კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

საზანდარიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა საზანდარი.
დავით, კონა და გაბრიელ საზანდარიშვილები მოიხსენიებიან 1843 წელს პატარა თონეთში.
საზანდარიშვილები დღეს სანდროშვილებადაც იწერებიან.
საქართველოში 202 საზანდარიშვილი ცხოვრობს: ქარელში  – 130, თბილისში – 49, გორში – 9. არიან სხვაგანაც.
ამანათაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამანათა.
1818 წელს თონეთში მცხოვრებ სოლომონ ამანათაშვილს შეეძინა ვაჟი, სახელად უწოდეს ანდრია. მღვდელი იყო აბრამ თეთრაძე, მიმრქმელი კი გიორგი ლუკაშვილი.
1873 წელს ისტორიულ დოკუმენტში მოხსენიებულია სოლომონ და გიორგი ამანათაშვილები.
წალკაში მცხოვრები ამანათაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.
საქართველოში 135 ამანათაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 72, ბორჯომში – 19, ქუთაისში – 8. არიან სხვაგანაც.


აბაშიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბაშა. „თავადი აბაშის შვილნი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან. ოდეს მეფესა დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმან ამან ცხენი თავისი მიართო და განარინა მათ წელსა ქრისტესა აქეთ 1285-სა და, შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი მერეთ, შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამითგან არიან თავადად აბაშად აღიარებულნი გარნა ამა დროსა შინა ასწუდა გვარი მათი და არ ვიღა არიან შთამომავლობანი მისნი.”
აბაშიშვილები ქვემო ქართლში იყვნენ მებატონეები. დავით აბაშიშვილს 1721 წელს ყმები ჰყოლია კიკეთში, გოლთეთში, ფარცხისში, ოშეთში, მჟავისში, გარისში, ეცოში, უკანდაღეთსა და დიაში.
1721 წელს აბაშიშვილი და ეპისკოპოსი იოსებ სააკაძე მანგლისის საეკლესიო მიწასა და იქ მოსახლე გლეხებზე პრეტენზიას აცხადებდნენ და ამის თაობაზე ვახტანგ მეფესთან წარდგნენ.
1785 წელს ლუარსაბ აბაშიშვილმა იოანე ეპისკოპოსს შესწირა სოფელი არმანეთი.
საქართველოში 155 აბაშიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 115, თბილისში – 27, გორში – 11.


ჭაობაშვილი
მეტსახელი ჭაობა გვხვდება გვარში ჭაობაშვილი.
ჭაობი სოფლის სახელწოდებაა დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათის ბოლოს. დღესაც ამ ადგილს ჭაობს ეძახიან. ადვილი შესაძლებელია, რომ იქიდან წასულ კაცს თან წაეღო სოფლის სახელი.
საქართველოში 39 ჭაობაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, კასპში – 14.


შამრელაშვილი
შამრელაშვილი ართრონიზებული გვარია და სავარაუდოდ, ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი. მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი – შა.
„მრელა-ს, ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი შამრელაშვილი“.
შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
საქართველოში 24 შამრელაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 17, თელავში – 4. ცხოვრობენ სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3