კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქმიანი მოწყენილობა



ზოგჯერ ვხვდებით, რომ იმაზე მეტს ვმუშაობთ, ვიდრე გვინდა. დროს ვინ ჩივის, განწყობაც კი აღარ გვაქვს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, რაც ნეგატიურად აისახება პირად ცხოვრებაზე. თუმცა, გამოსავალი არის. იმისთვის, რომ განდევნოთ „საქმიანი მოწყენილობა“, პატარა ეშმაკობას უნდა მიმართოთ. გაქვთ სამსახურში ფინჯანი ყავისთვის? თუ გაქვთ, გამოცვალეთ ის უფრო მხიარული და ორიგინალური ფინჯნით. ისეთი შეიძინეთ, რომელიც გაგამხიარულებთ და გაგახალისებთ. ზუსტად ასევე, შეიძინეთ კალამი, დღიური ან ბლოკნოტი... ძალიან მხიარული კალენდარი ან სხვა საოფისე აქსესუარი. ჩვენ ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახურში ვატარებთ. ამიტომ ის ნივთები, რომლებიც ოფისში სამუშაო გარემოს გიქმნით, უნდა გიყვარდეთ და გახალისებდეთ. ნუ დაინანებთ ფულსა და დროს და შეარჩიეთ სწორედ ისეთები, როგორებიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. კარგად მოქმედებს გარდერობის განახლებაც. მნიშვნელოვანია, სამსახურში ისეთი სამოსი გეცვათ, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ. უკეთ რომ ვთქვათ, ამ სამოსში საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გიქმნიდეთ განცდას, რომ ეს თქვენ არ ხართ...
არავის ისე არ სჭირდება დასვენება, როგორც შვებულებიდან დაბრუნებულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესასწაულების, დასვენების შემდეგ რუტინა და მოწყენილობა კიდევ უფრო გაგიმწვავდებათ. მაგრამ, არ დანებდეთ, უთხარით საკუთარ თავს: მე დავისვენე, ძალები აღვიდგინე და ახლა მზად ვარ, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს!
სხეულის ენა

როგორც წესი, ემოციები არ ჩნდება არაფრისგან და არც არსად მიდის, თუკი ჩვენ თავად არ მოვუნახეთ მათ ადგილი. ემოციას როცა ვახშობთ, ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ის უკვალოდ ქრება. საკუთარ თავსაც თუ დაუმალავთ ემოციას, სხეული აუცილებლად „გაგყიდით“.
მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც ბრაზს გულში იკლავენ, ხშირად მომეტებული აქვთ არტერიული წნევა. ანუ, როცა ბრაზობთ, აჯობებს, გაბრაზდეთ გონიერების ფარგლებში. ერთი სიტყვით, აუცილებელია, ყველა ემოცია სააშკარაოზე გამოიტანოთ, თორემ აგტკივდებათ გული, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდებათ... ამას დაემატება ჰიპერტონია და რაც კიდევ უფრო ცუდია, ამას დაემატება იმედგაცრუება. დროს ნუ დაკარგავთ, დროულად გადადგით რამდენიმე ნაბიჯი ჰარმონიისკენ.
1. უპირველესად, აღიარეთ ემოციების აშკარად გამოხატვის უფლება. ნებისმიერ ემოციას აქვს არსებობის უფლება. ზიზღი, ბრაზი, სიძულვილი, წყენა, გაღიზიანება... ზუსტად ისევეა თქვენი „მეს“ შემადგენელი ნაწილი, როგორც სიყვარული, სიკეთე, მოწონება ან აღფრთოვანება.
2. თუ რომელიმე ემოცია თქვენში დისკომფორტს იწვევს, ჯერ შეეცადეთ, გაიგოთ ამის მიზეზი და მერე ეძებეთ გამოსავალი.
3. ზოგჯერ მართლაც ძნელია, გაერკვე საკუთარ გრძნობებში. ვერ ხვდები, რა გაშფოთებს. იქნებ იმედგაცრუება, გაურკვევლობა ან ის, რომ ვერ გაგირკვევია, რამ უნდა გამოგიყვანოს ამ სიტუაციიდან. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა ხდება? მწყინს რამე? ვბრაზობ? რამ გამაღიზიანა? იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და როცა პასუხებს იპოვით, ყველაფერი მოგვარდება...

გაათავისუფლე
ემოცია

ადამიანები, რომლებიც ემოციას საკუთარ თავში „კეტავენ“ და ცდილობენ, დათრგუნონ ის, ძალიან ცდებიან. ისინი ვერც ხვდებიან, რა ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვათა შორის, სხვებსაც. დაიხსომეთ, ემოციის „შენთვის შენახვა“ მავნე ჩვევაა! ემოცია უნდა გაათავისუფლო! რამდენიც არ უნდა აკონტროლოთ  ემოცია, ერთხელ მაინც აუცილებლად დაგაკარგვინებთ კონტროლს. თანაც ისე, რომ სტრესამდე მიგიყვანთ. ამას ხომ ჯობია, დროულად გათავისუფლდეთ მისგან. მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ. ისე, რომ არც ზრდილობის და ეთიკის ჩარჩოებს გასცდეთ... რა მოხდება, თუკი ემოციას არ გაათავისუფლებ? – წარმოიდგინეთ ქვაბი, რომელშიც წყალი დუღს. თუკი მას თავსახურს მჭიდროდ დააფარებთ, შეიძლება, ფანჯრიდან გაფრინდეს. ჯერ შეეცდება, თავსახური ახადოს – კაკუნის ხმით მიხვდებით ამას... მერე წყალი, სრულიად ამოშრება და ქვაბი დაიწვება... მიხვდით? ზუსტად ასე ემართება ადამიანს.
დახშული ემოცია დიდხანს შეგახსენებთ თავს, ძალიან დიდხანს. შედეგი საკმაოდ უსიამოვნო და სამწუხაროც შეიძლება იყოს... ურთიერთობის გაწყვეტა, სკანდალები, მომატებული და გადამეტებული აგრესია... დამანგრეველი ქმედებები... შეცდომაა, როცა ბავშვობაში ბიჭს ეუბნებიან, თუ რამე გეტკინა, არ უნდა იტირო, კაცი ხარო. ბუნებრივი ისაა, როცა გეტირება და ტირი. ის კი არა, აგრესიის გამოხატვაც კი ნორმალურია, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. მამაკაცი, რომელსაც ბავშვობაში ტირილს უკრძალავდნენ, აუცილებლად იქნება გულჩათხრობილი, აგრესიული და კომპლექსებიანი. ნებისმიერი წინააღმდეგობა დააფრთხობს და უკან დაახევინებს. რა გამოვა საბოლოოდ მისგან? – ხელმოცარული არსება, რომელიც ვერასდროს იქნება ბედნიერი... გოგონა კი, რომელსაც თავის დროზე აგრესიის გამოხატვის უფლება არ მისცეს, ვერასოდეს შეძლებს, დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი უფლებები...
P.S. გაათავისუფლეთ ემოცია!

ცხოვრება
მშვენიერია

ყოველდღიურობა გღლით?! ამით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ წუწუნი, რომ ყველაფერი ყელში ამოგივიდათ, ძალიან ცუდია. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, სამსახური რომ არ გქონდეთ. ამიტომ, მორჩით საკუთარი თავის შეცოდებას და აღმოაჩინეთ, რომ ცხოვრება ჭეშმარიტად მშვენიერია. ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობს კლასიკური მეთოდები. კვირა საღამოს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ლაკის, ვარცხნილობის გაკეთება. გარეგნობაში რაღაც დეტალის შეცვლა ძალიან პოზიტიური ნიუანსია.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, თვეში ერთხელ მაინც შეიძინეთ ახალი სამოსი. ცვალეთ კომბინაციები გარდერობში არსებული რესურსის გამოყენებით.
წაიღეთ სამსახურში რაიმე, ძალიან გემრიელი. ეს განწყობას აგიმაღლებთ.
დილით თუ მაღვიძარის გარეშე ვერ იღვიძებთ, გირჩევთ, მაღვიძარას ზარი სასიამოვნო იყოს, ისეთი, რომ ფეხზე არ წამოგახტუნოთ. სანამ საუზმობთ და წასასვლელად ემზადებით, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიას... ცეკვაც რომ მოგინდეთ, თავი არ შეიკავოთ.
ძალიან ეფექტურია არომათერაპია. სამუშაო ოთახში აანთეთ სურნელოვანი სანთელი ან დააწვეთეთ ციტრუსის ზეთის რამდენიმე წვეთი. ფიქრი და აზრები გამოგიცოცხლდებათ.
საღამოს აუცილებლად დაისვენეთ და გააკეთეთ მარტო ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. მაგალითად, გაისეირნეთ და შეიარეთ მაღაზიებში... შეიძლება, ვერაფერი იყიდოთ, მაგრამ რაღაცას შეარჩევთ და როცა ხელფასს აიღებთ, შეიძინეთ კიდეც. სამაგიეროდ, მუშაობის სტიმულიც გექნებათ.

скачать dle 11.3