კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ აშიშვლებს ზაზა ამაროვი ქუჩაში ლამაზ ქალებს და რატომ იცვლის ის ხშირად ეროვნებას

დიზაინერი და სტილისტი ზაზა ამაროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დღეს ის უცხოეთში საკმაოდ წარმატებული და ფეშენ-წვეულებებზე მიღებული პერსონაა. მას საკმაოდ ბევრი ცნობილი ვარსკვლავი ანდობს იმიჯს და დიდ სცენაზე მისი შექმნილი სამოსით, მაკიაჟითა თუ ვარცხნილობით იწონებს თავს. თუმცა, ზაზას ერთი დიდი ოცნება აქვს: უნდა, რომ თავის საყვარელ ქალაქში – თბილისში გახსნას მოდის სახლი და იმედია, ამ ოცნებას სულ მალე აქცევს რეალობად. 

 ზაზა ამაროვი: თბილისში დავიბადე და 20  წლამდე აქ ვცხოვრობდი. ახლაც, რომ ჩამოვდივარ ჩემს საყვარელ ქალაქში და მერე ვბრუნდები, ფეხები უკან მრჩება და მეტირება. მენატრება ხოლმე ის თბილისური ადამიანობა, ურთიერთობა და ენერგეტიკა, რაც მხოლოდ ამ ქალაქშია. მიყვარს თბილისი და თბილისელები. როცა გადავწყვიტე, სტილისტის პროფესია მესწავლა, მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მომიწია წასვლა და დღემდე შემოვრჩი. მოსკოვი კი ის ქალაქი აღმოჩნდა, სადაც ჩემი ოცნებები ახდა, გავხდი წარმატებული და ცნობილი. თუმცა, ყოველთვის მჯეროდა სასწაულებისა და ბედისწერის; მჯეროდა, რომ ოცნებებს ავიხდენდი და გავხდებოდი წარმატებული. აქ ძალიან მოეწონათ ჩემი ხელი და დარჩენა მირჩიეს. პარალელურად მაკიაჟის კეთებაც ვისწავლე და თავადაც ვასწავლიდი. შემდეგ, ირინა დუბცოვამ, ცნობილმა რუსმა მომღერალმა, გახსნა საკუთარი სალონი და წამყვან სტილისტად მუშაობა შემომთავაზა. სწორედ ამ სალონში გავიცანი რუსული შოუ-ბიზნესის ბევრი ვარსკვლავი.
– როგორც ვიცი, ისინი მხოლოდ შენს გემოვნებას ენდობიან და მათ იმიჯზე შენ ზრუნავ. ამბობენ, რომ რუსულ შოუ-ბიზნესში, საკმაოდ მიღებული ადამიანი ხარ. ასეა?
– დიახ, ასეა. მაგალითად, პოლინა გაგარინა ჩემ გარეშე არსად დადიოდა, ყველა გასტროლზე დავყავდი. დღეს ჩემი მოდელებისა და ჩანთების ხაზი მაქვს და ამიტომ აღარ დავყვები, თუმცა, მეგობრებად დავრჩით და, თუ რამე სჭირდება, ვეხმარები. არ დამავიწყდება, ერთხელ კონცერტზე ვახლდი პოლინას, საგრიმიოროში მოვაწესრიგე და, რომ გამოვედით, აღმოჩნდა, რომ ალა პუგაჩოვას საგრიმიორო გვერდით ყოფილა. ისე დაემთხვა, რომ ისიც გამოვიდა და პოლინას ჰკითხა: რა მაგარი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაქვს, ეს ვისი დამსახურებააო. პოლინამ ჩემზე მიანიშნა – აი, ამისიო. ალამ ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა: შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები – წინ წახვალო. დამიჯერეთ, მისი ხელის შეხებით ისეთი ენერგია გადმომეცა, მართლაც, იმ დღის შემდეგ, წარმატება წარმატებაზე მოდიოდა (იცინის).
– გარდა მაკიაჟისა და სტილისტობისა, გააკეთე შენი ტანსაცმლისა და ჩანთების ხაზი. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ თამამი მოდელები გაქვს შექმნილი. თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო ყველაფერ ამის შთაგონების წყარო?
– დიახ, მაქვს ჩემი ჩანთებისა და კაბების ხაზი და ამ ყველაფრის შთაგონების წყარო გახდა ქალი. სხვათა შორის, ბავშვობიდან მიყვარდა დედაჩემის თოჯინებისთვის კაბების შეკერვა, თმის შეჭრა-დავარცხნა. თოჯინას შევჭრიდი თმას და ამის გამო დედა მსჯიდა ხოლმე (იცინის). ბავშვობიდან მქონდა სტილისტობის ნიჭი. რაც შეეხება ტანსაცმლის ხაზს, ნათესავი მყავს თბილისში, მოდელი გოგონა და, მას რომ ვუყურებდი, მომწონდა როგორ აცმევდნენ. სწორედ მაშინ ვთქვი, ერთ დღეს მეც შევქმნი ქალისთვის სამოსს-მეთქი და ავასრულე (იცინის). სულ მალე თბილისში ვაპირებ ჩვენების მოწყობას და, ქართველი ქალბატონები შემიფასებენ, რამდენად თამამი, მისაღები, ორიგინალური და განსხვავებული სამოსი მაქვს შექმნილი. ოთხი წელია, რაც ტანსაცმელსა და ჩანთებს ვქმნი. მაქვს როგორც სასცენო და საქორწინო, ასევე ყოველდღიური სამოსი. მოსკოვში ოთხი ჩვენება მქონდა, ასევე, პრაღაში, ჩეხეთში, ბელგიაში; ახლა თბილისში ვაპირებ, შემდეგ – სტამბულში. ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს ჩემს სამოსსა და ჩანთას და, მიხარია, რომ ასე მოსწონთ. სხვათა შორის, რუსი პარლამენტარი ქალები ჩემი მოდელების აქტიური მომხმარებლები არიან და რუსეთის „დუმაში” ჩემი კაბებითა და ჩანთებით იწონებენ თავს (იცინის). არა მარტო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, არამედ, ცნობილ პოლიტიკოსებთანაც ვმეგობრობ და ბევრი მათგანი მანდობს თავის თმის შეჭრას და მაკიაჟის გაკეთებას, ანუ, ისინი ბრმად მედნობიან და მათ გალამაზებაში მეც მიმიძღვის წვლილი (იცინის). აქ მცხოვრებ ცნობილ ქართველ მომღერლებსაც ხშირად ვხვდები და ვმეგობრობ მათთან.  
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ვიცი, დროა, ოჯახი შევქმნა, მაგრამ ჯერ ამას თავი ვერ მოვაბი (იცინის). ზოდიაქოთი „თევზები“ ვარ და, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იუმორით, ფანტაზიითა და რომანტიკით გამოვირჩევით. სადაც მივდივარ, სიხალისე და იუმორი შემაქვს და ამაზე გიჟდებიან. ფანტაზიის დიდი უნარიც მაქვს და ეს საქმეშიც მეხმარება. ისე, არა მარტო ფანტაზიებში, რეალურადაც ხშირად მიწევს ცაში ფრენა. ტანსაცმლის მაღაზია მაქვს ბელგიაში და, ხან იქ დავდივარ, ხან – სტამბულში მოლაპარაკებებზე, ხან – დუბაიში და მაროკოში ქსოვილების საყიდლად, ხან – თბილისში ახლობლების მოსასიყვარულებლად, მოკლედ, ფაქტობრივად, სულ ცაში ვარ. თან, მეშინია, სანამ თვითმფრინავი აფრინდება და გვერდით მჯდომთან ვიწყებ საუბარს. ჰგონიათ, ვეფლირტავები და, რომ დავფრინდებით ხოლმე, მერე ვეუბნები: სხვანაირად არ მიიღოთ, მაპატიეთ, მეშინოდა და იმიტომ გაგიცანით-მეთქი (იცინის). რაც შეეხება რომანტიზმს, ნამდვილი რომანტიკოსი ვარ, თუმცა, შეყვარებული არ ვარ – ის ნამდვილი, ამაღლებული გრძნობა  ჯერ არ მოსულა. არადა, წარმომიდგენია, მე რომ შეყვარებული ვიყო, როგორ მოდელებს შევქმნი (იცინის). გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ, მინდა, თბილისში შევქმნა ოჯახი, იქ გავზარდო შვილები და ჩემი საყვარელი ქალაქიდან ვმართო საკუთარი ბიზნესი უცხოეთში. ასევე, მინდა, თბილისში გავხსნა სამოდელო სახლი – „ზაზა ამაროვი“. ვხუმრობ ხოლმე: ჩემ გვერდით ქალს არ სჭირდება ჩაცმა, მე თავად გამოვპრანჭავ და მერე წავიყვან სადაც საჭიროა-მეთქი (იცინის).
– თუ ქალის ფსიქოლოგიას კარგად არ იცნობ, ძნელია, შექმნა ისეთი მოდელები, როგორიც შენს კოლექციაშია. ამაში ხომ მეთანმხები?
– ფსიქოლოგიის კურსები გავლილი მაქვს და ქალის ფსიქოლოგიაშიც კარგად ვერკვევი. თუ ქალის ფსიქოლოგია არ იცი, მხოლოდ გააშიშვლებ და ვერ შემოსავ; მე კი ქალს შიშველს ვხედავ და ზუსტად ვიცი, მას როგორ შევმოსავ, როგორ დავვარცხნი, როგორ მაკიაჟს გავუკეთებ და გახდება ყველაზე ელეგანტური, მიმზიდველი და სექსუალური. თუ ქუჩაში ლამაზი ქალი დავინახე, ჭკუაზე არ ვარ, ეგრევე თვალით ვაშიშვლებ და ჩემი გემოვნებით ვაცმევ (იცინის).
– ზაზა, სამსახიობო სფეროშიც სცადე ბედი და, არცთუ უიღბლოდ, თუმცა ამას სამოდელო ბიზნესი ამჯობინე...
– სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე და ფილმებსა და სერიალებში ვარ გადაღებული. ერთ-ერთ ფილმში ქართველ ტურისტს ვთამაშობ, მეორეში ბოშას როლი მქონდა – ბარონი ვიყავი, მესამეში – თურქი და, ვხუმრობ ხოლმე: ხან ქართველი ვარ, ხან – თურქი, ხან – ბოშა და, ასე ხელთათმანებივით ვიცვლი ეროვნებას-მეთქი (იცინის). მიხარია, რომ მცნობენ ქუჩაში, რესტორანში – მომწონს პოპულარობა. თაყვანისმცემელი ქალები ხან სად მეპატიჟებიან და ხან – სად, მაგრამ, მე არ მივდივარ. დამიჯერეთ, ქალი საშიშია, თუ არ იცნობ. ხომ იცით, წარმატებულ ადამიანს ბევრი მტერი ჰყავს და, ღმერთმა იცის, ვისი მოგზავნილია. ასე რომ, როდის დაგიდებს ქალი „პადნოშკას“ კაცმა არ იცის, ამიტომაც, ამ მხრივ ფრთხილი ვარ (იცინის).

скачать dle 11.3