კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ ერიდება მეუღლის წინაშე ცეკვას ნინო ლეჟავა და რატომ გაასაიდუმლოეს მათ ჯვრისწერა

მოცეკვავე ნინო ლეჟავა და დათო შაპირო  14 თებერვალს დაქორწინდნენ. მშვენიერ წყვილს ერთმანეთთან ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, მათ შემთხვევაში, ყველაფერი სპონტანურად და დაუგეგმავად გადაწყდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ ახალდაქორწინებულებს.
ნინო ლეჟავა: ჩემი მეუღლეა დათო შაპირო, რომელიც პერსონალური ტრენერია და შარშანდელი ჩემპიონი ბოდიბილდინგის ერთ-ერთ კატეგორიაში. დარწმუნებული ვარ, წელსაც მასახელებს. ჩემპიონზე ნაკლებს არ გავიკარებდი და კი არის დათო ჩემპიონი.
დათო შაპირო: დიდი ხანია, ნინო მომწონდა, მაგრამ მას არ მოვწონდი. ჩვენი ურთიერთობა ოთხი-ხუთი წლის წინ დაიწყო „ფეისბუქით“. მომეწონა, მიმოწერა გვქონდა, მაგრამ არაფერი სერიოზული – ყურადღებას არ მაქცევდა, თვეში ერთხელ ვკონტაქტობდით.
ნინო: როცა მიმოწერაში და კომენტარებში აღარ აქტიურობდა, ვახსენებდი ჩემს თავს. მეც მომწონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ურთიერთობაში კონსერვატორი ვარ და სიყვარულის საკითხი ცოტა რთულად არის ჩემთან, აქედან გამომდინარე, თავს ვიკავებდი და შორიდან ვაკვირდებოდი.
– როდის დაიწყო თქვენ შორის ინტენსიური ურთიერთობა?
– სხვათა შორის, მაგის ინიციტორიც მე ვიყავი. ოთხი წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი, მპატიჟებდა, მაგრამ უარს ვამბობდი, მაქსიმუმ, ტელეფონით თუ დაველაპარაკებოდი. საერთოდ, რაც მეტად იზრდები ადამიანი, უფრო დაკვირვებული ხდები, უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენ და ეს იყო მისი ამდენხნიანი გაწვალების მიზეზი.
დათო: პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, ყავა დავლიეთ და, მერე, როგორც იცოდა ხოლმე, დაიკარგა.
ნინო: იმიტომ გავქრი, რომ ვფიქრობდი, ჩემს თავში ვალაგებდი რაღაცეებს, თან, დარწმუნებული ვიყავი ჩვენს ურთიერთობაში.
დათო: ბედობას მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩილიმის მოსაწევად და დამირეკა – სამსახურს მოვრჩი და ხომ არ გამომივლიო. ყბა ჩამომივარდა, მაგრამ, გავუარე და წამოვიყვანე. ამის მერე აღარ გამქრალა.
– ნინოს ცეკვა გინახავს?
– არასდროს. არ მაჩვენებს.
ნინო: ერთადერთი მამაკაცი, რომელთანაც ცეკვა მერიდებოდა, ეს არის მამა. ახლა გამოჩნდა მამაკაცი, რომელთან ერთადაც ფართო საზოგადოებაში ვერ ვიცეკვებ; მირჩევნია, მარტოს ვაჩვენო, ერთი-ერთზე, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. არ მინდა, ისე ვიცეკვო მისთვის, როგორც ყველასთვის. თუმცა, ჯერ არ მიცეკვია. როდესაც მამას აქვს დაბადების დღე, ყოველთვის ერთ ცეკვას ვასრულებ მისთვის და ისე ვნერვიულობ, გული მიცემს გიჟივით და, ორივემ ერთად რომ მიყუროს, შეიძლება, გული გამისკდეს.
– თქვენი დღე რომელი იქნება?
– ალბათ, 14 თებერვალი... აღარ არის ვალენტინობის დღე, ნინოს და დათოს დღედ გამოცხადდა.
– ნინო, შენს საქმეს განაგრძობ?
– ალბათ, იმიტომ ვაფერხებდი საკუთარ თავში იმ მომენტს – „ნინო, არავინ შეგიყვარდეს და თუ შეგიყვარდება, არ უნდა იყოს მამაზე ნაკლები“, რომ მამა ჩემთვის ყოველთვის იყო მამაკაცის იდეალი. მამა ყოველთვის ამაყობდა, როდესაც დედა ცეკვავდა და მღეროდა. არასდროს სვამდა სუფრასთან იმ მოტივით, რომ არ ადგე, არავინ არ უნდა შემოგხედოსო; პირიქით, სიამოვნებდა, როდესაც მისი ცოლი ცეკვავდა და მღეროდა. ამიტომაც არ მინდოდა, მამაზე ნაკლები შეგნების კაცს გავყოლოდი ცოლად.
დათო: პირიქით, შევთანხმდით და ვუთხარი, რომ, თუ არ იცეკვებს, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლება.
– როდის გადაწყვიტეთ დაოჯახება?
– გვქონდა საუბარი, რომ ოდესმე დავიწერდით ჯვარს. ვამბობდით: ვიყოთ ერთად, ვნახოთ, როგორ ვიქნებით, როგორ შევეგუებით ერთმანეთს და მერე დავიწეროთ ჯვარიო.
ნინო: ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე ვუთხარი: რა კარგი დღეა ვალენტინობა, არ გინდა, დავინიშნოთ? თან, მუხლებზე უნდა დაეცე და ისე მთხოვო ხელი-მეთქი. უარესი გამიკეთა: ჯვარი დავიწეროთო.
დათო: მოტოციკლები მიყვარს ძალიან და, ვფიქრობდი, მოტოციკლით მომეწყო სიურპრიზი. ნინოს ძალიან ეშინია, მაგრამ, გარისკა და აქეთ მოვიდა მოტიციკლით. მეც კონტრსიურპრიზი გავუკეთე: მუხელებზე დავეცი და ხელი ვთხოვე, მერე კი ერთად წავედით მოტოციკლით სახლში.
ნინო: ყველაფერი უცებ და ჩუმად მოხდა, კაბაც ჩუმად შევიკერე. ეს იმდენად წმიდა რიტუალია, მხოლოდ ჩვენ და მეჯვარეები უნდა ვყოფილიყავით.
დათო: თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი, რომ, თუ დავიწერდით ჯვარს, ასე უნდა დაგვეწერა – მარტო ჩვენ და მეჯვარეები; თან, ისეთ ადგილას, რომელიც არავინ იცის. და დავიწერეთ ჯვარი ჩემს მეგობართან, ქანდაში. არავინ არაფერი არ იცოდა – არც ჩემებმა და არც ნინოსებმა, „ფეისბუქიდან“ გაიგეს.
ნინო: ჩვენი ურთიერთობის შესახებ ორივეს მშობლებმა იცოდნენ, მაგრამ, არ იცოდნენ, ამ ნაბიჯს ასე უცებ თუ გადავდგამდით.
დათო: ჯვარი რომ დავიწერეთ, მერე დავურეკეთ ახლო მეგობრებსა და მშობლებს – უნდა მოხვიდეთო.
ნინო: უბრალოდ, დედამისსა და მამაჩემს წნევა აეწიათ ნერვიულობისგან. მამას კურცხალი ჩამოუვარდა და მითხრა: ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დედაშენი ვერ გხედავს ასეთ ბედნიერსო. მე და დათო აბსოლუტურად ერთი ჭკუისანი ვართ და მეგობრები ამბობენ, ორმა არანორმალურმა ერთმანეთი ნახეთო. კარგი მეგობრები ვართ და, ზუსტად ვიცი, ერთმანეთს არ მივცემთ მოდუნების საშუალებას. რაც მთავარია, ძალიან მინდა, ერთად ვიმოგზაუროთ.
დათო: ახლა შეჯიბრებისთვის ვემზადები, საათების მიხედვით უნდა ვჭამო და ამიტომ ჯერ ვერ წავალთ. უკვე გავაფრთხილე: თუ ამ პერიოდში არაადეკვატურად მოვიქეცი, იცოდე ეს მე არ ვარ-მეთქი. ჩემებმაც აუხსნეს, ასეთ დროს როგორი ვხდები.
ნინო: წინ დიდი გამოცდა და საშინელი რაღაცეები მელოდება, მაგრამ, მზად ვარ. ოღონდ, პირველი ადგილი უნდა აიღოს ისევ, თან ორგზის ჩემპიონი ვარ და, ხომ უნდა გავთანაბრდეთ?! მინდა, ბევრად უფრო კარგ ფორმაში იყოს, ვიდრე შარშან იყო. მე გავაკონტროლებ შეძლებისდაგვარად, თუმცა, რაღაცას რომ მთხოვს, უარს ვერ ვეუბნები.

скачать dle 11.3