კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ მიდიან მორწმუნეები ხიბლის მდგომარეობიდან სარწმუნოებრივ გადაწვამდე და რატომ შემოიღეს ადამიანებმა ღმერთის მაგივრად კანონები

 „ჩვენ ხშირად მარხვის მიმართაც ზერელე დამოკიდებულება გვაქვს – თითქოს მარხვა არის მხოლოდ წესები, კანონების დაცვა, საკვების მიღებისგან თავის შეკავება. მაგრამ‚ უნდა ითქვას ერთი რამ: მარხვა სწორედ ადამიანის გონებიდან, მისი აზრებიდან იწყება, რომელიც შემდეგ ადამიანის გეგმებში, ქმედებებში ხორციელდება“ – ყველიერის კვირისა და დიდმარხვის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 –  მარხვა ჩვენი აზრების მომზადება, შინაგანი მდგომარეობის გაწმენდაა, რადგან აზრით იწყება ადამიანის დაცემა, რომელსაც შემდეგ მოჰყვება ქმედება. თუ დავუკვირდებით მეზვერისა და ფარისევლის მდგომარეობას, ერთი შეხედვით‚ ეს არის ორი ადამიანის სახე. ერთი, რომელიც წარმატებულია თავის სულიერ ცხოვრებაში, აღასრულებს მცნებებს, აკეთებს შესაწირს და მეორე – რომელიც თითქოს ცოდვილია. სახარებაში ვკითხულობთ, რომ, როდესაც ისინი ტაძრიდან გამოდიან, ერთი გამართლებულია უფლისგან, მეორე კი – არა. ანუ, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უღრმავდება, აცნობიერებს მართლმადიდებლისთვის ფუნდამენტურ რამეს: ბოლომდე კონცენტრირებულია საკუთარი თავის მიმართ, არსად იყურება – ღმერთს არ ეძებს არც ქვევით, არც ზევით. ის მხოლოდ საკუთარ ცოდვებს უღრმავდება და მარხვას იწყებს ამ სულისკვეთებით. სხვათა შორის‚ როცა კანონებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ უფალს ჩვენთვის არცერთი კანონი არ დაუდგენია. მათ ჩვენ დავარქვით სახელები: რომ ეს არის კანონი, ეს არის რჯული, მოთხოვნა, წესი, რომელიც უნდა დავიცვათ. იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა იწყებს სულიერ, ეკლესიურ ცხოვრებას, ალბათ‚ როგორც კანონი, ისე ჟღერს. მაგრამ‚ ვისაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ის ეკლესიურია, გააჩნია სათანადო მომზადება, ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება, მაშინ მასთან კანონებზე, მოთხოვნებზე საუბარი ზედმეტია. მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. თუ ჩვენ ამ კონტექსტიდან განვიხილავთ საკითხს, ღმერთი კანონებს კი არ გვიდგენს, ის ჩვენთან მიმართებაში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანი გახდეს ადამიანი – როგორ გახდება ის ადამიანი, როგორ ისწავლის ადამიანობას.
– როგორ უნდა ისწავლოს?
– ადამიანი ღმერთს უნდა ჰგავდეს თავისი შინაგანი და გარეგნული აგებულებით. ადამიანის გონება – ეს არის განსახიერება, მიმსგავსება მამა ღმერთთან, რადგან გონების გარეშე არაფერი ხდება. ხოლო ძე, წმიდა სამების მეორე პირი, ეს არის სიტყვა, შეზავებული აზროვნებასთან. როგორც უმტკივნეულოდ იბადება გონებისგან აზრი, ასე უმტკივნეულოდ იბადება მამისგან ძე. მესამე – ადამიანის სულია, ანუ თავად სულიწმიდა. მამების სწავლებით, ადამიანი ამ კუთხით განასახიერებს წმიდა სამებას. ამიტომაც, ადამიანი თავისი დანიშნულებით, ღირსებით არის დიდი და ეს ყველაფერი მან არა მხოლოდ სულიერად, ხორციელადაც უნდა გადაიტანოს და გაითავისოს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მარხვას, ხორციელის კვირის შემდეგ უარს ვამბობთ მძიმე საკვებზე და კიდევ ერთი კვირა გვრჩება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, ჩვენი უძლურების გამო, ნელ-ნელა გადავიდეთ მარხვაზე. ეს დიდი მამების, მსოფლიოს კრებების დაწესებული, ეკლესიური გამოცდილებით დადგენილი წესია, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ყალიბდებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანისთვისაა დაწესებული, რომ მან საკუთარი უძლურების გამო არ დაიწყოს მარხვა, გაუაზრებლად არ გადავიდეს მარხვაზე. ამ ყველაფერს სულიერი განსჯა, გაწონასწორება სჭირდება და ამიტომ, ყველიერის კვირაში ადამიანი ნელ-ნელა გადაეწყობა ხორციელი მარხვიდან სულიერ მარხვაზე, მარხვა რომ წარმატებული იყოს. უპირველეს ყოვლისა, სულიერი ნიჭის მოხვეჭა, სულიერი ბრძოლების გადატანაა საჭირო, რადგან, ბრძოლების გარეშე ადამიანის სული ვერ გაიწვრთნება. ყველიერის კვირაში იწყება ეფრემ ასურის ლოცვები, ასევე‚ ანდრია კრიტელის სინანულის კანონები. თითქმის ყველა ლოცვაში‚ რაც მარხვაში ტიპიკონის მიხედვით აღესრულება, ჩართულია ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა. ანუ, ჩვენ კი ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ არ ვჭამოთ ხორცი, ყველი, განსაკუთრებული საჭმელები, მაგრამ უფრო მეტად ყურადღება სინანულზეა გამახვილებული. მასში თავმოყრილია ადამიანის მთელი ცხოვრება, თუ როგორი უნდა იყოს ის. მარხვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საიდანღაც იწყებს, რაღაცაზე უწევს უარის თქმა.  იშვიათად თუ ვინმე კითხულობს: მამაო, მე ვგრძნობ, რომ ცოდვილი ვარ და რა მეშველება, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გავხდე უკეთესი? მარხვის პირველი კვირა და ბოლო კვირა, რომლებიც მძიმეა, ასევე, ადამიანების მიერ ხშირად არასწორადაა გააზრებული. მოდიან და ამბობენ: „მე არ შევჭამ არაფერს. მინდა, მხოლოდ წყალსა და პურზე ვიყო, ან მხოლოდ წყალზე, ან ზეთიან საკვებს შაბათ-კვირასაც არ მივიღებ“... რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არასწორია. ის უნდა აცნობიერებდეს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და მორჩილება იმ გაგებით, რომ მოძღვარს ჰკითხოს, როგორ მოიქცეს. თვითრჯულობა კარგისკენ ვერ წაიყვანს. თუ ადამიანი ამ ყველაფრისთვის მზად არ არის, არ შეუძლია იმის დაძლევა, რასაც შეეჭიდება, ეს კარგად არ დამთავრდება. ისინი დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან, რაც საეკლესიო ენაზე ხიბლის მდგომარეობაა და სარწმუნოებრივად გადაიწვებიან ხოლმე. ის, რაც იმათთვისაა დადგენილი, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიაში დადის, მოღვაწეობს, გარკვეულწილად, აქვს სულიერ ცხოვრებაში შენაძენი, გამოცდილება, იგივე ახალმოსულმა არ უნდა იტვირთოს. ყველამ უნდა იმარხულოს, როგორც შეუძლია,  მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომ ამ ყველაფერმა საფრთხე არ შეუქმნას მის ჯანმრთელობას, სულიერებას, აზროვნებას, არ ჩავარდეს ხიბლის მდგომარეობაში. თავმდაბლობა – ეს არის საკუთარ თავში ჩაღრმავება: რომ მე ძალიან ცუდი ვარ და არავის ვჯობივარ, თუნდაც იმას‚ ვინც ეკლესიაში არ დადის. ასე რომ‚ თუ გვინდა, რომ მარხვა წარმატებული იყოს, გავიზარდოთ, რაიმე შეგვემატოს, მაშინ მარხვა უნდა დავიწყოთ იმის გააზრებით, რომ ცოდვილები ვართ – ბევრი რამ გვჭირდება იმისთვის, გამოვსწორდეთ და რასაც არ უნდა მივაღწიოთ‚ მაინც ბევრია საჭირო. მაგრამ იმის აღიარება, რომ ცოდვილი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორიული არ უნდა იყოს. ადამიანის ქმედება უნდა ემთხვეოდეს მისივე გულისწადილს, მის შინაგან განწყობას. თუ შინაგანი განწყობა მართალია, ამაში საქმეც ერთვება და მას უყვარს ადამიანები. არ შურს, არ განიკითხავს, არ არის უსიყვარულო, არ არის ვერცხლისმოყვარე, უყვარს გაცემა. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ აკეთებს, მაშინ ფუჭია მისი მარხვა, ეკლესიაში სიარული. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და დროის უქმად კარგვაა.

скачать dle 11.3