ადგილზევე აიყვანეს. ბეღურამ კი ღამის წყვდიადში ფანჯრიდან ჯერ ახლომდებარე ხეზე ისკუპა და ქვევით ჩაძვრა, შემდეგ, მილიციის მხრიდან სროლის მიუხედავად, მტკვარში გადახტა და გაიქცა. იმავე დღეს კოტე სოხაძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტი
ბეღურა მხოლოდ და მხოლოდ 1960 წელს დააკავეს ოდესაში და ისიც იმიტომ, რომ ერთ-ერთი საქმის დროს მას თოკი გაუწყდა. მესამე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა და უგონო მდგომარეობაში აიყვანა მილიციამ. ბეღურა თბილისში ჩამოიყვანეს. გაასამართლეს და ბანდის დანარჩენ წევრებს გვერდით მიუსვეს.
– დიდხანს უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს. ამიტომ, ციხეში დიდხანს ვერ გავჩერდები, – იმეორებდა კოტე სოხაძე და 1961 წლის იანვარში ბეღურა თბილისის ორთაჭალის ციხიდან გაიქცა. მან სახურავზე ასვლა მოახერხა. შემდეგ გამოქანდა, ღამის წყვდიდში „ზაპრეტკას“ გადაახტა და უზარმაზარ ხის ტოტს ჩამოეკიდა. მერე კი ქვევით ჩაძვრა და გაუჩინარდა.
საგულისხმო ფაქტია, რომ ბეღურა თბილისში დარჩა. ქალაქიდან გასვლა არც კი უცდია და ქურდობას აგრძელებდა. ორი წლის განმავლობაში ბეღურამ 36 ქურდობა ჩაიდინა და მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ კარგად იცოდა, ვინც მოქმედებდა, მისი მოხელთება არ ხერხდებოდა. ბეღურას დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ 1962 წელს მოხერხდა, თანაც, კვლავ შემთხვევით. ბინას, სადაც ის იმალებოდა, მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაუჩნდა ბეღურას, რა თქმა უნდა, შეეძლო მიმალვა, მაგრამ მან მეზობელი დედა-შვილი გადაარჩინა. ისინი ცეცხლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და ბეღურამ გამოიყვანა. ქვევით კი უკვე მობილიზებული იყო მილიცია. მათ კოტე სოხაძე იცნეს და დაუძლურებული ბეღურა იქვე აიყვანეს...
მილიცია უზომოდ იყო გახარებული ბეღურას დაპატიმრებით და მის მიერ ჩადენილ საქმეებს საგულდაგულოდ იძიებდნენ. ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ბეღურა ამბობდა, რომ მან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ცნობილ სახლზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე მოახერხა აძრომა, თანაც ზურგზე 30-კილოგრამი ტვირთი ჰქონდა, რომელიც ბინაში მდებარე სეიფის გასაქურდად სჭირდებოდა. გამომძიებლებმა ეს ინფორმაცია არ დაიჯერეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მოწყობა გადაწყვიტეს და ბეღურა სახლთან მიიყვანეს, შენობას კი ალყა შემოარტყეს. სახურავზე ოპერები დააყენეს და საგამოძიებო ექსპერიმენტიც დაიწყო. ბეღურამ ოცდაათკილოგრამიანი ზურგჩანთით ძალიან სწრაფად მოახერხა შენობის სახურავზე აძრომა და სანამ გაოცებული ოპერები იღიმებოდნენ, კოტე სოხაძე ერთ-ერთ კიდესთან მივიდა, რომ ქვევით მდგომი მილიციის გამომძიებლებისთვის ნიშნის მოგებით რაღაც ეთქვა. იმავდროულად, ეშმაკმა ბეღურამ სახურავის კიდეზე ოსტატურად შენიღბული და მიმაგრებული, დასაკეცი დელტაპლანი ამოაცურა. წამში გაშალა, შუაში შეუდგა და პირდაღებული ოპერების თვალწინ, გაიქცა და გაფრინდა... ბეღურამ ჰაერში ასიოდე მეტრი იფრინა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაეშვა და მიიმალა.
ბეღურა 2002 წელს ვორონეჟში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

скачать dle 11.3