კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიჭი, რომელსაც ექიმმა რამაზ აღლემაშვილმა ონკოპროთეზი გაუკეთა, დღეს ფეხბურთს თამაშობს

ბატონ რამაზ აღლემაშვილს  პაციენტების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. პროფესიონალი ორთოპედ-ტრავმატოლოგი დღეს კლინიკა „ინოვას“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და მოქმედი ექიმია. ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად კი აღიარებულია, როგორც ამ დარგის პროფესიონალი ქირურგი.

 რამაზ აღლემაშვილი – კლინიკა „ინოვას“ ორთოპედიული განყოფილების ხელმძღვანელი და კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
მინი-დოსიე: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1991-1993 წლებში  მუშაობდა ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში, 1993-2006 წლებში – რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. 2004 წლიდან დღემდე თსუ კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია, 2010 წლიდან 2015 წლამდე  მუშაობდა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა „ავერსის“ კლინიკასა და ეგრეთ წოდებულ მიხაილოვის საავადმყოფოში.
მიღებული აქვს სერტიფიკატები გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისში... გაიარა კვალიფიკაცია: შტუტგარდში, ჰამბურგში (გერმანია), პარიზში, ლიონში, ნიცაში (საფრანგეთი), ლონდონის სამეფო აკადემიაში (ინგლისი) და ასე შემდეგ.
 არის ევროპის ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე საფრანგეთის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის   წევრი, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

– ბატონო რამაზ, რატომ გადაწყვიტეთ ტრავმატოლოგობა და რამ მოახდინა გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?
– 1991-1992 წლებში, როცა ქვეყანაში ქაოტური სიტუაცია იყო, აფხაზეთის, ცხინვალის ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, სწორედ მაშინ შინაგანმა ძალამ მიბიძგა, რომ გამოვსულიყავი ტრავმატოლოგი. ძალიან ბევრი დაჭრილი, დაზიანებული და მწვავე ტრავმებიანი ადამიანი მხვდებოდა და  ქვეყანაში პროფესიული კადრების სერიოზული დეფიციტი იყო.  ამიტომაც გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი და ორთოპედ-ტრავმატოლოგის პროფესია მაღალ დონეზე ამეთვისებინა. დღევანდელი გადასახედიდან  ვფიქრობ, რომ ზუსტი გადაწყვეტილება მივიღე. სხვათა შორის, უროლოგობას ვაპირებდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ  ჩემი გზა და საქმე აღმოვაჩინე. ჩვენ პოსტსაბჭოთა სკოლის მთელი რიგი მიღწევები შევისწავლეთ, თუმცა მსოფლიო ტექნოლოგიები ვითარდებოდა და  დღის წესრიგში დადგა,  ევროპული მაღალი ტექნოლოგიებისა და  გაიდლაინების სისტემას გავცნობოდით, ამ დარგის უახლესი მიღწევები შეგვეთვისებინა. ასე რომ, ჩემს მშობლიურ ქვეყანას ყოველი მიმართულებით განსწავლული დავუბრუნდი.
– ამჟამად თქვენ  კლინიკა „ინოვას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ... კონკრეტულად, თქვენი დღევანდელი საქმიანობის შესახებ...  
– კლინიკის შექმნის იდეა რამდენიმე წარმატებულ ექიმს – მეგობრებსა და კოლეგებს მოგვივიდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პაციენტსა და ექიმზე ორიენტირებული კლინიკა.  მე არ ვგულისხმობ, რომ სხვა კლინიკები ნაკლებადაა ორიენტირებული პაციენტზე. თუმცა, ჩვენი იდეით კლინიკაში  მაქსიმალურად ნაკლებია გათვლა, კომერციალიზაცია და უფრო მეტი ორიენტირებაა პაციენტზე. „ინოვა“  არის ინოვაცია, ის ექიმებისა და პაციენტების კლინიკაა და არა – ბიზნესმენების. აქ არის მინიმალური კომერციალიზაცია, მაქსიმალური მხარდაჭერა ავადმყოფებისადმი. ჩვენ გვინდა, პაციენტმა შემოსვლის წუთიდან სახლში გაწერის მომენტამდე, იგრძნოს, რომ აქ  ის ოჯახურ გარემოშია! ეს გახლავთ სამედიცინო კლინიკების სკანდინავიური  მოდელი – როცა კლინიკის ხელმძღვანელები თავად არიან კლინიკის წამყვანი ექიმები და უშუალოდ, პერსონალურად აქვთ შეხება პაციენტთან. სკანდინავიის სამედიცინო სფეროს წარმატება და პროგრესულობა მიუთითებს, რომ ეს ეფექტური კლინიკური მოდელია.
– კლინიკის სამუშაო პროფილი  ამჟამად...
– კლინიკა „ინოვა“ მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა. ჩვენთან ფუნქციონირებს ქირურგიული დეპარტამენტი, გინეკოლოგიური ქირურგია,  ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი, ნეიროქირურგია, ასევე, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავაფართოოთ და დავამატოთ სხვა დარგები და მიმართულებები, მათ შორის: თერაპიული, ლაბორატორიული და ასე შემდეგ.  ჩვენი კლინიკის  მისაღები – ჰოლი არის ბრწყინვალე დასტური იმისა, თუ როგორ ეფექტურად დაიწყო ფუნქციონირება „ინოვამ“, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც მუშაობა დავიწყეთ. უკვე გვყავს უამრავი  მადლიერი და კმაყოფილი პაციენტი და მეამაყება, რომ ერთ-ერთი ინიციატორი ვარ  სამედიცინო კლინიკის ასეთი შესანიშნავი მოდელის დაარსებისა. „ინოვაც“ სწორედ ამიტომ ვუწოდეთ. ეს ჩვენი ბრენდია, ეს ჩვენი იდეაა და ბაზარზე ამ მოდუსით პირველი სწორედ ჩვენი პროექტია. აქ სულ სხვა მიდგომებია. შეიკრიბა მაღალკვალიფიციური ჯგუფი, რომელმაც არა მხოლოდ სერვისში, არამედ სამედიცინო სფეროშიც დანერგა ინოვაციური მიდგომები. ჩვენ მთლიანად ორიენტირებულები ვართ ნაკლებად ინვაზიურ მეთოდზე, მათ შორის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში: ქირურგიული ჩარევებისას კუნთების, ქსოვილების, მყესების ნაკლები დაზიანება და მაღალი ეფექტების მიღება.
– რა ტიპის ოპერაციები  გაქვთ ჩატარებული  თქვენს პრაქტიკაში?
– რა თქმა უნდა, ჩვენთან კეთდება თითქმის ყველა ტრავმატოლოგიური ოპერაცია, თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფდი ერთ ტიპს – ჩემ მიერ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, სხვადასხვა კლინიკებში დაინერგა და გაკეთდა ისეთი რთული  და უნიკალური ოპერაცია, როგორიცაა კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირება. მე და ჩემი ჯგუფი ამ მიმართულებით ნოვატორები ვართ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ძალიან ცოტა კეთდება და უიშვიათესია ევროპაშიც კი. ეს ტექნოლოგია ახლა იხვეწება და დაკვირვების ქვეშაა. ასევე, ჩვენთან ჩატარდა ონკოტრავმატოლოგიური ოპერაციები, ძვლის სიმსივნის დროს მთლიანად ჩავანაცვლეთ იმპლანტებით ძვლის ფრაგმენტი. ესეც უნიკალური ოპერაციაა. მახსოვს, პირველი ოპერაცია რომ გავაკეთეთ, პაციენტი კახელი ბიჭი იყო. დღეს ის ფეხბურთს თამაშობს.  მე  ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობით მცირედი წვლილი შემაქვს ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მათთვის სიხარულის მოტანაში.
ჩვენი კლინიკის გეგმაა, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პაციენტზე ორიენტირებულობა, დავნერგოთ  კიდევ უფრო მეტი სამედიცინო ინოვაცია და   ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს პაციენტის სატკივართან.

скачать dle 11.3