კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიწმიდეებისადმი ლოცვა-ვედრების ძალა დიდ განსაცდელთა ჟამს

1854 წლის 8 აპრილს, წითელ პარასკევს, ნგრევის ხელოვნებით სახელგანთქმული ინგლისელ-ფრანგების მრავალრიცხოვანი ფლოტი მიადგა ოდესას, ქალაქის ძირფესვიანად დანგრევის განზრახვით.
„ჩვენი ძალები ამ დღეებში უსუსური იყო და დაღუპვა ყველას გარდაუვალი გვეჩვენებოდა. მაშინ ჩვენ დავუტევეთ ყოველგვარი ზრახვანი და შევღაღადეთ ჩვენს ზეციურ მეოხს შეწევნისთვის“, – იხსენებდა მთავარეპისკოპოსი ინოკენტი. ოდესის მოსახლეობამ ითხოვა ნებართვა, მოებრძანებინათ მათთან ასპეროვის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, როგორც ხილული ნიშანი ზეციური მფარველობისა.
დილით, 9 აპრილს, როდესაც მღვდელმთვარი სუდარის შემოტარების წესს ასრულებდა საკათედრო ტაძრის ირგვლივ, მტერმა ოდესას შეუტია. ნასროლი ბირთვები ტაძრის წინ, მოედანზე ეცემოდა მსვლელობის სიახლოვეს. ამის მიუხედავად, მეუფე ინოკენტიმ ბოლომდე შეასრულა საეკლესიო წესი, მართლმადიდებელი მორწმუნენი კი მოკრძალებით აცილებდნენ ჯვარცმული ღმერთკაცის სხეულს.
ლიტურგიის დროს, როცა მღვდელმთავარი უსისხლო მსხვერპლს სწირავდა ღმერთს, მლოცველებს აფეთქების განუწყვეტელი გრუხუნი ესმოდათ. მეუფე სიმტკიცესა და სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მან დაასრულა ღვთისმსახურება და ხალხთან გამოსულმა მიმართა მათ გამხნევებისა და ნუგეშის სიტყვით: „თქვენ იცით, რომ დიდ შაბათს ყოველთვის მოსდევს აღდგომის ნათელი დღე. გწამდეთ, რომ ჩვენთვისაც მალე დადგება აღდგომა ამ წამიერ საშინელებათა შემდეგ...“
მღვდელმთავრის წინასწარმეტყველური სიტყვები აღსრულდა. აღდგომიდან მესამე დღეს მტრის ფლოტმა დატოვა ოდესის ყურის წყლები ისე, რომ არათუ დაუნგრევია ოდესა, არამედ მისი შენობებისა და მოედნებისთვის რაიმე შესამჩნევი ზიანიც კი არ მიუყენებია.
1855 წლის 26 სექტემბერს ოდესას კვლავ მიადგა მტრული ფლოტი – 96 მრისხანე ხომალდი.
„თითქმის მთელი საზღვაო ძალა ჩვენი მტრებისა მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენს წყლებში და ბევრ ჩვენგანს, არცთუ ისე მხდალთ, წარმოედგინათ, რომ ოდესისთვის დადგა ბოლო ჟამი“, – ამბობდა მღვდელმთავარი ინოკენტი. კასპერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი განსაკუთრებული რწმენით განმსჭვალულმა მეუფემ იმ დღეებში ბრძანა, ზარის რეკვით მოეხმოთ ოდესის მცხოვრებნი ტაძრის მოედანზე. ახლოვდებოდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული. მეუფე სამღვდელოებასთან ერთად ასრულებდა პარაკლისებს და კითხულობდა სინანულის კანონს. კასპეროვის ხატის წინ აღესრულა დიდი საერთო-სახალხო სინანული. მოსახლეობამ საყოველთაო შესაწირები გაიღო და მას ოდესის მხარე მიანდეს. მართლმადიდებელი ერი ევედრებოდა ზეციერ დედოფალს, მოეღო მოწყალება და დაენდო ქალაქი. მეუფე ინოკენტიმ ქალაქის ოთხივე მხარეს სასწაულმოქმედი ხატით ჯვარი გადასახა.
„შიშითა და შფოთით აღვსილნი მოველით თავდასხმას ერთი დღე, მეორე, მესამე დღეს. ვერ ვხვდებით მიზეზს, თუ რა აკავებს მტერს თავდასხმისგან და რატომ დგანან უქმად – იხსენებდა მეუფე ინოკენტი, – რატომ განაგრძობენ ამ გაუგებარ უმოქმედობას მთელი კვირის განმავლობაში“.
1 ოქტომბერს სქელი, თითქმის გაუვალი ნისლი ჩამოეშვა ოდესაზე, დაფარა ზღვა. მტრის ხომალდები ამ ნისლში ირეოდნენ, სწორ კურსს კარგავდნენ, არ შეეძლოთ, გაერკვიათ დარტყმის მიმართულება. „ჩვენთან არს ღმერთი... განქარდნენ, ვითარცა კვამლი, მტერნი ჩვენნი“, – ამბობდა და მადლობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ დღეებში ოდესის მოსახლეობა დიდიდან პატარამდე. მტრის ფლოტი წავიდა და ოდესისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

скачать dle 11.3