კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოველდღიურ რაციონში ზეთისხილი, ტკბილი წიწაკა და სალათის ფურცლები შეიტანეთ


ყოველ დილით მიირთვით მინიმუმ 5 ცალი ზეთისხილი. ზეთისხილი იცავს გულსა და სისხლძარღვებს. ის სისხლს ამარაგებს მეტად მნიშვნელოვანი მჟავებით და ეფექტურად იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისგან.
მწვანე სალათის ფოთლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები. მათ, ვინც ყოველდღიურად მიირთმევს მწვანე სალათის ფოთლებს, არ ემუქრება ნაწლავური აშლილობა. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში არსებული ფლავონოიდები ასევე ეფექტურად იცავს კანსა და მთლიანად ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.
 1 ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას. C ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდშია აუცილებელი, რათა ადვილად გაუმკლავდეთ ვირუსებს და სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებას. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და ამით თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით შეივსოთ. სასურველია, ტკბილი წიწაკა ცხიმთან ერთად მიირთვათ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე შეჭამთ. ბულგარული წიწაკა ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც კარგად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს თერმული დამუშავების შემდეგაც.

გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას
ნევროზი არის ნერვული სისტემის პათოლოგიური რეაქცია ტრავმულ სიტუაციაზე. ეს ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებებით განისაზღვრება. გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ განვითარებულმა ნერვული სისტემის ზედმეტმა დაძაბულობამ, შეიძლება, გამოიწვიოს ნევრასთენია. ზოგ შემთხვევაში ნევროზი იწვევს მომატებულ აგზნებას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს; ზოგჯერ კი პირიქით – სისუსტეს, ძილისადმი მიდრეკილებას, გამოფიტვას.
ნევროზის დროს ძალიან კარგია შემდეგი მცენარეული ნაყენების მიღება:
* 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი კულმუხოს ძირები და 20 გრამი ბარამბო შეურიეთ ერთმანეთს, ნარევის 1 სადილის კოვზს დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ თავდახურული, ერთი საათის განმავლობაში. დალიეთ დღეში 3-ჯერ, ერთი მესამედი ჭიქა.
* 15 გრამი პიტნა, 125 გრამი შავბალახა, 15 გრამი კატაბალახას ძირები, 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი ასკილის ნაყოფი, 15 გრამი თავშავა შეურიეთ ერთმანეთს. ერთი სადილის კოვზ ნარევს დაასხით 250 მილილიტრი ადუღებული წყალი და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი მესამედი ჩაის ჭიქა, 3-ჯერ დღეში, თბილი.
P.S. გაფრთხილებთ, რომ სამკურნალო მცენარეები აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოთ და ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი მოამზადოთ.

თუ გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, ძირას ნაყენი დაგეხმარებათ
თუ გული გაწუხებთ, გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან ნაყენს, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, მთელ ორგანიზმს გაგიმაგრებთ და კუჭისა და ნაწლავების მუშაობასაც გაგიუმჯობესებთ. ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ:
*აიღეთ 50 გრამი ძირას თესლი და წმინდად  დაფქვით, დაამატეთ 200 გრამი შაქარი, დაასხით 1 ლიტრი არაყი და გააჩერეთ დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე (დროდადრო შეანჯღრიეთ). მერე გაწურეთ და მიიღეთ ჭამის შემდეგ, 20 მილილიტრი.
ძირას თესლი მდიდარია ზეთით, ცილებით, ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, რომელიც სურნელოვან ნივთიერებებს შეიცავს. ძირას ნაყენი, ასევე, აუმჯობესებს მადას; ზრდის კუჭის მოტორულ და სეკრეტულ აქტივობას; ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს ფერმენტული პროცესების შებოჭვაა.
ძირას შარდმდენი და ლაქტოგენური მოქმედებაც აქვს; ის, ასევე, ხელს უწყობს ლორწოსა და ნახველის გამოყოფას. ძირას პრეპარატები გამოიყენება ნაწლავების ფუნქციის დარღვევისა და სპაზმური მდგომარეობის დროს. მას სასუნთქი გზების დაავადების შემთხვევებშიც იყენებენ. 

საჭმლის მომზადების დროს ყოველდღიურად გამოიყენეთ იოდიზებული მარილი
ფარისებრ ჯირკვალს იოდი ძალიან სჭირდება. მისი ნაკლებობის დროს ის ცუდად ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, არადა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული ყველაფერი: ჩვენი გარეგნობა, განწყობა, ინტელექტი, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტიც კი.
ფარისებრ ჯირკვალს თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად იოდი და სპეციალური ცილა – იტროზინი ესაჭიროება. ადამიანისთვის იოდის დღიური ნორმა 5 გრამია. დღეს კი ნიადაგი იოდის ნაკლებობას განიცდის და, შესაბამისად, მას არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს საკვები და წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზმს იოდი არასაკმარისად მიეწოდება, რის შედეგადაც, ვითარდება ენდემური ჩიყვი.
იოდის ნაკლებობის შემთხვევაში ორგანიზმი ძალიან იტანჯება, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებით: პირველ დარტყმას იღებს ადამიანის ინტელექტუალური სფერო – ქვეითდება მეხსიერება, უარესდება ინფორმაციის სმენითი აღქმა და ნელდება მისი გადამუშავების პროცესი. მათ არც ჩვენი ემოციები და ქცევითი რეაქციები ჩამორჩება. ამ სფეროში ცვლილებები აღენიშნება ადამიანთა დაახლოებით 70 პროცენტს. ამ დროს დამახასიათებელია სისუსტე, აპათია, ძილის სურვილი, მოუსვენრობა; სუსტდება ადაპტაციის უნარი და ასევე, ადამიანის ნერვული სისტემის ადაპტაციური შესაძლებლობებიც. ამიტომ, უმნიშვნელო სტრესიც კი, შეიძლება, დეპრესიის მიზეზი გახდეს; ადამიანი წონაში ვერ იკლებს მკაცრი დიეტის დროსაც კი, რადგან  ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია; კანი გამომშრალი და გამოფიტულია, თმა – მტვრევადი; აღინიშნება მისი ცვენა და ქერტლი. შიდა ქალის წნევის დარღვევის გამო კი ხშირია თავის ტკივილი და ჰორმონული ფონის დარღვევა.
გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზღვის პროდუქტი, რადგან მათში ბევრია იოდი; ასევე, მიირთვით პური, რძე და იოდის შემცველი სხვა პროდუქტები. ზოგადად, იოდიზებული მარილი ბევრი თქვენგანისთვის იოდის ძირითადი წყაროა. იოდი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მარილი, რომელიც მას შეიცავს, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს.  მისი ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას, რადგან ვადაგასულ მარილში იოდი აღარ არის; კერძს კი იოდიზებული მარილი დაუმატეთ მომზადების შემდეგ, რადგან, მაღალ ტემპერატურაზე იოდი სწრაფად ორთქლდება.

როგორ ვითარდება ართროზი
ართროზი ძვლებში მიმდინარე დისტროფიული პროცესების შედეგია. მის განვითარებას ხელს უწყობს სახსრის კაფსულასა და იოგებში არსებული ცვლილებებიც, რასაც მარილებისა და შარდმჟავას დალექვა იწვევს. ამის გამო ძნელდება ხრტილის კვება და ის თანდათანობით იშლება. ჯანმრთელ სახსარში ცვეთისა და აღდგენის პროცესები, როგორც წესი, დაბალანსებულია, დაავადებულში კი ხრტილის ქსოვილის ცვეთა არ კომპენსირდება, შედეგად, ხრტილი თხელდება და ხდება არათანაბარი. მის შიგნით წარმოიქმნება კალციუმის კრისტალები, რომლებიც მოძრაობისას აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს.
ართროზი უმეტესად 50-55 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი კლინიკური სურათი ასეთია: ღამით იწყება სახსრების ტკივილი. სახსარი ტკაცუნობს, დილით კი ადამიანი შებოჭილად გრძნობს თავს. ართროზი სისტემური დაავადებაა. ამ დროს ზიანდება ყველა სახსარი და ხრტილი, ამიტომ, საჭიროა არა ადგილობრივი თერაპია, რომელიც ერთი რომელიმე სახსრისკენ არის მიმართული, არამედ, ზოგადი მკურნალობა, რომელიც ანთებას მთელ ორგანიზმში მოხსნის.
ართროზის დროს ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ხორცი, რაფინირებული და თერმულად დამუშავებული საკვები, რომელიც ნაკლებად შეიცავს მინერალურ და ტუტე მარილებს.

პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ
პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს. მედიცინაში პიტნისგან მიღებული მენთოლი გამოიყენება ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად, ასევე, გარეგანი მოხმარების მიზნით, შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად კი იყენებენ სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოესტაზის სამკურნალოდ.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, ასევე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების, ფილტვებიდან სისხლღებინების სამკურნალოდ.
20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული ორი-სამი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.
პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.
კუჭის არეში ტკივილის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ სამი წვეთი პიტნის ნაყენი და ენის ქვეშ დაიდეთ.
ნაყენი კი ასე მოამზადეთ: 2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.

რომელი ხილისა და
ბოსტნეულის წვენს აქვს სამკურნალო თვისებები
ხილ-ბოსტნეულის წვენების სმა ადრეული გაზაფხულის სეზონიდან განსაკუთრებულად სასარგებლოა, რათა ორგანიზმი საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით მოვამარაგოთ. გთავაზობთ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა:
გამწმენდი წვენები: სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი;  სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.
ანტიმჟანგავი წვენები: ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.
ყველანაირი წვენი არ შეეთავსება ციტრუსების წვენს, რადგან, ამ უკანასკნელში არსებულმა მჟავამ, შეიძლება, სხვა წვენის აჭრა გამოიწვიოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
კაროტინით მდიდარი სტაფილოსა და პომიდვრის წვენებში შეურიეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეითვისებს.
წვენების მომზადების დროს ნუ გამორიცხავთ კოჭასა და ნიორს. მათში ბევრია ფიტონციდი – ნივთიერებები, რომლებსაც ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვს. ციტრუსების, ისპანახისა და პომიდვრის მჟავე წვენები აუცილებლად შეანაცვლეთ სტაფილოს, ნიახურისა და კომბოსტოს წვენებით, რათა მჟავატუტოვანი ბალანსი არ დაირღვას.
თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.
ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მაშინ მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდ  ნაწილს ორგანიზმი არ შეითვისებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან საჭმლის ნორმალურად მოსანელებლად ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.

скачать dle 11.3