კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ინტიმური საუბრები

ასეთი მოქცევა თავხედობაზე უარესია
ვგიჟდები იმერეთზე და იმერლებზე – გადასარევი და საყვარელი ხალხია, მაგრამ, ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, შეხედულება შემეცვალა მათზე. კაცმა რომ თქვას, მე ვინ მეკითხება და, მართლაც, სულ არაა ეს ჩემი საქმე, მაგრამ, ამ ხნის კაცი მოვიყარე და, სიმართლე გითხრათ, ჩემს საახლობლოში ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა. პრინციპში, არც ის ბიჭია ჩემი ძალიან ახლობელი, ვისი ცოდვითაც ვიწვი – უბრალოდ, მეზობელია გვერდითა სადარბაზოდან, მაგრამ, კარგი, წესიერი ახალგაზრდა კაცი ჩანს და მეცოდება, ისეთ დღეშია.
ალბათ, გაგიკვირდებათ, რა კავშირშია ერთმანეთთან იმერლების სიყვარული და წესიერი ახალგაზრდა. ახლავე მოგახსენებთ.
პირადად მე ქართლელი კაცი ვარ, კასპის რაიონიდან, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თანაც, საკმაოდ დიდი ბინა გვქონდა და არც მატერიალურად გვიჭირდა, მაგრამ ჩვენი სოფლიდან არასდროს არცერთი ნათესავი არ ჩამოსულა, არ ჩასახლებულა ჩვენს ბინაში ჩვენსავე ხარჯზე; სტუდენტი ნათესავიც ბევრი გვყავდა რაიონში, მაგრამ ყველა როგორღაც უვლიდა თავის თავს. ჩვენთან მხოლოდ სტუმრად თუ ჩამოვიდოდნენ და განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ დარჩებოდნენ ერთი-ორი ღამით, მეტად არა. ეს იმერლები კი ვინ ყოფილან, გავგიჟდი. ისე, კი გამეგონა დასავლეთის ხალხზე, ამ საკითხში ცოტა უცერემონიოები არიანო. სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, მაგრამ, რასაც ახლა საკუთარი თვალით ვუყურებ, ერთი კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა.
არ მიწყინონ ჩემმა იმერელმა მეგობრებმა და მოკეთეებმა; რა თქმა უნდა, ამ ჩემს კრიტიკულ წერილში ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება (ის, რაც ჩემ თვალწინ ხდება) და ასეთი ფაქტი კი თურმე მრავლად არის.
მოკლედ, ამ ჩემმა მეზობელმა, ანდრომ, ცოლი შეირთო და ერთოთახიანი ბინა იქირავა. მერე ბინის პატრონის ნებართვით საკუთარი ხელით გადააკეთა ოროთახიანად (სამზარეულოს ხარჯზე) და დაიწყეს თავისთვის ცხოვრება ახალგაზრდებმა. ცხოვრობდნენ მტრედებივით და შესციცინებდნენ ერთმანეთს; უხაროდათ, რომ მალე შვილი შეეძინებოდათ, მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – ერთ დღესაც კარზე მიადგათ გოგოს ძმა ორი პატარა შვილით და გამოუცხადა, თქვენთან უნდა ვიცხოვრო, რადგან ჩემი ცოლი საბერძნეთში გავუშვი სამუშაოდ, მე კი ვმუშაობ და ბავშვებს მარტოებს ხომ ვერ დავტოვებო. არც კი უკითხავს დისთვის და სიძისთვის ნებართვა, ისე ჩაუსახლდა, ოღონდ, როგორც მე ვიცი, არც ქირის გადახდაში შეშველებია და დიდად არც პროდუქტების მოტანაში ეხიდებოდა. შეწუხდა ეს კარგი ბიჭი (ჩემი მზეობელი), მაგრამ ცოლის ხათრით ვერაფერი თქვა. ცოლმა კი უფროს ძმას ვერ აკადრა, ეთქვა, წადიო და ვერც ძმისშვილები გაყარა სახლიდან. ერთ თვეში ანდროსთან სიდედრი ჩამობარგდა (ალბათ, მიხვდით, რომ ანდროს ცოლი იმერელი გახლავთ და იმიტომაც დავიწყე ეს წერილი მათთვის სიყვარულის ახსნით) – ბავშვებს მე მივხედავ, თქვენ რომ არ შეგაწუხოთო, თან დაამშვიდა, მალე ჩემი ქმარი ჩამოვა, ყველას ცალკე გვიქირავებს ბინას და აღარ შეგავიწროვებთო. მისი ქმარი მართლაც მალე ჩამოვიდა, ოღონდ, არსადაც არ წაუყვანია არავინ. როგორც გავიგე, თან ერთი ძველი, გასაშლელი ტახტი ჩამოუტანია და უთქვამს, მე და ჩემი ცოლი ამ ტახტზე დავწვებითო, მეორე დღიდან კი ექიმთან დაუწყია სიარული პროსტატის სამკურნალოდ.
ეს ჩემი კარგი ბიჭი ანდრო ისე შეწუხდა (შევიწროებასა და ხარჯზე არაფერს ვამბობ), რომ სულ სხვა უბანში იქირავა პატარა ერთოთახიანი ბინა (ალბათ იმიტომ, კიდევ რომ არ დაეპირებინა მასთან ჩასახლება ვინმე ნათესავს) და ისე წაიყვანა თავისი ორსული ცოლი, არამკითხე მდგმურებს არც კი დამშვიდობებია, თუმცა, არც უჩხუბია და საყვედურიც კი არ უთქვამს მათთვის. ისინი კი, თურმე, ძალიან ნაწყენები დარჩენილან – ამხელა ქირის გადახდა ჩვენ შეგვატოვა. ამდენი რომ გვქონოდა, ცალკე ვერ ვიქირავებდითო?
რა ჩემი საქმეა, მაგრამ, თუ იმ ოჯახიდან ერთმა მაინც წაიკითხა ჩემი წერილი, მინდა, ვკითხო: კი მაგრამ, იმ თავიანთ სოფელში რომ დარჩენილიყვნენ, თავიანთი ვაჟიც იქ წაეყვანათ ბავშვებიანად და მიეხედათ მეურნეობისთვის, სანამ მათ ვაჟკაცს ცოლი სხვისი უკანალების საწმენდად ეყოლებოდა გაგზავნილი, ჩინ-მენდლები დასცვივდებოდათ?!
ჩემი აზრით, ასეთ საქციელს თავხედობაც კი აღარ ჰქვია, ეს გაცილებით უფრო მეტია.
იოსები, 73 წლის.

скачать dle 11.3