კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

სიკვდილი ფანტაზიებისთვის

ჯიმ კილბრაიდი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა – ეს სასწაული იყო. მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა ბედნიერი. ბუღალტერი იყო და, ისე გამოიყურებოდა, როგორც ბუღალტერი  – თავის ასაკთან შედარებით გაცილებით უფროსს ჰგავდა. მის ცხოვრებაში (არადა, ის უკვე ოცდათორმეტი წლის იყო), გარდა დედისა, სხვა ქალი არ ყოფილა. არავინ იცოდა, რაზე ფიქრობდა ის სინამდვილეში, რაზე ოცნებობდა, რა აწუხებდა...
ერთხელაც დადგა დღე, როცა დედამისი მოკვდა. ჯიმმა ერთბაშად აღმოაჩინა, რომ ქალს ჩუმად რაღაც კონკრეტული თანხა ჰქონდა შენახული. ჯიმმა, რომელმაც მხოლოდ ერთი მარშრუტი იცოდა – სამსახურიდან სახლამდე, მოულოდნელად მოგზაურობა გადაწყვიტა: შეიძინა პატარა იახტა (მასზე პატარა კაიუტაც კი იყო), უფროსობას შვებულება გამოსთხოვა, რომლითაც არასდროს უსარგებლია და გეზი წყნარი ოკეანის პატარა კუნძულებისკენ აიღო. მაგრამ,  ბედმა არ გაუღიმა და შტორმში მოყვა... როცა გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ პატარა კუნძულზე გამოერიყა ტალღებს... მზე აცხუნებდა და ძლივს შეფორთხდა ჩრდილში. გაუმართლა – ჯიბეში სანთებელა იპოვა, რომელიც წყალგამძლე აღმოჩნდა. საღამოს პატარა კოცონი აანთო და დღის განმავლობაში ნაპოვნი რომელიღაც ფრინველის კვერცხი შეწვა. დანარჩენ დღეებშიც თავი როგორღაც გაჰქონდა: ხან ხის ნაყოფს პოულობდა, ხან ჩიტებს მოინადირებდა ან ზაზუნას... უჭირდა, მაგრამ მის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი რადიკალური ცვლილებები სიამოვნებასაც კი ანიჭებდა. იმდენი მოახერხა, რომ პატარა ქოხი აიშენა ტოტებითა და დიდი ფოთლებით, თან ბავშვობაში წაკითხულ წიგნს იხსენებდა... კარგად არ ახსოვს, როდის დაიბადა მის აზროვნებაში ქალი. ჯიმმა მას სახელიც დაარქვა – დორინ პალმერი. კილბრაიდმა ვერ იგრძნო და ვერც მიხვდა, როდის შეიშალა. აზროვნება ისევ გამართული ჰქონდა – ჩავარდნების გარეშე, დორინმა კი ნელ-ნელა შეისხა ხორცი... ჯიმმა ვერც კი შენიშნა, როგორ დაიწყო მასთან საუბარი... დორინი მაღალი იყო. თუმცა, ჯიმზე მაღალი არა, უფრო – საშუალო სიმაღლის; ქერა თმა ლამის წელამდე სცემდა. თვალები ლურჯი ჰქონდა, ოკეანის წყალივით. მხიარული იყო და ხალისიანი. დორინი, რომელსაც არასდროს შეხვედრია, მაგრამ რომელიც სულ მის გვერდით ცხოვრობდა... ჯიმმა მისი ხმაც კი გაიგონა და ამან ლამის შოკში ჩააგდო. ქალს ნაზი, გულში ჩამწვდომი, თბილი ხმა ჰქონდა. მან მკერდზე მიაყრდნო ჯიმს თავი და ჩაილაპარაკა: „მორჩა, შენ აღარ იქნები მარტოსული“ – და ამის მერე დაიწყო... კაცმა მთელი სხეულით შეიგრძნო თავის გვერდით ქალის არსებობა და ამის განცდა მისთვის ბედნიერების მომნიჭებელი აღმოჩნდა. პირველი რამდენიმე თვე თაფლობის თვე იყო მათთვის:  ჯიმი სეირნობდა დორინთან ერთად, მერე თბილ ქვიშაზე სხდებოდნენ და კაცი საათობით ელაპარაკებოდა თავის მომავალ რომანზე, რომელსაც აუცილებლად დაწერდა, როცა კუნძულს თავს დააღწევდა და ეს რომანი მას საქვეყნოდ გაუთქვამდა სახელს. დორინი უსიტყვოდ უქნევდა თავს და ნაზად უღიმოდა. ხშირად ეუბნებოდა, მიყვარხარო და კაცს ეს აბედნიერებდა. მერე კი დორინი შეიცვალა – ის კატეგორიულად მოითხოვდა ჯიმისგან, დაეწყო სერიოზული მუშაობა რომანზე. ჯიმი ხვდებოდა, რომ ქალი ამას მის სასიკეთოდ აკეთებდა, მაგრამ მაინც აღიზიანებდა. ნელ-ნელა ისიც გააცნობიერა, რომ საყვარელი ქალი ძალიან დაემსგავსა ჯიმის დედას. ბოლო დროს ისიც სწორედ ასეთი წუწუნა, პრეტენზიული და კატეგორიული იყო. ერთ დღეს კი კაცი ისე გამოვიდა მოთმინებიდან, რომ დორინს ხელი მოუქნია და გაარტყა. მერე ძალიან ინანა, მაგრამ მომხდარს ვეღარაფერს უშველიდა. დორინი გაიქცა და დიდი ქვის უკან დაიმალა. ჯიმმა განიცადა ეს ამბავი, ქალთან მივიდა და პატიება სთხოვა, მაგრამ პრობლემას არ ეშველა – დორინი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ჩხუბობდნენ ხმაურით, ემოციების უცენზურო, ზღვარს გადასული ამოფრქვევით. დორინი ხან ტიროდა, ხან შეტევაზე გადადიოდა... და აი, კაცის გონებაში მისი მოკვლის სურვილი გაჩნდა. პირველად ძალიან შეაშინა ამ აზრმა, მაგრამ მერე მეტ-ნაკლებად შეეჩვია ქალის მოკვლის იდეას... ერთხელაც, როცა დორინი ძალიან გაანჩხლდა და გაავდა, ჯიმი მას ყელში სწვდა. ახლა კაცი აღარ იყო სუსტი და დაუცველი ბუღალტერი, კუნძულზე ცხოვრებამ ის გააკაჟა და გამოაწრთო. გარუჯულ სახეზე ველურის გამომეტყველება აღბეჭდვოდა... ხელები დაეკუნთა და ამ ხელებს საერთოდ არ გასჭირვებია, ქალისთვის ნაზი კისერი მოეგრიხა... სინდისის ქენჯნა გვიან იგრძნო. როცა აღმოაჩინა, რომ დორინს ვეღარ დაიბრუნებდა, მიხვდა, რომ კუნძულზე ისევ მარტო დარჩა. სიმარტოვე მხოლოდ რამდენიმე დღე აღმოჩნდა სასიამოვნო. დორინი ერთადერთი იყო, ვისაც ის უყვარდა ისეთი, როგორიც იყო სინამდვილეში. და, თუ ეჩხუბებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზრუნავდა მასზე. ჯიმ კილბრაიდი სილიან ნაპირზე დაწვა და მოიკუნტა. ქალის სახელს ჩურჩულებდა, უხმობდა მას და იტანჯებოდა... სინდისი აწამებდა ჩადენილი დანაშაულის გამო. მან ისე გაითავისა აზრი ჩადენილი მკვლელობის შესახებ, რომ ვეღარავინ დაარწმუნებდა, ეს ყველაფერი დაავადებული წარმოსახვის ნაყოფი რომ იყო... ჯიმი ხუთი თვის შემდეგ იპოვეს. უზარმაზარი ხომალდიდან პატარა ნავი გაგზავნეს და გემზე აიყვანეს; აჭამეს, დაბანეს, გამოძინების საშუალება მისცეს და, ადამიანის იერდაბრუნებული, კაპიტანთან მიიყვანეს.
კაპიტანი, დაბალი, ჭაღარა მამაკაცი, გულისყურით მოეკიდა ჯიმ კილბრაიდის მონაყოლს იმის შესახებ, რომ მან თანმხლები ქალი მოკლა.
– რამდენ ხანს იყავით კუნძულზე? – ჰკითხა შეფიქრიანებულმა კაპიტანმა.
– არ ვიცი, არ მახსოვს.
– და თქვენთან ერთად ქალი იყო?
– დიახ, დორინ პალმერი. ის მკვდარია. ვჩხუბობდით, ძალიან ვჩხუბობდით და მოვკალი – დავახრჩვე. გვამი კი ზღვას გავატანე.
კაპიტანს ეჭვი არ შეჰპარვია მის დალაგებულ მონათხრობში. ნაპირს მიადგნენ თუ არა, სიეტლის პოლიციას ჩააბარა. პოლიციელებმა კაპიტნის მონათხრობსაც მოუსმინეს და ჯიმი კიდევ ერთხელ დაკითხეს. მან მაშინვე აღიარა მკვლელობა და დაამატა, რომ ძალიან აწუხებდა სინდისი ჩადენილი დანაშაულის გამო; ინანიებდა მას და დამსახურებულ სასჯელს ითხოვდა. ყველა შეკითვხას ისე დალაგებით და გონივრულად პასუხობდა, აზრადაც არავის მოსვლია, რომ საცოდავი ჭკუიდან იყო შეშლილი. მას ადვოკატი მიუჩინეს. ციხეში ძველმა თანამშრომლებმაც მოინახულეს. ჯიმი შემწყნარებლური ღიმილით პასუხობდა მათ არაბუნებრივ ინტერესს...
სასამართლოზე ადვოკატის სიტყვას არავინ უსმენდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს პატიმარი დამნაშავედ პირველი ხარისხის მკვლელობაში. მთელი პროცესის მსვლელობისას ჯიმ კილბრაიდს თავი მშვიდად და ღირსეულად ეჭირა. არავის შეეძლო, ამოეცნო მასში უბადრუკი კლერკი, პატარა ადამიანი... შეიძლება, ის პატივისცემასაც კი იმსახურებდა, მაგრამ განაჩენი შეუბრალებელი იყო – სიკვდილი ელექტროსკამზე.
ეს არავის გაუსაჩივრებია და განაჩენი სისრულეში მოიყვანეს...

скачать dle 11.3